x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ავღანეთში 33 წლის წინათ დაკარგული საბჭოთა ჯარისკაცი ცოცხალი იპოვეს.

imageსაბჭოთა ჯარისკაცი, რომელიც 1980 წელს ავღანეთის ომში უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა ცოცხალი იპოვეს, იგი ამჟამად გერატის დასავლეთ პროვინციაში ცხოვრობს. ამგვარად ავღანეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 264 კაციან სიას ერთი კაცი გამოაკლდა, იუწყება РИА Новости. როგორც ცნობილი გახდა, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში მცხოვრებ, ბაჰრედტინ ხამიკოვს ამჟამად შეიხ აბდულა ჰქვია.ჯარისკაცი ნაპოვნი იქნა დსთ-ს სამხედრო-ინტერნაციონალისტების კომიტეტის მიერ, რომელიც 1992 წელს შეიქმნა და მათი მოვალეობაა დაკარგული საბჭოთა ჯარისკაცების მოძიება, რომლებიც დაიკარგნენ ავღანეთის ომში 1979-89 წლებში.როგორც კომიტეტის თვმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე ლავრენტიევმა განაცხადა იგი 101 მოტომსროლელთა ბრიგადაში ირიცხებოდა და დისლოცირებულები იყვნენ გერატის მახლობლად, 1980 წლის სექტემბერში ხამიკოვი მძიმედ დაიჭრა, მას ადგილობრივებმა უმკურნალეს და შემდეგ იქვე დარჩა და ახლა ის მკურნალობს სხვებს, რუსული ენა ძალიან ცუდად ახსოვს, სურვილი აქვს რომ მოინახულოს ნათესავები, აგრეთვე მას ანახეს სხვა დაკარგული ჯარისკაცების ფოტოებიც, რომლებშიც მან არა თუ ზოგიერთი ამოიცნო, არამედ თქვა რომ პირადადაც შეხვედრია მათ."ეს იმედს იძლევა, რომ სხვა დაკარგული ჯარისკაცებიდანაც შეიძლება კიდევ ვინმე ცოცხალი ვიპოვოთ"-დასძინა ბოლოს ლავრენტიევმა.

0
1636
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1636
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0