
საქართველოში საშემოსავლო გადასახადი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მაგალითად, თუ ჩვენთან საშემოსავლო გადასახადი 20%-ია, რუსეთში ეს მაჩვენებელი 13%-ს შეადგენს, უკრაინაში - 15%, თანაც, თითქმის ყველგან აღნიშნული გადასახადი დიფერენცირებულია და შესაბამისად, გადასახადის პროცენტული მაჩვენებელი იმის მიხედვით დგინდება, თუ თვეში ხელფასის სახით ვინ რამდენ შემოსავალს იღებს. 12%-იანი საშემოსავლო გადასახადია დაწესებული ბელარუსში. პროგრესული საშემოსავლო გადასახადია აზერბაიჯანში, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხოლოდ 14%-იან გადასახადს იხდის.
აქამდე ცნობილი იყო, რომ 2003 წლიდან საშემოსავლო გადასახადის შემცირება უნდა დაწყებულიყო. თუმცა ირკვევა, რომ ეს აღარ მოხდება და მოსახლეობა ისევ 20%-ს გადაიხდის.
ცნობისთვის: საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 15%-მდე შემცირებას 2011 წლიდან ამოქმედებული საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებდა.
ხელისუფლებას საშემოსავლო გადასახადი არ ეთმობა და მის დაწევას არ აპირებს, მით უფრო, არ აპირებს პროგრესული გადასახადის სისტემის შემოღებას.