x
image
თორ ნიკე
Mediator image
რელიგიის ისტორია
რელიგიის ისტორია


ძვ.წ. 100, 000 - უადრესი ადამიანთა სამარხი აღმოჩენილი ახლო აღმოსავლეთში. ადამიანების დამარხვა უკვე მიუთითებს იმაზე, რომ პატივს მიაგებდნენ გარდაცვლილებს და სულის და მომავალი ცხოვრების ცნება უკვე გაჩენილი იყო ადამიანთა აზროვნებაში.

ძვ.წ. 70, 000 - ამ პერიოდიდან იწყება ევროპაში ნეანდერტალელების მიერ ადამიანთა სამარხების მოწყობის.

ძვ.წ. 40, 000 - აფრიკაში უძველესი ადამიანთა სამარხების გაჩენა. უძველესი აღმოჩენილია ტბა მუნგოსთან.


ძვ.წ. 38, 000 - ლოვენმენშის ფიგურა, რომელიც არის ზოომორფული ფიგურა, მსოფლიოში უძველესი სკულპტურა, მას ასევე ადამიანური მახასიათებლები გააჩნია და დიდი ალბათობით გამოსახავს ღმერთს. ეს უძველესი კერპია.

ძვ.წ. 35, 000 - ამ დროიდან ჩნდება უძველესი "ვენერას ფიგურები" მთელი ევროპის მასშტაბით არსებულ სამარხებში. ევროპაში ჩაისახა დიდი დედის კულტი.

ძვ.წ. 25, 000 - ძვ.წ. 21, 000 - იბერიის ნახევარკუნძულზე, უელსსა და აღმოსავლეთ ევროპაში სამარხების უამრავი ნათელი მაგალითი ჩნდება. ამ დროიდან საფლავებში უკვე პირველ ევროპელებს შეჰქონდათ სხვადასხვა ისეთი საგანი, როგორიცაა თოჯინები, მამონტის ძვლისგან დამზადებული მძივები, ხელკეტები, სპილოს ძვლის ნაწარმი, სხვადასხვა იარაღი.

ძვ.წ. 13, 000 - ძვ.წ. 8000 - ამ პერიოდში დაკრძალვამ ევროპის ტერიტორიაზე თითქმის თანამედროვე სახე მიიღო. ადამიანების საფლავებს ხშირად თავისკენ დიდი ქვის დადებით ნიშნავდნენ.

ძვ.წ. 10, 000 - ძვ.წ. 7000 - გობექლი თეფე, პირველი რელიგიური შენობები დედამიწაზე და უძველესი მეგალითები. მესოპოტამიაში იწყება რელიგიის, ჩამოყალიბებული რწმენა-წარმოდგენების სისტემის ჩასახვა. აქვე ჩნდება ნევალი ჯორის დასახლება და სხვა მსგავები.

ძვ.წ. 7500 - ძვ.წ. 5700 - ჩათალჰუიუქის დასახლების გაჩენა ანატოლიაში. ეს იყო სასულიერო, რელიგიური ცენტრი. აქ კომუნალურ სლოცავებში ასრულებდნენ ღმერთთა მსახურებას, მისმა მკვიდრებმა დატოვეს უამრავი თიხის ფიგურა, რომელიც აშკარას ხდის, რომ ამ ხალხში გავრცელებული იყო ფალიკური კულტი, მატრიარქალური საზოგადოებრივი კულტურა, ასევე აღმოჩენილია მათ მიერ შესრულებული ნადირობის სცენები.

ძვ.წ. 3750 - პროტო-სემიტი ხალხები წარმოიშვნენ არაბეთის ნახევარკუნძულზე. შემდეგ მოედნენ ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა მესოპოტამია, ეგვიპტე, ეთიოპია და ლევანტი.

ძვ.წ. 3300 - ძვ.წ. 1300 - ინდის ველის ცივილიზაცია, რომელმაც დაიწყო მაღალგანვითარებული ქალაქების შენება პაკისტანისა და ინდოეთის ტერიტორიაზე, აწარმოებდნენ ერთნაირი ზომის აგურებს და მათით აშენებდნენ მრავალსართულიან სახლებს, ქალაქების ქუჩებს სადრენაჟო სისტემებით და კეთილმოწყობილი აბანოებით. აქ ჩაისახა ინდუიზმის რელიგიური და ფილოსოფიური საწყისები.

ძვ.წ. 3200 - ძვ.წ. 3100 - ნიუგრეინჯი, 250, 000 ტონის საფლავი ზამთრის ბუნიობისადმი მიძღვნილი, აშენდა ირლანდიაში.

ძვ.წ. 3100 - ამ დროისთვის სთოუნჰენჯი იღებს საბოლოო წრიულ ფორმას და მისი მშენებლობა სრულდება ძვ.წ. 2600 წლისთვის.

ძვ.წ. 3000 - საბოლოოდ ჩამოყალიბდა ლურსმნული დამწერლობა, რამაც უძველესი რელიგიური წარმოდგენების ტექსტებად ჩაწერა შესაძლებელი გახადა.

ძვ.წ. 2635-2610 - ფარაონმა ჯოსერმა ეგვიპტეში დაიწყო პირამიდების მშენებლობა (შესაძლოა განაგრძო, ვინაიდან არაა გამორიცხული, რომ გიზას პირამიდები ბევრად უფრო ადრეული პერიოდის იყოს, ვიდრე აქამდეა მიჩნეული).

ძვ.წ. 2200 - მინოური ცივილიზაცია ვითარდება კრეტაზე, სადაც დიდი დედას და სხვა მატრიარქალურ ღვთაებას სცემდნენ თაყვანს.

ძვ.წ. 2100 - ძვ.წ. 2000 - შუმერული ეპოსის, გილგამეშის უძველესი შემორჩენილი წერილობითი წყაროების შექმნა. სინამდვილეში ამ ეპოსს ეწოდებოდა "ის, ვინც იხილა სიღრმე" (შუმერულად "შა ნაქბა იმურუ"), ან ერქვა ასეთი სახელი "ყველა სხვა მეფის დაჯაბნა" (შუმერულად "შუთურ ელი შარი").

ძვ.წ. 1700 - ძვ.წ. 1100 - ინდური ვედებიდან უძველესების შექმნა და ჩაწერა. რიგ ვედა ამ პერიოდში იქნა ჩაწერილი და ამ დროს მოხდა პირველად მოხსენიება შივას ყველაზე საშიში და ძლევამოსილი ფორმისა, რომელსაც ეწოდება რუდრა და მიიჩნეოდა უმაღლეს ღმერთად.

ძვ.წ. 1500 - ინდოეთსა და პაკისტანში დაიწყო ვედური პერიოდი მას შემდეგ, რაც დასრულდა ინდის ველის ცივილიზაცია და ამ ტერიტორიებზე გამეფდნენ ჩრდილოეთიდან მოსული და ინდოეთ-პაკისტანში დამკვიდრებული 250-ზე მეტი ინდო-არიული ტომი.

ძვ.წ. 1353 ან ძვ.წ. 1351 - ეგვიპტეში ეხნატონის გამეფება, რომელიც ისტორიაში პირველი მონოთეისტური ანუ ერთღმერთიანი კულტის ფუძემდებელი გახდა.


ეხნატონი - ერთღმერთიანობის დამაარსებელი


ძვ.წ. 1300 - ძვ.წ. 1000 - სტანდარტული აქადური გილგამეშის ეპოსის საბოლოო დახვეწილი ვერსიის მიღება სინ ლიქე უნინის მიერ.

ძვ.წ. 1250 - ძვ.წ. 600 - იქმნება უპანიშადები ანუ ვედური ტექსტები. მათში ჩანს ისეთი ცენტრალური კონცეფციები, რომლებიც შემდგომში ჩნდება როგორც უმნიშვნელოვანესი კონცეფციები ინდუიზმში, ბუდიზმში და ჯაინიზმში.

ძვ.წ. 1200 - დაიწყო ეგრედ წოდებული საბერძნეთის ბნელი ხანა.

ძვ.წ. 1200 - ოლმეკებმა დაიწყეს ამერიკის კონტინენტზე უპირველესი პირამიდების მშენებლობა ცენტრალურ ამერიკაში.


ამერიკული პირამიდები


ძვ.წ. 877 - ძვ.წ. 777 - პარშავანათას ცხოვრება. ის იყო ჯაინიზმის 23-ე ტირთანკარა.

ძვ.წ. 800 - სრულდება საბერძნეთის ბნელი ხანა და აღმავლობას იწყებს 2000-მდე ბერძნული ქალაქ სახელმწიფო - პოლისები, ბერძნული კოლონიზაციის შედეგად. მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში და შავიზღვისპირეთში ეგეოსის ზღვიდან ვრცელდება ბერძნული რელიგია, რომელიც თავის მხრივ პელაზგურმა და კრეტულმა კულტურამ ჩამოაყალიბა.

ძვ.წ. მე-8 - ძვ.წ. მე-6 საუკუნეები - იქმნება ჩანდოგიას უპანიშადი, რომელიც ღირსშესანიშნავია იმით, რომ სწორედ მასში მოიხსენიება პირველად სახელი კრიშნა. ლექსი 3.17.6 მოიხსენიებს კრიშნა დევაკიპუტრას, როგორც გჰორა ანგირასას მოსწავლეს. ძვ.წ. მე-6 - ძვ.წ. მე-5 საუკუნეები - იწერება ებრაული თანახის პირველი ხუთწიგნეული - თორა.

ძვ.წ. მე-6 საუკუნე - ზოროასტრიანიზმის, მაზდეანობის ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობის დასაწყისი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წყაროს მიხედვით ზოროასტრიანიზმის ფუძემდებელი ზარათუშტრა დაახლოებით ძვ.წ. 1000 წლისთვის ცხოვრობდა, ცეცხლთაყვანისმცემლობა დაიხვეწა და გავრცელდა აქემენიდური სპარსეთის პერიოდში. მეფე დარიოსმა (მეფობდა ძვ.წ. 522-486 წლებში) და ქსერქსემ (მეფობდა ძვ.წ. 486-465 წლებში) მაზდეანობა გამოაცხადეს სპარსეთის იმპერიის ოფიციალურ რელიგიად.

ძვ.წ. 600 - ძვ.წ. 500 - ყველაზე ადრეული ტექსტები, რომლებმაც შემდგომში გავლენა მოახდინა კონფუციანიზმის ჩამოყალიბებაზე. შუ ჩინგი აერთიანებს ჰარმონიისა და სამოთხის იდეებს.

ძვ.წ. 599-527 - მაჰავირას ცხოვრება. მაჰავირა იყო ჯაინიზმის 24-ე ტირთანკარა.

ძვ.წ. 563-480 / ძვ.წ. 483-400 - ბუდიზმის დამაარსებელი სიდჰარტა გაუტამა ბუდას ცხოვრება.


სიდჰარტა გაუტამა ბუდა


ძვ.წ. 551 - დაიბადა კონფუცი, კონფუციანიზმის დამაარსებელი.

ძვ.წ. 399 - სოკრატეს შემოაქვს ღვთისადმი უპატივცემულობის, არაღვთისმოსაობის, ღმერთისადმი ან ღმერთებისადმი მოწიწების არქონის იდეა.

ძვ.წ. 369-372 - მენციუსის და ჭუანგ ჭოუს დაბადება.

ძვ.წ. 300 - დაო დე ძინის უძველესი ვერსია იქნა დაწერილი ბამბუკის ფირფიტებზე.

ძვ.წ. 300 - თერავადა ბუდიზმი გავრცელდა შრი ლანკაში დიდებული მაჰინდას მიერ.

ძვ.წ. 250 - იმპერატორმა აშოკა დიდმა მოიწვია მესამე ბუდისტური საბჭო. მან დააგზავნა ბუდისტი მქადაგებლები და მისიონერები შორეულ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, სამხრეთ აღმოსავლეთ აზია, მალაის სამეფოები და ელინისტური სახელმწიფოები.

ძვ.წ. 100 - ახ.წ. 500 - დაიწერა პატანჯალის ყველაზე ადრეული იოგა სუტრები, რომელიც წარმოადგენს იოგას დამფუძნებელ ტექსტებს.

ძვ.წ. 4 - ახ.წ. 30 / ახ.წ. 1 - ახ.წ. 33 - იესო ქრისტეს ცხოვრება და ჯვარცმა. ქრისტიანობის დაფუძნება.


იესო ქრისტე


ახ.წ. 50-62 - პირველი ქრისტიანული საბჭოს კრება იერუსალიმში.

ახ.წ. 70 - იერუსალიმის ალყა, ტაძრის განადგურება, რაბინული იუდაიზმის აღმავლობა.

ახ.წ. 220 - მანიქეველების გნოსტიკური სექტის ჩამოყალიბება წინასწარმეტყველ მანის მიერ.

ახ.წ. 250 - გინზა რბას უძველესი ტექსტები, რომელიც სათავეს უდებს მანდეურ გნოსტიციზმს.

ახ.წ. 250-900 - მაიას ხალხი ძალიან გამრავლდა, თავისი განვითარების უმარლეს საფეხურზე ავიდა და დაიწყო კლასიკური მაიური კიბისებრი პირამიდების მშენებლობა.

313 წელი - რომის იმპერიაში მიღებული იქნა მილანის ედიქტი, რომლის მიხედვითაც იმპერია შემწყნარებლურად ეკიდებოდა ქრისტიანობას.

325 წელი - პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება - ნიკეის კრება იქნა მოწვეული, სადაც მსოფლიო ქრისტიანული ეკლესია შეთანხმდა მთავარ, ფუძემდებლურ დოქტრინაზე, შეასწორა აღდგომის თარიღი. რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის ეკლესიას მიანიჭა საპატიო პოზიცია.

350 წელი - ბიბლიის ერთობლივი დასრულებული ტექსტების უძველესი კრებულის შექმნა, ცნობილი, როგორც სინაის კოდექსი. შემორჩენილია ბერძნულ ენაზე სახელწოდებით სეპტუაგინტა და თარიღდება ახ.წ. მე-4 საუკუნის შუა ხანებით.

380 წლი - თეოდოსიუს I აცხადებს ნიკეის კრებით დადგენილ ქრისტიანობას რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგიად.

381 წელი - მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება ტარდება კონსტანტინოპოლში. აქ გადახედილი იქნა ნიკეაში მიღებული ზოგიერთი საკითხი და უარყოფილი იქნა არიანიზმი და პნევმატომაქია (სულიწმიდის მებრძოლნი), რომელიც იყო სამების დოგმატის მოწინააღმდეგე სექტა.

381-391 წლები - თეოდოსიუს I-მა რომის იმპერიაში აკრძალა წარმართობა.

393 წელი - ადრეული ქრისტიანი სასულიერო პირების საბჭომ ჰიპოს სინოდში პირველად სრულად დაადგინა თუ რომელი წიგნები უნდა შესულიყო ბიბლიაში, რამდენი და რა თანმიმდევრობით.

405 წელი - წმინდა იერომემ დაასრულა ვულგატას შექმნა, ეს იყო პირველი ბიბლია, რომელიც ითარგმნა ლათინურ ენაზე.

410 წელი - დასავლეთ რომის იმპერია ჩამოიშალა, რამაც ევროპაში სათავე დაუდო ბნელ შუა საუკუნეებს.

424 წელი - აღმოსავლეთის ეკლესია სასანიდურ იმპერიაში გამოეყო ანტიოქიის ეკლესიას და გახდა სრულიად ავტოკეფალური, დამოუკიდებელი მისგან.

431 წელი - მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება - ის შედგა ქალაქ ეფესოში. კრება მოწვეული იქნა ნესტორიუს კოსნტანტინოპოლელის საკამათო ქადაგებების გამო. კრებამ უარყო ნესტორიანიზმი. ასევე გამოაცხადა მარიამი როგორც თეოთოკოსი ანუ ღვთის მტარებელი, დედა ღვთისა. კრებამ უარყო პელაგიანიზმიც და აღადგინა მეორე კრების დროს გაუქმებული ნიკეის პირველი კრების კრედო.

449 წელი - შეიკრიბა ეფესოს მეორე საეკლესიო კრება და მხარი დაუჭირეს ევტიხს, ხოლო შეუტიეს მისადმი დაპირისპირებულ ხალხს. თავიდან ის მსოფლიო კრებად მიიჩნეოდა, მაგრამ შემდეგ ქალკედონიაში შეკრებილმა მსოფლიო კრებამ მას ეს სტატუსი მოუხსნა.

451 წელი - მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება. ჩატარდა ქალკედონში. ამ კრებამ უარყო ევტიხის მონოფიზიტიზმი და აღიარა დიოფიზიტობა ანუ ის, რომ იესოს ჰქონდა არა მხოლოდ ღვთიური, არამედ ადამიანური ბუნებაც. ამგვარად მიღებული იქნა ქალკედონური კრედო. ამ კრებამ ჩამოაგდო დიოსკორუს ალექსანდრიელი, ხოლო კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის საეპისკოპოსოები აღამაღლა საპატრიარქოების ხარისხში.

451 წელი - აღმოსავლეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარყო ქალკედონის კრების მიერ მიღებული ქრისტოლოგია და იქნა განკვეთილი.

480-547 წწ. - ბენედიქტ ნურსიელმა დაწერა თავისი კანონმდებლობა და სათავე დაუდო დასავლეთის ქრისტიანულ ბერ-მონაზვნობას.

553 წ. - მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებამ (კონსტანტინოპოლის მეორე კრება) დაგმო ორიგენ ალექსანდრიელის სწავლება და ნესტორიანულად გამოაცხადა სამი თავი.

570-632 წწ. - მუჰამედ იბნ-აბდალას (მუჰამედ აბდალას ძე) ცხოვრება და მოღვაწეობა, რომელმაც დააფუძნა ახალი რელიგია - ისლამი.


მუჰამედი და ჯაბრაილი


632-661 წწ. - რაშიდუნის სახალიფომ დაიპყრო დიდი ცივილიზაცია - სპარსეთი, ქრისტიანული ეგვიპტე და ერაყი და იქ ისლამური წეს-წყობა - შარიათი და ახალი რელიგია დაამყარა.

650 წ. - ისლამური აიათები ანუ ლექსები შეიკრიბა და ჩაიწერა ერთიან წიგნად და ასე შეიქმნა ისლამის წმინდა წიგნი - ყურანი. ეს მოხდა მესამე ხალიფას, უთმანის მმართველობის პერიოდში.

661-750 წწ. - უმაიდის სახალიფომ მთელი ჩრდილოეთ აფრიკა დაიპყრო, ასევე დაიპყრო ცენტრალური აზია და ესპანეთი და ამ ვრცელ რეგიონებში ისლამი გაავრცელა.

680-681 წწ. - მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრებამ (კონსტანტინოპოლის მესამე კრება) უარყო მონოთელიტიზმი და მონოენერგიზმი.

680 წ. - ისლამის გაყოფა სუნიტებად და შიიტებად.

692 წ. - კვინისექსტი, იგივე ტრულოს კრება, სადაც მიღებული იქნა პენტარქია ანუ ხუთმმართველობა, რაც გულისხმობდა იმას, რომ მსოფლიო ეკლესია დაიყო ხუთ საპატრიარქოდ: რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის.

712 წ. - დაიწერა კოჯიკი, რომელიც არის შინტოს რელიგიის უძველესი ტექსტი.

716-936 წწ. - დაიწყო სპარსი ზოროასტრიელების დიდი მიგრაცია სპარსეთიდან ინდოეთში, რომ გაქცეოდნენ საშინელ შევიწროებას, რომელიც თავს დაატეხეს მუსლიმმა არაბმა დამპყრობლებმა თავიანთი რელიგიის გამო და იმის გამო, რომ ისინი არ იღებდნენ ისლამს.

754 წ. - ლატროცინიუმის კრებამ მხარი დაუჭირა ხატმბერძოლეობას, რაც გულისხმობდა იმ იდეას, რომ ქრისტიანობაში არ უნდა იწერებოდეს ხატები, ვინაიდან ეს ხატმებრძოლთა შეხედულებით გაიგივებული იყო კერპთაყვანისმცემლობასთან.

787 წ. - მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო ხატმებრძოლეობა და აღადგინა ხატწერა ქრისტიანულ სამყაროში.

788-820 წწ. - ამ პერიოდში ცხოვრობდა დიდი ინდოელი ფილოსოფოსი ადი შანკარა, რომელმაც ადვაიტა ვედანტას დოქტრინა.

850 წ. - უძველესი მეზორეთული ტექსტები, რომელზეც დაფუძნებულია დღევანდელი გამოცემები.

1052-1135 წწ. - მილარეპას ცხოვრება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იოგი და პოეტი ტიბეტურ ბუდიზმში.

1054 წ. - დიდი სქიზმა და გაყოფა რომაული კათოლიკური და აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიებისა.

1095-1099 წწ. - ეწყობა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა იერუსალიმის მუსლიმი დამპყრობლებისგან გასათავისუფლებლად.

1107-1110 წწ. - ნორვეგიის მეფე ზიგურდ I იწყებს ნორვეგიელთა ჯვაროსნულ ომს ესპანეთში გაბატონებული მუსლიმი დამპყრობლების წინააღმდეგ. ასევე ომობს ბალეარის კუნძულებზე და პალესტინაში.

1147-1149 წწ. - ეწყობა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა ედესას ქრისტიანული სახელმწიფოს მუსლიმების მიერ განადგურების საპასუხოდ.

1189-1192 წწ. - ეწყობა მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა, სადაც ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებმა სცადეს კვლავ გამოეხსნათ იერუსალიმი მუსლიმი დამპყრობლის - სალლაჰ ად-დინის (სალადინი) ხელიდან.

1202-1204 წწ. - მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა. დაიწყო იმისთვის, რომ გამოეხსნათ იერუსალიმი მუსლიმი დამპყრობლების ხელიდან, მაგრამ გადაიზარდა სრულიად სხვა, ქაოსურ ქმედებაში, ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის - კონსტანტინოპოლის ძარცვა-რბევაში.

1206 წ. - შეიქმნა დელის სასულთნო, ისლამური სახელმწიფო ინდოეთში.

1209-1229 წწ. - დაიწყო ალბიგენსიური ჯვაროსნული ომი იმისთვის, რომ გაენადგურებინათ კათარიზმი ოქციტანიაში, ევროპაში.

1217-1221 წწ. - დაიწყო მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა იერუსალიმის გამოსახსნელად, მაგრამ მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

1222-1282 წწ. - ნიქირენ დაიშონინის ცხოვრება. ნიქირებული ბუდიზმის დამაარსებელი და ბუდად აღიარებული იაპონიაში. მან დააარსა ნიქირენ შოშუს მთავარი ტაძარი იაპოანიაში - ტაისეკიჯი. ბუდიზმის ეს განხრა ყურადღებას ამახვილებს ერთ-ერთი მანტრას ხშირად განმეორების მნიშვნელობაზე, რომლის სახელიც არის "ნამ მიოჰო რენგე კიო".

1228-1229 წწ. - მოეწყო მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა, რომლის შემდეგაც პალესტინის დიდი ტერიტორია გადავიდა ქრისტიანი მმართველების ხელში. არა დიპლომატიის, არამედ ომში ქრისტიანთა წარმატების შედეგად.

1229 წ. - დასრულდა გიგასის კოდექსის შექმნა ჰერმან რეკლუსის მიერ ბენედიქტელთა მონასტერში, რომელიც მდებარეობს პოდლაზიჩეში, ქრუდიმის ახლოს.

1244 წ. - იერუსალიმი კვლავ დაპყრობილი იქნა მუსლიმების მიერ, რამაც გამოიწვია მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობის წარმოება.

1270 წ. - მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყო საფრანგეთის მეფე ლუი IX-მ, მაგრამ დიდწილად ვერმაღწია თავის მიზნებს, ვინაიდან ტუნისს რომ მიაღწიეს, მეფე მალევე გარდაიცვალა.

1271-1272 წწ. - მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობა იგეგმებოდა და ვერ მოხერხდა, გეგმა ჩაიშალა.

1320 წ. - პაპმა იოანე XXII-მ დაიწყო მზადება და საფუძველის ჩაყრა მომავალში დასავლეთ ევროპაში საშინელი ინკვიციისთვის, რომელიც "ნადირობდა ჯადოქრებზე" და უამრავ ადამიანს ამ ბრალდებით ფიზიკურად ანადგურებდნენ.

1378-1417 წწ. - რომის კათოლიკური ეკლესია გაიყო და ამას დასავლური სქიზმა ეწოდა.

1415 წ. - იან ჰუსის სიკვდილი. ის არის ხშირად მიჩნეული დასავლური ეკლესიის რეფერმატორად, მისი სიკვდილი კი მიჩნეულია რეფორმაციის დასაწყისად.

1469-1539 წწ. - გურუ ნანაკის ცხოვრება, რომელმაც სიქჰიზმი დააარსა ინდოეთში.

1484 წ. - პაპმა ინოკენტი VIII-მ ოფიციალურად გამოაცხადა კათოლიკურ სამყაროში ჯადოქრებზე ნადირობა.

1486-1534 წწ. - ჩაითანია მაჰაპრაბჰუმ ინდოეთში პოპულარული გახადა ჰარე კრიშნას მადიდებელი სიმღერები და შექმნა სიქსასტაკამ (8 ლოცვითი სიმღერა) სანსკრიტულ ენაზე. მისმა მიმდევრებმა, გაუდია ნაიშნავებმა ის აღიარეს სულიერ რეფორმატორად, ინდუიზმის ამაღორძინებლად და თავად კრიშნას ავატარად.

1500 წ. - ესპანეთის იმპერიაში ვრცელდება კათოლიციზმი და ისეთი ინსტიტუციები მკვიდრდება, როგორიც იყო ინკვიცია და მისიონერობა.

1517 წ. - მარტინ ლუთერი, გერმანელი ბერი და თეოლოგიის პროფესორი თავისივე შედგენილ 95 თეზისს დემონსტრაციულად აკრავს ვითენბერგში მდებარე ყოველთა წმიდათა ტაძრის კარზე, რაც პროტესტანტიზმის დასაბამი ხდება.

1526 წ. - აფრიკული წარმართული რელიგიური სისტემები შევიდა ამერიკის კონტინენტზებზე მონათა ვაჭრობის შედეგად იქ გადაყვანილი შავკანიანებისგან.

1534 წ. - ჰენრი VIII-მ გამოყო ინგლისური ეკლესია რომისგან და გამოაცხადა თავისი თავი ინგლისის ეკლესიის მეთაურად.

1562 წ. - ვასის სასაკლაომ გამოიწვია დიდი ომების სერიის - საფრანგეთის რელიგიური ომების სერიის პირველი ომი.

1699 წ. - გურუ გობინდ სინგჰ ჯიმ შექმნა ხალსა სიქჰიზმში.

1708 წ. - გარდაიცვალა გურუ გობინდ სინგჰ ჯი, ბოლო სიქჰი გურუ, რომელმაც შექმნა სიქჰების წმინდა წიგნი "გურუ გრანდ საჰიბ ჯი" და აღიარებული იქნა სიქჰების მიერ, როგორც უკვსავი გურუ.

1770 წ. - ბარონ დე ჰოლბახმა გამოსცა თავისი წიგნი "ბუნების სისტემა", რომელიც მიჩნეულია პირველ ჩამოყალიბებლ განცხადებად ათეიზმის დოქტრინისა დასავლურ ცივილიზაციაში.

1781 წ. - გჰანშიამი, შემდგომში ცნობილი, როგორც საჰაჰანანდ სვამი, იგივე სვამინარაიან, დაიბადა ჩაპაიანში დჰარმადევის და ბჰაკტიმატას ოჯახში.

1789-1799 წწ. - დექრისტიანიზაციის გზაზე დამდგარი ფრანგული საზოგადოების ხელისუფლება იწყებს საეკლესიო ქონების ჩამორთმევის ღონიძიებებს, კრძალავს მონასტრულ ცხოვრებას და სრულად კრძალავს პაპის და ეკლესიის გავლენებს მტავრობაზე და კონსტიტუციაზე და კანონმდებლობის მიღებას და აღსრულებას მთლიანად უქვემდებარებს მთავრობას. საფრანგეთის რესპუბლიკა ასევე უარს ამბობს გრეგორიანულ კალენდარზე და ქრისტიანულ დღესასწაულებს კრძალავს.

1790-1840 წწ. - მეორე დიდ გამოღვიძებად წოდებული მოვლენა, როდესაც პროტესტანტიზმი დომინანტურად ვრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

1791 წ. - რელიგიის თავისუფლება აშშ-ში მიღებული იქნა, როგორც ადამიანის უფლება და დამატებული იქნა ამერიკის კონსტიტუციაში. აშშ-ში სეკულარული მმართველობის ჩამოყალიბება.

1801 წ. - საფრანგეთის რევოლუციურმა ხელისუფლებამ და პაპმა პიუს VII-მ გააფორმეს კონკორდატი 1801 წელს. კონკორდატი იყო შეთანხმება იმის თაობაზე თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა სეკულარულ ხელისუფლებას ქვეყანაში არსებულ კათოლიკურ ეკლესიასთან. იმის მიუხედავად, რომ კათოლიციზმმა მიიღო "ფრანგთა უმრავლესობის რელიგიის" სტატუსი, ის ვეღარ ჩაერეოდა სახელმწიფოს მართვაში ისე, როგორც ეს ფრანგულ რევოლუციამდე იყო და ქვეყნის ოფიციალური რელიგიის სტატუსიც მოეხსნა. სამღვდელოება დააფიცეს რომ იქნებოდნენ ერთგულნი სახელმწიფოსი და დასვეს სახელმწიფო ანაზღაურებაზე.

1819-1850 წწ. - საიდ ალი მუჰამედ შირაზის ცხოვრება, ასევე ცნობილი როგორც ბაბ. მან დააფუძნა ახალი რელიგიური მიმდინარეობა - ბაბიზმი.

1817-1892 წწ. - ბაულაჰის ცხოვრება. ის გახდა ახალი რელიგიური მიმდინარეობის - ბაჰაიზმის ფუძემდებელი.

1823 წ. - მორმონი წინასწარმეტყველი იოზეფ სმიტი აცხადებს, რომ ჰქონდა ანგელოზის გამოცხადება, რომელსაც ერქვა მორონი და ამ ანგელოზმა მას გადმოსცა ის ინფორმაცია, რაც საბოლოოდ შედგა წიგნად, რომელსაც ეწოდა მორმონის წიგნი.

1830-იანი წლები - უილიამ მილერმა შექმნა ადვენტიზმი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

1830 წ. - იოსებ სმითმა შექმნა სექტა 6 აპრილს და ამით სათავე დაუდო ახალ რელიგიურ მიმდინარეობას, რომელსაც უწოდა "უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია".

1835-1908 წწ. - მირზა ღულამ აჰმადის ცხოვრება, რომელმაც სათავე დაუდო მესიანისტურ აჰმადიას რელიგიურ მიმდინარეობას ისლამში.

1836-1886 წწ. - რამაკრიშნას ცხოვრება, რომელიც ბენგალელი წმინდანი და მისტიკოსი იყო. 1857 წ. - პირველი დიდი აჯანყება ინდოეთში ბრიტანული კოლონიური მმართველობის წინააღმდეგ. აჯანყება ასევე ცნობილია, როგორც სეპოი მუტინი.

1875 წ. - თეოსოფიური საზოგადოება ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ იორკში ელენა ბლავაცკის, ჰენრი სთილ ოლქოთის, უილიამ ქვან ჯაჯის და სხვათა მიერ.

1879 წ. - "ქრისტიანულმა მეცნიერებამ" ბოსტონში, მასაჩუსეთსში მიიღო თავისი ქარტია.

1881 წ. - სიონის სამეთვალყურეო კოშკის საზოგადოება დაფუძნდა ჩარლზ თეიზ რასელის მიერ. მან დააარსა ბიბლიის შემსწავლელთა საზოგადოება.

1889 წ. - დაარსდა აჰმადიიას მუსლიმური რელიგიური მიმდინარეობა.

1893 წ. - სვამი ვივეკანანდას პირველი სიტყვით გამოსვლა მსოფლიო რელიგიების პარლამენტში, ჩიკაგოში, რომელმაც სათავე დაუდო დასავლეთში უძველესი აღმოსავლური ფოლოსოფიების - ვედანტას და იოგას სწავლებების გავრცელებას.

1899 წ. - შეიქმნა არადია ანუ ჯადოქრების სახარება. წიგნი აღწერს კათოლიკური ეკლესიის მიერ დასავლეთ ევროპაში ნაწარმოები "ჯადოქრებზე ნადირობის" შემდგომ შემორჩენილ ძველ მაგიურ ცოდნას და სხვადასხვა რიტუალს. წიგნი დაწერა ჩარლზ გოდფრი ლელანდმა.

1901 წ. - სპირიტუალისტების საზოგადოებრივმა გაერთიანებამ ოფიციალურად დააფუძნა სპირიტუალიზმი, როგორც რელიგიური მიმდინარეობა გაერთიანებულ სამეფოში.

1904 წ. - თელემა დააფუძნა ალისტერ ქროულიმ. თელემა არის ფილოსოფიურ-რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ეფუძნება ერთ ძირითად თეზისს " აკეთე ის, რაც გნებავს".

1905 წ. - საფრანგეთში ოფიციალურად გამოცხადდა სეკულარული სახელმწიფო და შეწყდა სახელმწიფოს მიერ ყველანაირი რელიგიური ჯგუფის დაფინანსება. დაიწყო ნეო-დუიდების ანუ ახალ ქურუმთა მოძრაობა და წარმართობის აღდგენა ევროპაში. ამ წელს ჩატარდა პირველი წარმართული აღდგენილი ცერემონია სთოუნჰენჯზე.

1907 წ. - წარმოიშვა ახალი რელიგიური მიმდინარეობა ბაპსი (ბოქასანვასი შრი აქშარ პურუშოტამ სვამინარაიან სანსთა), ეს არის სვამინარაიან სამპრადაიას მთავარი სექტა, დაარსებული შასტრიჯი მაჰარაჯას მიერ.

1908 წ. - ხალიფატულ მასიჰი იქნა გამოცხადებული ალლაჰის ძალის მეორე გამოვლინებად აჰმადიას მუსლიმების მიერ.

1913 წ. - მურიშის ამერიკის მეცნიერების ტაძარი იქნა დაარსებული ნიუ ჯერსის შტატში, ნიუარქში.

1917 წ. - ოქტომბრის რევოლუცია რუსეთში, რომელმაც გამოიწვია დიდი რეპრესიები ქრისტიანული ეკლესიისადმი რუსეთში და შემდეგ მთელ საბჭოთა კავშირში.

1920 - დაარსება თვითგამოცხადებული მსოფლიოს ყველა რელიგიის ტაძრისა ამერიკაში, ლოს ანჯელესში. პარამაჰანსა იოგანანდას მიერ.

1922-1991 წწ. - საბჭოთა კავშირში ქრისტიანთა დიდი დევნა, რომელსაც სხვადასხვა მონაცემებით შეეწირა 12 მილიონიდან 20 მილიონამდე ქრისტიანი.

1926 წ. - დაარსდა ჩაო დაი.

1929 წ. - დასრულდა ქრისტერო ომი მექსიკის სეკულარულ მთავრობასა და ქრისტიან აჯანყებულებს შორის.

1930 წ. - რასტაფარის მოძრაობამ ეთიოპიის ტახტზე აიყვანა მეფე ჰაილი სელასიე I. ხოლო ამერიკაში ვოლას ფარდ მუჰამედმა დააარსა რელიგიური მოძრაობა "ისლამის ერი" დეტროიტში, მიჩიგანში.

1931 წ. - იაჰოვას მოწმეების, იგივე იაჰვეს მოწმეების რელიგიური მოძრაობის დაფუძნება ბიბლიის შემსწავლელი საზოგადოებიდან იოსებ ფრანკლინ რუთენფორდის სწავლების გავლენით.

1932 წ. - ახალ-ინდური, ნეო-ინდუისტური რელიგიური მიმდინარეობა სახელწოდებით ბრაჰმა კუმარის, რაც ნიშნავს ბრაჰმას ქალიშვილებს. ეს მოძრაობა სათავეს იღებს ლეხრაჯ კრიპალანის (1884-1969) მიერ შექმნილი მოძღვრებიდან "ომ მანდალი".

1939-1945 - მესამე რაიხში ებრაელების დევნა, შევიწროება, რეპრესიები.

1947 წ. - ისტორიაში პირველი ერი, რომელიც წარმოიქმნა პირდაპირ ისლამის გამო და ისლამის გავლენით გაჩნდა დედამიწაზე, სახელწოდებით "პაკისტანი". მანამდე ის ინდოეთის განუყოფელი ნაწილი იყო.

1948 წ. - ისრაელის თანამედროვე სახელმწიფო შეიქმნა, როგორც სამშობლო, რომელიც აღუდგინეს ევროპაში შევიწროებულ ებრაელ ხალხს.

1954 წ. - საიენტოლოგიის თუ მეცნიეროლოგიის ეკლესიის დაფუძნება ლ. რონ ჰუბარდის მიერ. ამავე წელს გამოვიდა წიგნი სახელწოდებით "ვიკკა" გერალდ გარდნერის ავტორობით, რაც წარმოადგენს წარმართულ და მაგიურ ცოდნას, რომელიც ახალ რელიგიურ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა.

1956 წ. - დაფუძნდა ნავაიანა ბუდიზმი, იგივე ნეო-ბუდიზმი ბ.რ. ამბედკარის მიერ.

1959 წ. - მე-14 დალაი ლამა გადასახლდა ტიბეტიდან ინდოეთში და იქ ჩამოაყალიბა ახალი საზოგადოება. გადასახლება მოხდა ჩინეთის მთავრობის მიერ შევიწროების გამო.

1960-იანი წლები - მრავალი ნეო-პაგანური ანუ ახალ-წარმართული და ახალი პერიოდის რელიგიური მოძრაობების ჩამოყალიბება და აღმავლობა დაიწყო.

1961 წ. - ჩამოყალიბდა უნიტარული უნივერსალიზმი, უნიტარიანიზმის და უნივერსალიზმის იდეოლოგიების შერწყმით და გაერთიანებით. ეს რელიგიური მიმდინარეობა ქადაგებს იმას, რომ სულიერი ზრდა უნდა მოხდეს არა დოგმატური რელიგიების დოგმების მორჩილებით და მათზე მიყოლით, არამედ ჭეშმარიტების ინდივიდუალური ძიებით და ასევე სხვადასხვა რელიგიების ცოდნის და წინა თაობების გამოცდილებათა გათვალისწინებით.

1962 წ. - დაარსდა პირველი ამერიკული ნეო-პაგანური ანუ ახალ-წარმართული ეკლესია, სახელწოდებით "ყველა სამყაროს ტაძარი" ან "ყველა მსოფლიოს ტაძარი". მთავარი დამაარსებლები იყვნენ ობერონ ზელ-რეივენჰართი, მორნინგ გლორი ზელ-რეივენჰართი და რიჩარდ ლენს ქრისთი.

1965 წ. - დაარსდა კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება სრილა პრაბჰუპადას მიერ. მრავალ ენაზე ითარგმნა ბჰაგავატ გიტა და ინდური ვედები და გავრცელდა მსოფლიოში.

1966 წ. - სატანის ეკლესია დაფუძნდა ანტონ შანდორ ლავეის მიერ ვალპურგის ღამეს.

1972-1984 წწ. - სთოუნჰენჯის თავისუფალი ფესტივალების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.

1972-2004 წწ. - დაიწყო აღმავლობის მეორე დიდი ტალღა გერმანული ნეო-პაგანიზმისა, რომელსაც ეწოდება აგრეთვე ჰითენიზმი, ჰითენობა, ასატრუ, ოდინიზმი, ფორნ სიორი ან თეოდიზმი.

1973 წ. - კლოდ ვორილონმა დააარსა რაელის მოძრაობა და ასე უწოდა იმ პიროვნების სახელის გამო, რომელმაც 1973 წლის დეკემბერში დამაჯერებლად განაცხადა და მოყვა თუ როგორ გაიტაცეს უცხოპლანეტელებმა.

1975 წ. - ეგვიპტური ღმერთის, სეტის ტაძარი დაფუძნდა სანტა ბარბარაში, კალიფორნიაში.

1979 წ. - ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა, რაც დაასრულად სეკულარული სახელმწიფოს არსებობა და ირანში დამყარდა ისლამური შარიათი.

1981 წ. - სტრეგერიული მოძრაობა გაგარძელდა გამოიცა "წმინდა სტრეგას წიგნი" და "გზათა წიგნი"-ს პირველი და მეორე თავი.

1984 წ. - სპეცოპერაცია "ლურჯი ვარსკვლავი" სიქჰების ყველაზე წმინდა ადგილას, ამრისტარის ოქროს ტაძართან, ამრისტართან. ამან წააქეზა ანტი-სიქჰური გამოსვლები დელიში და გარშემო რეგიონებში, რასაც მოჰყვა არეულობა და პრემიერ მინისტრ ინდირა განდის მკვლელობა.

1985 წ. - ბინფილდის ბრძოლა, რომელმაც დაასრულა სთუნჰენჯის თავისუფალი ფესტივალების ტრადიცია.

1989-1991 წწ. - აღმოსავლეთ ევროპის რელიგიური შეზღუდვებისგან გათავისუფლება საბჭოთა კავშირის მოკავშირე რეჟიმების ცვლილებით და ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლით.

1990-იანი წლები - წარმართული მოძრაობების აღდგენის დიდი მოძრაობა, კელტური, ელინისტური, რომაული, სლავური, ბალტიური, ფინური და სხვა ევროპელი ხალხების წარმართობის აღმავლობა.



კრებულები:

1. პროტო-ქართული ხალხები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწ. II)

11. მეცნიერება (ნაწ. III)

12. ქართული მითოლოგია

ავტორი: თორნიკე ფხალაძე


15
438
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
438
  
2021, 1 მარტი, 22:10
History of Religion
▶ 100,000 BC - Earliest known human burial in the Middle East.
▶ 70,000–35,000 BC - Neanderthal burials take place in areas of Europe and the Middle East.
▶ 40,000 BC - The remains of one of the earliest known anatomically modern humans to be discovered cremated, was buried near Lake Mungo.
▶ 38,000 BC - The Aurignacian Löwenmensch figurine, the oldest known zoomorphic (animal-shaped) sculpture in the world and one of the oldest known sculptures in general, was made. The sculpture has also been interpreted as anthropomorphic, giving human characteristics to an animal, although it may have represented a deity.
▶ 35,000–26,000 BC - Neanderthal burials are absent from the archaeological record. This roughly coincides with the appearance of Homo sapiens in Europe and decline of the Neanderthals; individual skulls and/or long bones began appearing, heavily stained with red ochre and separately buried. This practice may be the origin of sacred relics. The oldest discovered "Venus figurines" appeared in graves. Some were deliberately broken or repeatedly stabbed, possibly representing the murders of the men with whom they were buried, or owing to some other unknown social dynamic.
2021, 1 მარტი, 22:10
▶ 25,000–21,000 BC - Clear examples of burials are present in Iberia, Wales, and eastern Europe. These, too, incorporate the heavy use of red ochre. Additionally, various objects were included in the graves (e.g. periwinkle shells, weighted clothing, dolls, possible drumsticks, mammoth ivory beads, fox teeth pendants, panoply of ivory artifacts, "baton" antlers, flint blades etc.).
▶ 13,000–8,000 BC - Noticeable burial activity resumed. Prior mortuary activity had either taken a less obvious form or contemporaries retained some of their burial knowledge in the absence of such activity. Dozens of men, women, and children were being buried in the same caves which were used for burials 10,000 years beforehand. All these graves are delineated by the cave walls and large limestone blocks. The burials share a number of characteristics (such as use of ochre, and shell and mammoth ivory jewellery) that go back thousands of years. Some burials were double, comprising an adult male with a juvenile male buried by his side. They were now beginning to take on the form of modern cemeteries. Old burials were commonly re-dug and moved to make way for new ones, with the older bones often being gathered and cached together. Large stones may have acted as grave markers. Pairs of ochred antlers were sometimes mounted on poles within the cave; this is compared to the modern practice of leaving flowers at a grave.
2021, 1 მარტი, 22:09
▶ 9130–7370 BC - This was the apparent period of use of Göbekli Tepe, one of the oldest human-made sites of worship yet discovered; evidence of similar usage has also been found in another nearby site, Nevalı Çori.
▶ 7500–5700 BC - The settlements of Catalhoyuk developed as a likely spiritual center of Anatolia. Possibly practicing worship in communal shrines, its inhabitants left behind numerous clay figurines and impressions of phallic, feminine, and hunting scenes.
▶ 3750 BC - The Proto-Semitic people emerged from a generally accepted urheimat in the Arabian Peninsula and Levant. The Proto-Semitic people would migrate throughout the Near East into Mesopotamia, Egypt, Ethiopia and the eastern shore of the Mediterranean.
▶ 3300–1300 BC - The Indus Valley Civilization (IVC) was a Bronze Age civilization (3300–1300 BCE; mature period 2600–1900 BCE) in the northwestern region of the Indian subcontinent, noted for its cities built of brick, roadside drainage system and multi-storeyed houses.
▶ 3200–3100 BC - Newgrange, the 250,000 ton (226,796.2 tonne) passage tomb aligned to the winter solstice in Ireland, was built.
▶ 3100 BC - The initial form of Stonehenge was completed. The circular bank and ditch enclosure, about 110 metres (360 ft) across, may have been completed with a timber circle.
2021, 1 მარტი, 22:09
▶ 3000 BC - Sumerian Cuneiform emerged from the proto-literate Uruk period, allowing the codification of beliefs and creation of detailed historical religious records.
▶ 2635–2610 BC - The oldest surviving Egyptian Pyramid was commissioned by Pharaoh Djoser.
▶ 2600 BC - Stonehenge began to take on its final form. The wooden posts were replaced with bluestone. It began taking on an increasingly complex setup (including an altar, a portal, station stones, etc.) and shows consideration of solar alignments.
▶ 2560 BC - This is the approximate time accepted as the completion of the Great Pyramid of Giza, the oldest pyramid of the Giza Plateau.
▶ 2494–2345 BC - The first of the oldest surviving religious texts, the Pyramid Texts, was composed in Ancient Egypt.
▶ 2200 BC - The Minoan Civilization developed in Crete. Citizens worshipped a variety of goddesses.
▶ 2150–2000 BC - The earliest surviving versions of the Sumerian Epic of Gilgamesh—originally titled He who Saw the Deep (Sha naqba īmuru) or Surpassing All Other Kings (Shūtur eli sharrī)—were written.
▶ 1700–1100 BC - The oldest of the Hindu Vedas (scriptures), the Rig Veda was composed. This is the first mention of Rudra, a fearsome form of Shiva as the supreme god.
▶ 1600 BC - The ancient development of Stonehenge came to an end.
▶ 1500 BC - The Vedic Age began in India after the collapse of the Indus Valley Civilisation.
▶ 1351 or 1353 BC - The reign of Akhenaten, sometimes credited with starting the earliest known recorded monotheistic religion, in Ancient Egypt.
2021, 1 მარტი, 22:08
▶ 1300–1000 BC - The "standard" Akkadian version of the Epic of Gilgamesh was edited by Sin-liqe-unninni.
▶ 1250–600 BC - The Upanishads (Vedic texts) were composed, containing the earliest emergence of some of the central religious concepts of Hinduism, Buddhism and Jainism.
▶ 1200 BC - The Greek Dark Age began.
▶ 1200 BC - The Olmecs built the earliest pyramids and temples in Central America.
▶ 877–777 BC - The life of Parshvanatha, 23rd Tirthankara of Jainism.
▶ 800 BC - The Greek Dark Age ends.
▶ 8th to 6th centuries BC - The Chandogya Upanishad is compiled, significant for containing the earliest to date mention of Krishna. Verse 3.17.6 mentions Krishna Devakiputra (Sanskrit: कृष्णाय देवकीपुत्रा) as a student of the sage Ghora Angirasa. (Rig Veda indirectly mentions Krishna.)
▶ 6th to 5th centuries BC - The first five books of the Jewish Tanakh, the Torah (Hebrew: תורה‬), are probably compiled.
▶ 6th century BC - Possible start of Zoroastrianism; however some date Zarathustra closer to 1000 BCE. Zoroastrianism flourished under the Persian emperors known as the Achaemenids. The emperors Darius (ruled 522–486 B.C.E.) and Xerxes (ruled 486–465 B.C.E.) made it the official religion of their empire.
▶ 600–500 BC - The earliest Confucian writing, Shu Ching, incorporates ideas of harmony and heaven.
▶ 599–527 BC - The life of Mahavira, 24th and last Tirthankara of Jainism.
▶ c.563/480–c.483/400 BC - Gautama Buddha, founder of Buddhism was born.
▶ 551 BC - Confucius, founder of Confucianism, was born.[13]
▶ 399 BC - Socrates was tried for impiety.
▶ 369–372 BC - Birth of Mencius and Zhuang Zhou
▶ 300 BC - The oldest known version of the Tao Te Ching was written on bamboo tablets.
2021, 1 მარტი, 22:08
▶ 300 BC - Theravada Buddhism was introduced to Sri Lanka by the Venerable Mahinda.
▶ c.250 BC - The Third Buddhist council was convened by Ashoka. Ashoka sends Buddhist missionaries to faraway countries, such as China, mainland Southeast Asia, Malay kingdoms, and Hellenistic kingdoms.
▶ 140 BC - The earliest grammar of Sanskrit literature was composed by Pāṇini.
▶ 100 BC – 500 CE - The Yoga Sūtras of Patañjali, constituting the foundational texts of Yoga, were composed.
▶ c.4 BCE–c.30/33 CE - The life of Jesus of Nazareth, the central figure of Christianity.
▶ c.27-31 CE - The death of John the Baptist.
▶ 50–62 - The first Christian Council was convened in Jerusalem.
▶ 70 - The Siege of Jerusalem, the Destruction of the Temple, and the rise of Rabbinic Judaism.
▶ 220 - Manichaean Gnosticism was formed by the prophet Mani.
▶ 250 - Some of the oldest parts of the Ginza Rba, a core text of Mandaean Gnosticism, were written.
▶ 250–900 - Classic Mayan step pyramids were constructed.
▶ 313 - The Edict of Milan decreed religious toleration in the Roman empire.
▶ 325 - The first ecumenical council (the Council of Nicaea) was convened to attain a consensus on doctrine through an assembly representing all Christendom. It established the original Nicene Creed and fixed the date of Easter. It also confirmed the primacy of the Sees of Rome, Alexandria and Antioch, and granted the See of Jerusalem a position of honour.
▶ c.350 - The oldest record of the complete biblical texts (the Codex Sinaiticus) survives in a Greek translation called the Septuagint, dating to the 4th century CE.
▶ 380 - Theodosius I declared Nicene Christianity the state religion of the Roman Empire.
▶ 381 - The second ecumenical council (the First Council of Constantinople) reaffirmed and revised the Nicene Creed, repudiating Arianism and Pneumatomachi.
▶ 381–391 - Theodosius proscribed paganism within the Roman Empire.
2021, 1 მარტი, 22:08
▶ 393 - A council of early Christian bishops listed and approved a biblical canon for the first time at the Synod of Hippo.
▶ 405 - St. Jerome completed the Vulgate, the first Latin translation of the Bible.
▶ 410 - The Western Roman Empire began to decline, signalling the onset of the Dark Ages.
▶ 424 - The Church of the East in Sassanian Empire (Persia) formally separated from the See of Antioch and proclaimed full ecclesiastical independence.
▶ 431 - The third ecumenical council (the First Council of Ephesus) was convened as a result of the controversial teachings of Nestorius of Constantinople. It repudiated Nestorianism, proclaimed the Virgin Mary as the Theotokos (the God-bearer or Mother of God). It also repudiated Pelagianism and again reaffirmed the Nicene Creed.
▶ 449 - The Second Council of Ephesus declared support for Eutyches and attacked his opponents. Originally convened as an ecumenical council, its ecumenical nature was rejected by the Chalcedonians, who denounced the council as latrocinium.
▶ 451 - The fourth ecumenical council (the Council of Chalcedon) rejected the Eutychian doctrine of monophysitism, adopting instead the Chalcedonian Creed. It reinstated those deposed in 449, deposed Dioscorus of Alexandria and elevated the bishoprics of Constantinople and Jerusalem to the status of patriarchates.
▶ 451 - The Oriental Orthodox Church rejected the christological view put forth by the Council of Chalcedon and was excommunicated.
▶ 480–547 - Benedict of Nursia wrote his Rule, laying the foundation of Western Christian monasticism.
2021, 1 მარტი, 22:07
▶ 553 - The fifth ecumenical council (the Second Council of Constantinople) repudiated the Three Chapters as Nestorian and condemned Origen of Alexandria.
▶ 570–632 - The life of Muhammad ibn 'Abdullāh
▶ 632–661 - The Rashidun Caliphate heralded the Arab conquest of Persia, Egypt and Iraq, bringing Islam to those regions.
▶ 650 - The verses of the Qur'an were compiled in the form of a book in the era of Uthman, the third Caliph of Islam.
▶ 661–750 - The Umayyad Caliphate brought the Arab conquest of North Africa, Spain and Central Asia, marking the greatest extent of the Arab conquests and bringing Islam to those regions.
▶ 680–681 - The sixth ecumenical council (the Third Council of Constantinople) rejected Monothelitism and Monoenergism.
▶ c.680 - The division between Sunni and Shiites Muslims developed.
▶ 692 - The Quinisext Council (also known as the Council in Trullo), an amendment to the 5th and 6th ecumenical councils, established the Pentarchy.
▶ 712 - Kojiki, the oldest Shinto text, was written.
▶ 716–936 - The migration of Zoroastrian (Parsi) communities from Persia to India began, caused by Muslim conquest of their lands and the ensuing persecution.
▶ 754 - The latrocinium Council of Hieria supported iconoclasm.
▶ 787 - The seventh ecumenical council (the Second Council of Nicaea) restored the veneration of icons and denounced iconoclasm.
▶ 788–820 - The life of Hindu philosopher Adi Shankara, who consolidated the doctrine of Advaita Vedānta.
▶ c.850 - The oldest extant manuscripts of the vocalized Masoretic text, upon which modern editions are based, date to 9th century CE.
2021, 1 მარტი, 22:07
▶ c.1052–c.1135 - The life of Milarepa, one of most famous yogis and poets of Tibetan Buddhism.
▶ 1054 - The Great Schism between the Roman Catholic and Eastern Orthodox churches was formalised.
▶ 1095–1099 - The First Crusade led to the capture of Jerusalem.
▶ 1107–1110 - Sigurd I of Norway led the Norwegian Crusade against Muslims in Spain, the Balearic Islands and in Palestine.
▶ 1147–1149 - The Second Crusade was waged in response to the fall of the County of Edessa.
▶ 1189–1192 - In the Third Crusade European leaders attempted to reconquer the Holy Land from Saladin.
▶ 1202–1204 - The Fourth Crusade, originally intended to recapture Jerusalem, instead led to the sack of Constantinople, capital of the Byzantine Empire.
▶ 1206 - The Delhi Sultanate was established.
▶ 1209–1229 - The Albigensian Crusade was conducted to eliminate Catharism in Occitania, Europe.
▶ 1217–1221 - With the Fifth Crusade, Christian leaders again attempted (but failed) to recapture Jerusalem.
▶ 1222–1282 - The life of Nichiren Daishonin, the Buddha of the Latter Day of the Law and founder of Nichiren Buddhism.. Based at the Nichiren Shoshu Head Temple Taisekiji (Japan), this branch of Buddhism teaches the importance of chanting the mantra Nam Myōhō Renge Kyō.
▶ 1228–1229 - The Sixth Crusade won control of large areas of the Holy Land for Christian rulers, more through diplomacy than through fighting.
▶ 1229 - The Codex Gigas was completed by Herman the Recluse in the Benedictine monastery of Podlažice near Chrudim.
▶ 1244 - Jerusalem was sacked again, instigating the Seventh Crusade.
▶ 1270 - The Eighth Crusade was launched by Louis IX of France but largely petered out when Louis died shortly after reaching Tunis.
▶ 1271–1272 - The Ninth Crusade failed.
2021, 1 მარტი, 22:07
▶ 1320 - Pope John XXII laid the groundwork for future witch-hunts with the formalisation of the persecution of witchcraft.
▶ 1378–1417 - The Roman Catholic Church split during the Western Schism.
▶ 1415 - The death of Jan Hus who is considered as the first reformer of the Western Christianity. This event is often considered as the beginning of the Reformation.
▶ 1469–1539 - The life of Guru Nanak, founder of Sikhism.
▶ 1484 - Pope Innocent VIII marked the beginning of the classical European witch-hunts with his papal bull Summis desiderantes.
▶ 1486–1534 - Chaitanya Mahaprabhu popularised the chanting of the Hare Krishna and composed the Siksastakam (eight devotional prayers) in Sanskrit. His followers, Gaudiya Vaishnavas, revere him as a spiritual reformer, a Hindu revivalist and an avatar of Krishna.
▶ 1500 - In the Spanish Empire, Catholicism was spread and encouraged through such institutions as the missions and the Inquisition.
▶ 1517 - Martin Luther posted The Ninety-Five Theses on the door of All Saints' Church, Wittenberg, launching the Protestant Reformation.
▶ 1526 - African religious systems were introduced to the Americas, with the commencement of the trans-Atlantic slave trade.
▶ 1534 - Henry VIII separated the English Church from Rome and made himself Supreme Head of the Church of England.
▶ 1562 - The Massacre of Vassy sparked the first of a series of French Wars of Religion.
▶ 1699 - Guru Gobind Singh Ji created the Khalsa in Sikhism.
▶ 1708 - Guru Gobind Singh Ji, the last Sikh guru, died after instituting the Sikh holy book, the Guru Granth Sahib Ji, as the eternal Guru.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10