საზოგადოება 100 ფაქტი ბიონსეს შესახებ 2020, 26 ივლისი, 14:40 1. ბიონსეს სრული სახელია - ბიონსე ჟიზელ ნოულზი. ჟიზელი დედამისის, თინას საყვარელი სახელია. ბიონსემ მისი სახელი თავიდანვე დააპატენტა. 2. ბიონსეს სიმაღლეა 1.76 სმ. 3. დაბადებულია 1981 წლის 4 სექტემბერს და 4 მისი საყვარელი რიცხვი გახლავთ. ჯეი ზი და თინა ნოულზიც 4 რიცხვში არიან დაბადებულნი. ბიონსეს და ჯეი ზის ქორწინების თარიღი - 2008 წლის 4 აპრილი. 4. ბიონსე არის კვარტერონი ანუ მულატზე ღია. 5. ჰყავს და სოლანჟ ნოულზი, რომელიც უკვე წარმატებული მომღერალია და ნახევარ ძმა ნიქსონ ნოულზი. 6. ბიონსეს და მისი დის სოლანჟის საყვარელი ფერი პატარაობიდან არის ყვითელი. 7. ბიონსეს უყვარს კატები და ჰყავდა კიდეც კატა Master P, რომელიც 2007 წელს გარდაიცვალა. 8. ბიონსე სცენაზე სულ სხვაა სახლში კი რადიკალურად განსხვავებულია. სცენაზე მასში Sasha Fierce იღვიძებს, რომელიც ბიონსეს თქმით კლიპ Crazy In Love-ს გადაღების დროს დაიბადა მასში. 9. ბიონსეს საყვარელი სპორტის სახეობაა კალათბურთი და ცურვა. ჯეი ზი კალათბურთელი გახლდათ ხოლო ბიონსემ ზაფხულში აკვალანგისტის როლი მოირგო და ზღვის ფსკერზე გაისეირნა კიდეც. 10. ბიონსე პროფესიით გახლავთ: მომღერალი, მოცეკვავე, მსახიობი, მოდელი, პროდიუსერი, სიმღერების ავტორი, დიზაინერი, ბიზნესვუმენი და ქორეოგრაფი. 11. ბიონსე ამბობს, რომ პირველი სოლო ჯილდო (გრემი საუკეთესო Pop/Soul/R&B ალბომზე) მისთვის განსაკუთრებით სასიხარულო გახლდათ. 12. ალბომ B'day-ს გამოსვლის შემდეგ უკვე შემდგარმა პოპ-დედოფალმა გადაწყვიტა, რომ მის გულშემატკივრების ერთობლიობას ბიჰაივი უწოდოს. 13. მისი საყვარელი ქალი მომღერლებია: თინა თერნერი, უითნი ჰიუსთონი. თინა აღფრთოვანებულია ბიონსეთი და მას ძალიან სიამოვნებს, როცა ბიონსე ასრულებს სიმღერას Proud Mary. ბიონსემ კარიერის აწყობა ჯგუფიდან "ბედისწერის ბავშვი" დაიწყო. უითნი კი Destiny's Child-ის ეპოქიდან აცხადებდა, რომ ძალიან მოსწონდა ბიონსე. 14. მისი საყვარელი კაცი შემსრულებლებია: მაიქლ ჯექსონი და სთივი უანდერი. მაიქლი მისი ახლო მეგობარი გახლდათ და სთივი კი მისთვის ფენომენალური პიროვნებაა. 15. ბიონსეს საყვარელი კოსმეტიკური ფირმაა "Mascara" თუმცა იგი აცხადებს, რომ ქიმიურ საშუალებებს იშვიათად მიმართავს. 16. მისი საყვარელი ხელოვანია ბობ მარლი, რეგის მეფე. 17. ბავშვობაში ბიონსეს ხშირად უწევდა სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ ბიონსე შესანიშნავად მღეროდა და ცეკვავდა. 18. ბიონსეს სუსტი წერტილია ქუდი და სათვალეები, იგი განმარტავს, რომ მათ გარეშე ვერ ძლებს, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში. 19. ბიონსეს პირველი ტური შედგა 2004 წელს. 20. მას ხშირად ეძახიან: დედოფალ ბის, მეფე ბის, ბის, ჰანი ბის, დივას... ეს ყველა წოდება მას მართლაც დამსახურებულად აქვს. 21. ბიონსე წარმოშობით ტეხასიდან არის და ის ახლაც ხშირად სტუმრობს მშორბლიურ ადგილს. 22. ის არის ქალბატონი, რომელიც ყველაზე მეტჯერ არის ნომინირებული გრემიზე და 17 გრემის მფლობელია. ის ღირსეულად მომღერლისათვის ითვლება ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს ლაურეატად! 23. ბიონსე კათოლიკე გახლავთ. ის ამბობს, რომ ღმერთთან ურთერთობას ძალიან პირადულად მიიჩნევს. 24. ბიონსე ზოდიაქოთ ქალწული გახლავთ. 25. ბიონსეს უყვარს სერიალების ყურება. მისი საყვარელი სერიალია „Sex in the city“ 26. ბიონსეს საყვარელი მამაკაცი მსახიობია ტომ ჰანკსი. 27. ბიონსეს საყვარელი მსახიობი ქალბატონებია ბარბრა სტრეიზანდი და დაიანა როსი. 28. მას ძალიან მოსწონს ბეთი ფეიჯის სტილი, მიმიკები და ვარცხნილობა. ეს სტილი მას ბევრ კლიპში აქვს გამოყენებული ("Telephone", "Video Phone", "Why Don't You Love Me?";) 29. მას უკვე არაერთხელ უთანამშრომლია ლეიდი გაგასთან. როცა სტეფანი ჯერმანოტა გამოჩნდა მან დაურეკა მას და უთხრა, რომ აღფრთოვანებული იყო მისით. 30. მისი საყვარელი ტელე შოუა "Blind Date" 31. ის ამბობს, რომ სოლანჟ ნოულზის უდიდესი გულშემატკივარია, რადგან იცის მისი შესაძლებლობები. 32. ბიონსეს აქვს ასეთი ჩვევა : როცა მეზობელი ან მეგობარი იყიდის მის ნებისმიერ CD-ს ის მაშინვე შედის მაღაზიაში და ზუსსტად იგივე CD 8 ცალს ყიდულობს. 33. ბიონსემ კარიერა დაიწყო ჯგუფ "Destiny's Child"ში. ჯგუფი შედგებოდა 3 წევრისააგან. ესეინი იყვნენ: ნათესავები - ბიონსე და კელი როულანდი და მათი მეგობარი - მიშელ უილიამსი. შემდგომში ჯგუფი ბიონსეს წასვლის გამო დაიშალა. მან სოლო კარიერა დაიწყო და ლეგენდის წოდება მოიპოვა. 34. მან პირველი პრიზი მაშინ აიღო, როდესაც ის 8 წლის იყო და ერთ-ერთ შეჯიბრებაზე ჯონ ლენონის ცნობილი სიმღერა "imagine" შეასრულა. 35. ბიონსეს ალბომი "4" გამოვიდა 2011 წელს. მას ალბომისთვის ეს სახელი გულშემატკივრებმა შესთავაზეს. 36. მას გამოშვებული აქვს ერთი EP, რომელსაც Speak My Mind ჰქვია. 37. ჯგუფს "Destiny's Child" თავდაპირველად ერქვა "Latavia" შემდეგ "Girl's Time" ჯგუფიდან რამდენიმე წევრის წასვლამ განაპირობა სახელის შეცვლა. 38. მას ჰყავს დისშვილის დენიელ ჯულზ სმითი, რომელიც მას დეიდა ბის ეძახის. 39. ბიონსე აპოპატოფობი გახლავთ. ( ადამიანი, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი ტუალეტების შიში) 40. ჯგუფ "Destiny's Child"იდან რამდენიმე წევრის წასვლის გამო ბიონსე დიდ დეპრესიაში ჩავარდა. მას მუდმივად დედამისი ტინა ნოულზი და დაქალები და ასევე ჯგუფის წევრები - კელი და მიშელი ამხნევებდნენ. 41. მისი ახლო მეგობრებია: ქელი როულენდი, მიშელ უილიამსი, ოფრა უინფრი დ გვინეთ პალთროუ. 42. მას 2012 წლის 7 იანვარს შეეძინა ქალიშვილი, რომელსაც ბლუ აივი დაარქვეს, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც ლურჯი სურო. 43. ბიონსე 2010 წელს პირველად იყო ორსულად, მაგრამ მას მუცელი მოეშალა, რაზეც ბიონსე ამბობს, რომ ყველაზე დიდი ტრაგედია იყო მის ცხოვრებაში. 44. ბიონსეს სურს, რომ ხალხმა უსმინოს იმას, რასაც თავად ქმნის და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. 45. მას ძალიან უყვარს ხატვა და ეს ორსულობის დროს მიხვდა. 46. მისი საყვარელი ფერთა გამაა თეთრი, შავი და წითელი. 47. ერთერთი საყვარელი ქალთა პარფიუმერიის ბრენდი არის „ლორეიალი“. 48. ბიონსემ მისი ოჯახის წევრ ქალებთან ერთად დაარსა ტანსაცმლის ხაზი - House of Deréon. 49. ბიონსეს და სოლანჟი აცხადებს, რომ პოპ ვარსკვლავის კარიერის დაწყების ბიძგი მას ბიონსემ მისცა. 50. ბიონსე ამბობს, რომ მის გარეგნობაში განსაკუთრებით მოსწონს თეძოები. 51. ბიონსეს არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ ააქვს გაკეთებული. 52. მისი საყვარელი ადგილია მაიამი, ფლორიდა და ხშირად სტუმრობს ამ შტატს. 53. ბიონსეს უყვარს საჩუქრების გაკეთება. მაგალითად სოლანჟს მან 25 წლის იუბილეზე 25 წყვილი ფეხსაცმელი აჩუქა. 54. ბიონსეს საყვარელი ფილმებია "Shaft"; "Sparkle"; 55. ოჯახში და ახლო სანათესაოში მას ეძახიან: Bee, BeeBee, JuJu-ს. 56. მისი ერთერთი ჰობია ცურვა. 57. ბიონსეს უყვარს დაქალებთან ერთად ჩამოჯდომა და ყავის დალევა. ის ამბობს, რომ მათთან ჭორაობა სხვადასხვა ქალურ თემებზე ძალიან უყვარს. 58. ბიონსეს საყვარელი სიმღერაა ‘Song For You’ დენი ჰეითვეის შემოქმედებიდან. 59. გარდა ჯეი ზისა მისი საყვარელი რეპერია ქენი უესთი, რომელიც მისი ახლო მეგობარია. 60. ის ისეთი სელებრითების კუმირია, როგორებიც არიან: ადელი, მიშელ ობამა, მარაქ ობამა, რიანა, ქრის ბრაუნი, ლეიდი გაგა, აზილია ბენქსი, ჯასთინ ბიბერი და მრავალი სხვა. 61. სტივი უანდერი ბიონსეს შესახებ ამბობს: „ამ გოგონამ შექმნა ისტორია... ისტორია მუსიკისა!“ 62. ბიონსემ აღიარა, რომ იგი ჩავარდა დიდ დეპრესიაში, როდესაც ჯგუფი "Destiny;s Child" დაიშალა. 63. ბიონსეს მისი შემოქმედებიდან გამორჩეულად უყვარს სიმღერა „1+1“. 64. მას ერთ დროს რომანი ჰქონდა ჯასთინ თიმბერლეიქთან და ლეონარდო დიქაფრიოსთანაც. 65. საყვარელი მანქანა - Antique Convertible Jaguar. 66. ბიონსე ამბობს, რომ მისი კარიერის აწყობისათვის ბევრი კომპლექსის დაძლევა მოუწია. 67. ის ამბობს, რომ არ ღიზიანდება ჭორებით, ინტერვიუებით, ავტოგრაფის გაცემით და დიდი სიამოვნებით იღებს ფოტოსესიებში მონაწილეობას, რადგან ის სხვა სასიამოვნო სამყაროში ინაცვლებს. 68. ალბომ 4-ს შექმნაში მას ძალიან დაეხმარა მისი მეუღლე, რეპერი ჯეი ზი. 69. ბიონსეს ბიონსე დაარქვა თინა ნოულზმა, დედამისმა. თავიდან ოჯახს არ მოსწონს ეს სახელი, თუმცა შემდგომში ბიონსეს გაზრდის შემდეგ ყველა მიხვდა, ეს სახელი მისთვისაა შექმნილი. 70. ბიონსეს სახელი ქართულად ითარგმნება, როგორც "მიღმიერი". 71. ბიონსეს პარამეტრებია 86-68-96. 73. მას ძალიან უყვარს ტკბილეული განსაკუთრებით კი შოკოლადი. 74. ბიონსეს უყვარს საკვები, რომელშიც გამოყენებულია კეტჩუპი. 75. ის აღფრთოვანებულია ფრანგული სამზარეულოთი. 76. ბიონსე ჭამს დღეში 5-6-კერ პატარ-პატარა პორციებით. 78. ბიონსე არის 57 კილოგრამი. 79. ბიონსე ლიმონათის დიეტას იცავს წელიწადში ორჯერ. 10 დღის განმავლობაში ის 9-10 კილოგრამს იკლებს. 80. ის უპირატესობას კარდიოვარჯიშებს ანიჭებს, აგრეთვე ცურვას და ცეკვას. მას არ უყვარს ერთი და იგივე სპორტით დიდი ხანი დაკავება, ამიტომ ის ხშირად იცვლის ვარჯიშებს. 81. ბიონსე ფემინისტია და ყოველთვის იცავს ქალთა უფლებებს. 82. ალბომ 4-ს შექმნაში მას ძალიან დაეხმარა მისი მეუღლე, რეპერი ჯეი ზი. 83. ბიონსეს ალბომმა 4 მოიპოვა #1 ადგილი ბილბორდის ცხელ 100-ეულში 5 კვირის განმავლობაში. 84. ბიონსე დასახელებულია, როგორც ათასწლეულის მომღერალი ეს Billboard-მა ერთბაშად აღიარა! 85. მას აქვს გრანდიოზული 4 ოქტავის ხმა. 86. ბიონსეს პირადმა დაცვამ ერთხელ ბიონსეს ფეხი მოტეხა, იგი ცდილობდა ბიონსეს დაცვას პაპარაცებისგან და ფეხი დაადგა მას ამ ფაქტის შემდეგ ის დაშინებული არჩევს პირად მცველებს. 87. ბიონსეს შვილი უკვე გახლავთ ხორვატიის მოქალაქეც და მისი მშობლები ხშირად ჩადიან ამ სახელმწიფოში. 88. ჯგუფ "Destiny's Child"ის სიმღერა "Girl" არის ბიონსეს და მიშელის დაწერილი. 89. ბიონსე უმეტესად თავისით წერს სიმღერებს მისი ალბომებისათვის. 90. ბლუ აივის ნათლია და ბიონსეს უახლოესი მეგობარი, მრჩეველი ოფრა უინფრია. 91. ის ყოველი ჯილდოს მიღების შემდეგ მადლობას უხდის ოჯახის წევრებს: დედას, მამას, დას, ქელის, მიშელს, პატარა ჯულზს და უპირველესყოვლისა ჯეი ზის. 92. ბიონსეს არ უყვარს ერთფეროვნება და ხშირად იცვლის სტილს. ის თვლის, რომ ქალი საოცარი არსებაა და მის გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. 93. ბიონსემ დაიკლო 2 კვირაში 20 ფუნტი ფილმ "Dreamgirls"ის როლისათვის. 94. მას რამდენიმე როლი აქვს მორგებული და მაღალი დონის მსახიობია. მის ფილმებს აქვს აღებული ოსკარიც და არაერთი ოქროს გლობუსიც. 95. ბიონსე ამბობს, რომ ის ღირსია იყოს ისეთ პოზიციაში, როგორშიც ახლაა, რადგან მან ძალიან ბევრი იშრომა. 96. ბიონსე ამბობს, რომ მისი სოლო კარიერა არის დიანა როსის და ტინა ტერნერის დამსახურება. სწოედ მათ შთააგონეს დღევანდელ ცოცხალ ლეგენდას სოლო კარიერა. 97. ბიონსე ამბობს, რომ როცა სააბაზანოდან გამოდის და გრძნობს მის კანს და არანაირი პარფიუმერული საშუალება არ აქვს გამოყენებული მაშინ თავს ყველაზე ლამაზად გრძნობს. 98. ბიონსეს თმის ბუნებრივი ფერია მუქი წაბლისფერი. მისი თმები ხვეულია. 99. ბიონსე შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე ნიჭიერი ქალი შემსრულებელი ტურით "I am...World Tour" 100. ბიონსე ამბობს, რომ ღამეებსაც კი გაათენებს ოღონდ მის გულშემატკივრებს ის შესთავაზოს, რაც მათ გაუხარდებათ. ის, როცა ორსული იყო მაინც აგრძელებდა ვიდეო კლიპების გადაღებას, მაგალითად კლიპში Сountdown / ათვლა ის 8 თვის ორსულია ამიტომ ბიჰაივის შემადგენლობა ყოველთვის დიდი იმედის თვალით შეჰყურებს დედოფალ ბის. 146 2-ს მოსწონს
|