x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წელიწადი გავიდა-საინტერესო ფაქტები
image


1939 წლის 1 სექტემბერს დილის 4 საათსა და 45 წუთზე ვერმახტის არმია თავს დაესხა პოლონეთს, სწორედ ეს თარიღი ითვლება მეორე მსოფლიო ომის დასასწყისად.გაგრძელდა 1945 წლის 2 სექტემბრამდე, რომელიც გახდა უდიდესი შეიარაღებული კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში. მასში მონაწილეობდა 62 ქვეყანა, (იმ დროს არსებული 73 ქვეყნიდან) ანუ ეს იყო ჩვენი პლანეტის ქვეყნების 80%.


•მეორე მსოფლიო ომი ერთადერთი სამხედრო კონფლიქტია კაცობრიობის ისტორიაში, რომელშიც ბირთვული იარაღი იქნა გამოყენებული.


•მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო ოპერაციები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ჯამში, მთლიანად შეიარაღებულ კონფლიქტში, დაახლოებით 110 მილიონი ადამიანი იყო ჩართული.




•მთლიანად მსოფლიოში ომს შეეწირა 65 მილიონი ადამიანი, რომელთაგან 26 მილიონი სსრკ-ს მოქალაქე იყო.


• მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა ყველაზე დიდი ზარალი საბჭოთა ფრონტზე ნახეს- დანაკარგის 70-80%. ხოლო მთლიანად ომის დროს დაიღუპა დაახლოებით 7 მილიონი გერმანელი მოქალაქე.


•ომის შემდეგ, ადოლფ ჰიტლერის ყოფილმა მრჩეველმა, იოახიმ ფონ რიბენტროპმა გერმანიის დამარცხების 3 ძირითადი მიზეზი დაასახელა: მოულოდნელი საბჭოთა წინააღმდეგობა; იარაღისა და აღჭურვილობის გლობალური მიწოდება შეერთებული შტატებიდან და დასავლელი მოკავშირეების წარმატებები საჰაერო ბრძოლებში.



• ომის შედეგად, ზოგიერთმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვება შეძლო.ესენია: ეთიოპია, ისლანდია, სირია, ლიბანი, ვიეტნამი და ინდონეზია.


• ლენინგრადის ბლოკადის დროს, სხვადასხვა წყაროების თანახმად, 600 ათასიდან 1, 5 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. ამათგან მხოლოდ 3% დაიღუპა დაბომბვისა და საარტილერიო ჭურვებისგან; დანარჩენი 97% შიმშილით დაიღუპა.


•ებრაელების და ბოშების გარდა, იდევნებოდნენ იეჰოვას მოწმეებიც, რომლებსაც გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში ხოცავდნენ.


• ჰიტლერზე განხორციელდა 20 თავდასხმა, რომელთაგან პირველი მოხდა 1930 წელს, ხოლო უკანასკნელი 1944 წელს.


• ყველაზე ხანგრძლივი საჰაერო ბრძოლები დიდ ბრიტანეთში გაიმართა, რომელიც გაგრძელდა 1940 წლის ივლისიდან 1941 წლის მაისამდე.


• სტალინგრადის ბრძოლა კაცობრიობის ისტორიაში ერთ -ერთი ყველაზე სისხლიანი გამოდგა, ბრძოლები გაგრძელდა 1942 წლის 17 ივლისიდან 1943 წლის 2 თებერვლამდე, დაიღუპა 470 ათასზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი და დაახლოებით 300 ათასი გერმანელი.


• 2, 800 -მა იაპონელმა კამიკაძე-მფრინავებმა ჩაიძირეს 34 ამერიკული ხომალდი, დააზიანეს 368, მოკლეს 4.900 მეზღვაური და დაჭრეს 4, 800 ადამიანი.


• 1940-1945 წლების განმავლობაში აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა 1, 9 მილიარდი დოლარიდან 59, 8 მილიარდ დოლარამდე.


• მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანულმა წყალქვეშა ნავებმა 2 000 მოკავშირეთა გემი ჩაიძირა, თავად კი 781 წყალქვეშა ნავი დაკარგა.



• მსოფლიოში ყველაზე მძლავრი საარტილერიო დანადგარი, რაც რაიმე არსებულა ოდესემ გერმანელებმა გამოიყენეს მეორე მსოფლიო ომში. მას "კარლი" დაარქვეს, ვერმახტის გენერლის და კონსტრუქტორის, კარლ ბეკერის სახელი. დანადგარი ძირითადად გამოიყენეს სსრკ-ს წინააღმდეგ, უზარმაზარ ქვემეხს შეეძლო 2.5 ტონა ჭურვის სროლა 5 კილომეტრზე. ჭურვის სიგანე 24 სმ. იყო და შეეძლო 2.5-3 მეტრის სისქის ბეტონის კედლის განგრევა.


•საკონცენტრაციო ბანაკებიდან ბევრი პატიმარი განთავისუფლების შემდეგ გარდაიცვალა. მაგალითად: ბერგენ-ბელზენიდან 13, 000 პატიმარი დაიღუპა, ხოლო დახაუს საკონცენტრაციო ბანაკიდან გადარჩენილი 33000 – დან 2, 500 ადამიანი გარდაიცვალა განთავისუფლებიდან ექვსი კვირის განმავლობაში.

imageიხილეთ მსგავს თემებზე

1)მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიამ ჩინეთში ჩამოყარა ბომბები, რომლებიც ბუბონური შავი ჭირის რწყილებით იყო სავსე. ენტომოლოგიური იარაღის გამოყენების შედეგად გავრცელდა ეპიდემია, რომელმაც ნახევარ მილიონამდე ჩინელი შეიწირა. 2)მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი სანიტარული ავტომობილის მძღოლ-მექნიკო...

მათ 1944 წელს ტეხასში (აშშ)გაიცნეს ერთმანეთი.ახალგაზრდა პეგის 22 წლის შთამბეჭდავი გარეგნობის მფრინავი ბილი ჰარისი ერთი ნახვით შეუყვარდა.მალე შეყვარებულები დაქორწინდნენ, მაგრამ მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. მეუღლეებმა 6 კვირა მოასწრეს ერთად ყოფნა, სანამ ბილი ფრონტზე არ

ეს ფოტო, რომელიც 1945 წლის აგვისტოშია გადაღებული, დღესაც კამათის და გარჩევის საგანია, რა ხდება ამ ფოტოზე სინამდვილეში. მაშ ასე, ბერლინი. 1945 წლის აგვისტო. ქალი, ველოსიპედი და ჯარისკაცი ოდესღაც პომპეზური ნანგრევების ფონზე. ფოტოს ცენტრალური სიუჟეტია ველოსიპედი, რომელიც ცალი მხრიდან ქალს უჭირავს, ხოლო მეორე მხრიდან ჯარისკაცი ექაჩება, ...

აშშ-ში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა მეზღვაური ჯორჯ მენდოსა, საკულტო ფოტოს გმირი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების გამოცხადების შემდეგ ექთნის ფორმაში გამოწყობილ ქალს კოცნის.საზოგადოება ამ ფოტოს იცნობს სახელით "კოცნა თაიმს-სკვერზე". მენდოსას ქალიშვილის განცხადებით, "მამა გარდაიცვალა ქალაქ მიდტაუნის საავადმყოფოში, სადაც ის ბოლო 70 წლის გა...

დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავი.დღე, როდესაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის გაერთიანების მეოხებით დედამიწას მოაშორეს ისეთი ჭირი, როგორიც ფაშიზმია.ომი, რომელსაც 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.მაინც როგორია დღევანდელი გადმოსახედიდან თანამედროვე საზოგადოებისთვის მეორე მსოფლიო ომი და რა იციან მის შესახებ? ამ დღეებში ისეთი მსხვილი დ...

0
366
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0