ისტორია გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის საკულტო ფოტოს გმირი 2019, 19 თებერვალი, 10:21 აშშ-ში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა მეზღვაური ჯორჯ მენდოსა, საკულტო ფოტოს გმირი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების გამოცხადების შემდეგ ექთნის ფორმაში გამოწყობილ ქალს კოცნის.საზოგადოება ამ ფოტოს იცნობს სახელით "კოცნა თაიმს-სკვერზე".
მენდოსას ქალიშვილის განცხადებით, "მამა გარდაიცვალა ქალაქ მიდტაუნის საავადმყოფოში, სადაც ის ბოლო 70 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად." ცნობილი ფოტო "V-J Day in Times Square" 1945 წლის 14 აგვისტოს არის გადაღებული ნიუ-იორკში, ტაიმზ სკვერზე, როდესაც აშშ იაპონიაზე გამარჯვებას აღნიშნავდა.ფოტო ეკუთვნის ჟურნალ LIFE-ის ფოტორეპორტიორს ალფრედ ეიზენშტედტს, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო გახდა. ფოტოს მეორე გმირი გრეტა ფრიდმანი 2016 წელს გარდაიცვალა 92 წლის ასაკში, სხვათა შორის რამდენიმე ათწლეული დასჭირდათ მკვლევარებს, რომ მათი ვინაობა დაედგინათ. 486 4-ს მოსწონს
|