
დაიბადა
1997 წლის
10 აგვისტოს აშშ-ში,
ლოს-ანჯელესში. მისი მშობლების მეორე საერთო შვილია. მისი და მოდელი კენდალ ჯენერია. გარდა ამისა ჰყავს ნახევარდები: კიმი, კლო, კორტნი კარდაშიანები და ძმა რობი.
2007 წელს მან პირველად მიიღო მონაწილეობა შოუში „კარდაშიანების ოჯახი“.
სამოდელო კარიერა დაიწყო
2011 წელს „Crush Your Style“-ის სარეკლამო კამპანიაში. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო „Abbey Dawn“-ის,
2012 წელს კი „PacSun“-ის ტანსაცმლების ჩვენებაში. არის კოსმეტიკის კომპანია „ Kylie Cosmetics“-ის დამაარსებელი და მფლობელი. აგრეთვე ერთ-ერთი ყველაზე მეტი გამომწერის მქონე ადამიანი
Instagram-ზე.

