ისტორია 7 ყველაზე ხანმოკლე ომი კაცობრიობის ისტორიაში 2018, 8 აგვისტო, 11:30 რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წელიწადი გავიდა, რომელიც სულ 5 დღე გაგრძელდა(თუმცა დამოუკიდებლობისთვის თუ ტერიტორიული მთლიანობისთვის რუსეთის წინააღმდეგ "ცხელი" თუ "ცივი"ომი გაცილებით დიდი ხანია მიმდინარეობს), საქართველო-რუსეთის 2008 წლის 5 დღიანი ომის შემდეგ შეიძლება ბევრს დაებადოს კითხვა: მაინც სად და როდის გაიმართა ყველაზე ხანმოკლე ომები კაცობრიობის ისტორიაში?სანამ პასუხს გავცემდეთ, საინტერესო ისაა, რომ ამ რეიტინგში საქართველო ორჯერაა მოხვედრილი. 7) ჩინეთ-ვიეტნამის ომი(1979)-გაგრძელდა 27 დღე, დაიწყო 17 თებერვალს და დასრულდა 16 მარტს. გამარჯვებული ვერ გამოვლინდა(ორივემ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა). ეს იყო სოციალისტური სახელმწიფოების პირველი ოფიციალური ომი ისტორიაში. 6)საქართველო-სომხეთის ომი(1918 წელი)-გაგრძელდა 24 დღე, ომი დაიწყო 5 დეკემბერს სომხეთის ჯარის ბორჩალოს მაზრაში შემოჭრით და დასრულდა 29 დეკემბერს შულავერ-სადახლოს ბრძოლებში სომხეთის დამარცხებით, 31 დეკემბერს შუაღამისას, დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიის დაჟინებული მოთხოვნით და შუამდგომლობით, დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე. 5)სერბეთ -ბულგარეთის ომი(1885-1886)-გაგრძელდა 14 დღე. დაიწყო 14 ნოემბერს და დასრულდა 28 ნოემბერს ბულგარეთის გამარჯვებით. საბოლოო ზავის ხელშეკრულება გაფორმდა 1886 წლის 19 თებერვალს ბუქარესტში. ამ ომში ბულგარეთის გამარჯვების შემდეგ ევროპის სახელმწიფოებმა აღიარეს ბულგარეთის გაერთიანება. 4)ინდოეთ-პაკისტანის მესამე ომი-გაგრძელდა 13 დღე, დაიწყო 1971 წლის 3 დეკემბერს და დასრულდა 16 დეკემბერს ინდოეთის გამარჯვებით. ომის საბაბი იყო აღმოსავლეთ პაკისტანის სამოქალაქო ომში ინდოეთის ჩარევა. ომის შემდეგ აღმოსავლეთმა პაკისტანმა(ბანგლადეში) დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 3)ექვსდღიანი ომი-დაიწყო 1967 წლის 5 ივნისს და დასრულდა 10 ივნისს ისრაელის გამარჯვებით.ომის მთავარი მიზეზი იყო დაძაბულობა არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის. განუწყვეტლივ ხდებოდა ისრაელში მალულად შემოპარვა და ამ ქვეყნის მოქალაქეებზე თავდასხმა, მუდმივი მუქარა არაბული ქვეყნებისა, რომლებსაც სურდათ ისრაელის განადგურება. 2)აგვისტოს ომი-(რუსეთ -საქართველოს ომი-2008)-გაგრძელდა 5 დღე, დაიწყო 7 აგვისტოს და დასრულდა 12 აგვისტოს რუსეთის გამარჯვებით. ევროკავშირის თავმჯდომარის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლო სარკოზის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება.შედეგად, რუსეთმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და დამატებით მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. 1)ინგლის-ზანზიბარის ომი-გაგრძელდა 38 წუთი. ომი დაიწყო 1896 წლის 27 აგვისტოს, მას შემდეგ, როდესაც სულთანი ჰამად იბნ ტუვაინი გარდაიცვალა და ტახტზე მისი ბიძაშვილი ავიდა, რომელიც გერმანელების მხადრაჭერით სარგებლობდა, ინგლისელებს კი ტახტისთის თავიანთი კანდიდატი - ჰამუდა ბინ მუჰამედი ჰყავდათ გამზადებული. ომში 500 ზანზიბარელი დაიღუპა და 1 ინგლისელი დაიჭრა. 268 9-ს მოსწონს
|