ფრანგული მაკიაჟის 5 წესი - რატომ არ უნდა გამოიყენოთ ჩრდილები, ჰაილაითერები და ტონალური საშუალებები
1 წაისვით პომადა თითებით
პარიზელი ქალებისთვის უცხოა ფუნჯების კოლექციის შეგროვება: კლასიკურ, მკვეთრ წითელ პომადასაც კი ისინი თითებით ისვამენ. „ასე ძალიან სექსუალურ, ოდნავ პუდრაშეხებულ ეფექტს ვიღებთ“ - განმარტავს ჟანა.
2 წარბებისთვის მხოლოდ გამჭვირვალე გელი გამოიყენეთ
![ფრანგული მაკიაჟის 5 წესი - რატომ არ
უნდა გამოიყენოთ ჩრდილები,
ჰაილაითერები და ტონალური
საშუალებები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202007/2020072311305690835.jpg)
მოხატვის გარეშე წარბები ერთმანეთის იდენტური არ იქნება: თქვენ ხომ ცოცხალი ადამიანი ხართ და არა დახატულ სახიანი მანეკენი. ჟანას აზრით, ერთადერთი საშუალება, რის წასმაც წარბებზე ნამდვილად ღირს - გამჭვირვალე გელია. „მომწონს წარბები და წამწამები როგორც გამოიყურება კოსმეტიკის გარეშე, ამიტომ მე წამწამებს მხოლოდ ვიხვევ, წარბებს კი ვივარცხნი და გელით ვაფიქსირებ“ - გამოტყდა ის.
![ფრანგული მაკიაჟის 5 წესი - რატომ არ
უნდა გამოიყენოთ ჩრდილები,
ჰაილაითერები და ტონალური
საშუალებები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202007/2020072311321090835.jpg)
3 დაივიწყეთ ტონალური საშუალებები
„მე ვცდილობ შევქმნა სრულყოფილი „მაკიაჟი მაკიაჟის გარეშე“, რადგან მომწონს როცა ვხედავ კანს ხალებით, ჭორფლით, მიმიკური ნაოჭებით. ვფიქრობ ეს განსაკუთრებულობები გარეგნობას უნიკალურს ხდის, სახეს მომხიბვლელობას ჰმატებს“ - განმარტავს ჟანა. ფრანგებისთვის საყვარელი ტრენდული მაკიაჟი ჯანსაღი ბზინვარებაა. მაგრამ ამას არა ჰაილაითერების საშუალებით, არამედ კანის სწორად მოვლით მიიღებენ.
4 ნუ გადააჭარბებთ რუმიანას
„ალბათ, ყველაზე სასარგებლო ხრიკი, რაც გავითავისე ის არის, რომ რუმიანას ლოყებზე ოდნავ მაღლა ვისვამ. ასე ლიფტინგის მსუბუქ ეფექტს ვიღებ, ყვრიმალები კი ოდნავ უფრო მახვილი გამოდის“ - გვიზიარებს დამასი.
5 უარი თქვით ჩრდილებზე
„კოსმეტიკით ნაკლებად გადატვირთული, ხალასი გამოხედვა რომ მივიღო, ქუთუთოებზე ვისვამ ჰაილაითერს ჩრდილებთან ერთად ან ერთ წვეთ მკვებავ, ცხიმიან კრემსაც“ - ამბობს ჟანა.