x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მითების და პროპაგანდის გარეშე-სიმართლე ზოია კოსმოდემიანსკაიას გარშემო

image

101 წლის წინ 11 სექტემბერს დაიბადა გოგონა, რომლის სახელიც მთელი საბჭოთა კავშირის მოსახლოებამ ზეპირად იცოდა-ზოია კოსმოდემიანსკაია.


"პარტიზანი გოგონა დაიბადა მოსამსახურის ოჯახში. სწავლობდა მოსკოვის 201-ე საშუალო სკოლაში. 1941 წლის ოქტომბერში X კლასის მოსწავლე მოხალისედ შევიდა პარტიზანულ რაზმში. 1941 წლის ნოემბრის ბოლოს გერმანელების მიერ ოკუპირებულ სოფელ პეტრიშჩევოში საბრძოლო დავალების შესრულების დროს შეიპყრეს ფაშისტებმა. მიუხედავად არაადამიანური, მხეცური წამებისა, კოსმოდემიანსკაიამ არ გასცა თანამებრძოლები და არ გაამჟღავნა თავისი ვინაობა. 1941 წლის 29 ნოემბერს გერმანელმა ფაშისტებმა იგი ჩამოახრჩვეს. 1942 წლის 16 თებერვალს კოსმოდემიანსკაიას მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ."-აი დაახლოებით ასე ეწერა და ასე ასწავლიდნენ მთელი უკიდეგანო იმპერიის ისტორიის სახელმძღვანელოებში.

image


უკვე ომის დროს, ზოია გახდა ერთ-ერთი მთავარი "ოფიციალური" გმირი, რომელიც განასახიერებდა მტრის წინაშე საბჭოთა ადამიანის მედგარ წინააღმდეგობას. გახურებული ომის დროს საბჭოთა პროპაგანდას სჭირდებოდა მსგავსი გმირები. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ 90-იან წლებში, როდესაც სსრკ დაიშალა, ისტორიკოსებმა და მკვლევარებმა უახლეს ისტორიას გადახედეს და ეს რა თქმა უნდა მეორე მსოფლიო ომსაც შეეხო. ზოგიერთმა პუბლიცისტმა და ისტორიკოსმა ეჭვქვეშ დააყენა ზოიას ღვაწლის ოფიციალური ვერსია.


ვერსია-1 ღალატი


პეტრიშოვოდან კრემლამდე დაახლოებით 80 კილომეტრია, ფაშისტები მოსკოვს უახლოვდებიან.


29 ნოემბრის საბედისწერო დღემდე ზოიამ გაანადგურა მტრის მოტოციკლისტი, რომლის ჩანთაში მზვერავებმა იპოვეს ძვირფასი საშტატო დოკუმენტები, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები. მზვერავთა ჯგუფი პეტრიშჩევოში სპეციალური მისიით გაემგზავრა.


„ამ მიყრუებულ სოფელში, გერმანელებმა განათავსეს რადიოგადამცემის დაზვერგვითი სადგური, რომელიც იჭერდა და ახშობდა ჩვენების რადიოკავშირს.იმ დღეებში საბჭოთა სარდლობა გეგმავდა ძლიერ კონტრშეტევას. საჭირო გახდა მტრის სადგურის, სულ მცირე, მწყობრიდან გამოყვანა, დროებით მაინც. რამდენიმე ჯგუფი გავგზავნეთ, მაგრამ ვერცერთმა მათგანმა ვერ შეასრულა დავალება“, - ამბობს არტურ სპროგისი ომის შემდგომ მოგონებებზე.


ღამის ორ საათზე სადაზვერვო ჯგუფის სამმა წევრმა - კრაინოვმა, კლუბკოვმა და კოსმოდემიანსკაიამ - მიაღწიეს პეტრიშჩევს და ცეცხლი წაუკიდეს სამ სახლს, სადაც გერმანელები ცხოვრობდნენ. ბორის კრაინოვმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ კლუბკოვი გერმანელებმა შეიპყრეს, მან კი კოსმოდემიანსკაია "ჩაუშვა".


საბჭოთა პრესა ამის შესახებ რა თქმა უნდა სდუმდა; არტურ სპროგისმა ეს ასე განმარტა: „პეტრე ლიდოვი თავის ნარკვევში „ტანია“საკმაოდ გაურკვევლად წერდა: „კიდევ ორი ​​წავიდა ზოიასთან ერთად, მაგრამ... მალე ის მარტო დარჩა''.რატომ? იმიტომ, რომ მესამე, კლუბკოვი კომკავშირის ხელმძღვანელი და მოსკოვის ერთ-ერთი დიდი ქარხნის კომკავშირის მდივანი იყო, ჩვენს რაზმში კი კომსორგი გახლდათ, მისი ღალატის შესახებ დაწერა არ შეიძლებოდა."

შემდეგ კი მოხდა ლიდოვის ჩანაწერში აღწერილი მოვლენები: ჯარისკაცებმა, ორი ადგილობრივი მოსახლის მხარდაჭერით, დაიჭირეს ზოია, აწამეს და სიკვდილით დასაჯეს. სიკვდილით დასჯის შემდეგ მისი ცხედარი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ეკიდა. სახრჩობელადან გვამი მხოლოდ 1942 წლის 1 იანვარს ჩამოხსნენს. იანვრის ბოლოს უკვე სოფელი საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს.

image



ვერსია 2.ზოია ფსიქიურად დაავადებული იყო


ასევე იყო მცდელობები, რომ გაევრცელებინათ ინფორმაცია, რომ ზოია ფსიქიკურად დაავადებული იყო, რომ მისი სამედიცინო ისტორია, სავარაუდოდ, ინახებოდა "კაშჩენკოს ფსიქიატრიული საავადმყოფოს არქივში ... ის შიზოფრენიით იყო დაავადებული". ზოიას სამედიცინო ისტორია, სავარაუდოდ, პერესტროიკის წლებში ახლობლების დაჟინებული მოთხოვნით გაანადგურეს დიაგნოზის დამალვის მიზნით.

ზოიას მიერ თანამებრძოლების გაუცემლობა ნებისყოფის უძლიერესი კონცენტრაციის შედეგი კი არ იყო, არამედ სტრესული გარემოებით გაძლიერებული დაავადების _ შიზოფრენიის გამწვავების გამოვლენა, კერძოდ, აუტიზმისა, როცა ადამიანს მეტყველების უნარი ეკარგება.

image

სინამდვილეში, 1940 წლის ნოემბერში, ზოიამ განიცადა მწვავე მენინგოკოკური ინფექცია და მართლაც იმყოფებოდა საავადმყოფოში, მაგრამ არა ფსიქიატრიულში, 1941 წლის მარტამდე, მან გაიარა რეაბილიტაცია სოკოლნიკის სანატორიუმში.


ვერსია 3-იქ ზოია არ იყო.


მაგალითად, 1990-იან წლებში განიხილებოდა ვერსია, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ გმირი ზოია კოსმოდემიანსკაია „შექმნა“. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი ელენა სენიავსკაია ამტიკიცებდა, რომ პეტრიშჩოვში ფაშისტებმა სიკვდილით დასაჯეს დასავლეთის ფრონტის სპეცდანიშნულების რაზმის 19 წლის დაზვერვის ოფიცერი ლეილა ოზოლინა, რომელიც დაიკარგა დაახლოებით იმავე დროს.

პეტრიშჩევის გათავისუფლების შემდეგ „კომისიის მიერ შედგენილი იქნა საიდენტიფიკაციო აქტი, რომელიც შედგებოდა კომკავშირის წარმომადგენლებისგან, წითელი არმიის ოფიცრებისგან, საკავშირო კომუნისტური პარტიის წარმომადგენლისგან, სოფლის საბჭოს და სოფლის მაცხოვრებლებისაგან იდენტიფიცირებული იყო მისი ვინაობა-ეს იყო ზოია“, - უარყოფს ამ ვერსიას ანდრეი ვედიაევი.


მას შემდეგ, რაც გერმანელების მიერ სიკვდილით დასჯილი მზვერავი გოგონას ვინაობაზე ეჭვი გაჩნდა, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს სასამართლო მეცნიერების კვლევითმა ინსტიტუტმა ჩაატარა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც ასევე საბოლოოდ დაადასტურა კოსმოდემიანსკაიას ვინაობა.


ასე, რომ ამ სამი ვერსიიდან, პირველი დიდი ალბათობით დასტურდება, მეორე-საეჭვოა, ხოლო მესამე არ დასტურდება და სიცრუეა.

1
749
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
749
  
13 სექტემბერი, 17:14
სინამდვილეში დივერსანტი იყო და უნდა დაეწვა მტრის ზურგში ყველაფერი რასაც მტერი გამოიყენებდა, ძირითადად კი მაცხოვრებელთა სახლები, აი, ამის გამო წაიჭირეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და მიუყვანეს გერმანელებს. გასაცემი კი, იდეაში, არაფერი არ ჰქონდა და რას გაცემდა :)
0 1 1