ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს და მათ შორის აქტუალურია - ნამდვილად დაიწყება თუ არა სწავლა 15 სექტემბერს და ხომ არ არსებობს საფრთხე, სასწავლო პროცესი კვლავ გადაიდოს?
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, არდადეგების გახანგრძლივების ან სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობა არ არსებობს:
„იმ მოცემულობით, რომელიც დღეს გვაქვს, არ ვხედავ აუცილებლობას სასწავლო პროცესი სექტემბერში არ დაიწყოს“, - განცხადება გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
ამავე სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრმაც გამორიცხა, რომ სასწავლო წლის დაწყებამ შესაძლოა გადაიწიოს.
ასე, რომ სწავლის დაწყების თარიღი ჯერ კიდევ დასადგენია და ეპიდსიტუაციის მიხედვით გადაწყდება.