x
image
nukrichanturia
საშემოსავლო გადასახადი ყველაზე მაღალი საქართველოშია
image საქართველოში საშემოსავლო გადასახადი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მაგალითად, თუ ჩვენთან საშემოსავლო გადასახადი 20%-ია, რუსეთში ეს მაჩვენებელი 13%-ს შეადგენს, უკრაინაში - 15%, თანაც, თითქმის ყველგან აღნიშნული გადასახადი დიფერენცირებულია და შესაბამისად, გადასახადის პროცენტული მაჩვენებელი იმის მიხედვით დგინდება, თუ თვეში ხელფასის სახით ვინ რამდენ შემოსავალს იღებს. 12%-იანი საშემოსავლო გადასახადია დაწესებული ბელარუსში. პროგრესული საშემოსავლო გადასახადია აზერბაიჯანში, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხოლოდ 14%-იან გადასახადს იხდის.

აქამდე ცნობილი იყო, რომ 2003 წლიდან საშემოსავლო გადასახადის შემცირება უნდა დაწყებულიყო. თუმცა ირკვევა, რომ ეს აღარ მოხდება და მოსახლეობა ისევ 20%-ს გადაიხდის.

ცნობისთვის: საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 15%-მდე შემცირებას 2011 წლიდან ამოქმედებული საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებდა.

ხელისუფლებას საშემოსავლო გადასახადი არ ეთმობა და მის დაწევას არ აპირებს, მით უფრო, არ აპირებს პროგრესული გადასახადის სისტემის შემოღებას.




4
637
5-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
637
  
2012, 17 სექტემბერი, 11:27
საშემოსავლო გადასახადი რო დიდია საქართველოში მაგაზე ორი აზრი არ არის.. ადამიანს რო 200 ლარი აქვს ხელფასი და 20% ექვითება ეგ ნამდვილად ზედმეტია.. ვისაც მაღალი ხელფასი აქვს იმას თუ დაექვთება კიდე არაუშავს, ამიტომ რაღაც განსხვავება მაინც უნდა არსებობდეს.
2012, 28 აგვისტო, 23:16
საერთოდ არსებობს ორნაირი გადასახადი საერთოსახ-ფოებრივი და ადგილობრივი სახის. ესენი კიდე ქვეჯგუფებად იყოფიან , საშემოსავლოს გარდა პირველ ჯგუფში შედის მოგების (15%), დღგ (18&) აქციზისა და იმპორტის ,ხოლო მეორე ჯგუფში შედის ქონების გადასახადი ,რომლის შემოღება ადგილობრივი თვითმმარტველობის ორგანოს კომპეტენციაა :)
2012, 24 აგვისტო, 15:14
ისა და სხვა გადასახადები რამდენია არ დაინტერესებულხარ იქ? მაგალითად სოციალური ან საპენსიო ან სადაზღვეო რავიცი
2012, 23 აგვისტო, 16:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4