x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქორწილიდან 6 კვირის შემდეგ მისი ქმარი უკვალოდ გაქრა -სიმართლე მხოლოდ 70 წლის შემდეგ გაირკვა
მათ 1944 წელს ტეხასში (აშშ)გაიცნეს ერთმანეთი.ახალგაზრდა პეგის 22 წლის შთამბეჭდავი გარეგნობის მფრინავი ბილი ჰარისი ერთი ნახვით შეუყვარდა.მალე შეყვარებულები დაქორწინდნენ, მაგრამ მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა.

image

მეუღლეებმა 6 კვირა მოასწრეს ერთად ყოფნა, სანამ ბილი ფრონტზე არ გაიწვიეს.ახალდაქორწინებულები პორტში დაემშვიდობენენ ერთმანეთს.ბილი საფრანგეთში გაამწესეს.ამის შემდეგ წყვილს ერთმანეთი აღარ უნახავთ.ახალგაზრდა კაცი ფრონტიდან აღარ დაბრუნდა.



არავინ იცის რა შეემთხვა პილოტს.ადგილზე ჩასული ბილი რამდენიმე დღის შემდეგ უკვალოდ გაქრა.



პეგი განადგურებული იყო ამ ტრაგედიით, მაგრამ რადგან ბილის სიკვდილი არ იყო დადასტურებული, მას არ სჯეროდა, რომ ქმარი გარდაცვლილი იყო.


image

თითქმის 70 წლის შემდეგ პეგის ერთ-ერთმა ნათესავმა სამხედრო არქივების ქექვის დროს აღმოაჩინა ჩანაწერი ბილის შესახებ, რის გამოც მოხუცი იძულებული გახდა საფრანგეთში გამგზავრებულიყო.


საარქივო ჩანაწერში ნათქვამი იყო, რომ ბილის თვითმფრინავი ნორმანდიაში ჩამოაგდეს, ქალაქ ლე ვენტესის სიახლოვეს, ომში გაწვევიდან რამდენიმე დღეში.პილოტი იქვე იქნა დაკრძალული.თუმცა, როდესაც მოხუცი ქმრის საფლავზე მივიდა, მას ელოდა დიდი სიურპრიზი.


პატარა ქალაქ ლე ვენტესისთვის ბილი ჰარისი არა მარტო გმირი იყო, არამედ ის გახდა ერთგულების და თავგანწირვის სიმბოლო.მისი სახელობისაა ქალაქის მთავარი ქუჩა, სადაც იმართება გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმები, ხოლო ბილის საფლავზე დღემდე მიაქვთ ყვავილები.ერთი უბრალო ამერიკელი მფრინავი პატარა ფრანგულ ქალაქში გმირი გახდა.


როდესაც ბილის თვითმფრინავმა ვარდნა დაიწყო ქალაქის თავზე, იცოდა რა, რომ თვითონ ვერ გადარჩებოდა, მფრინავი მთელი ძალისხმევით შეეცადა თვითმფრინავი ქალაქისთვის მოეშორებინა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ გამოეწვია.ბილიმ ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავი ტყისკენ მიმართა.

image

მას შემდეგ რაც პეგიმ გაიგო ქმრის ტრაგიკული ბედის შესახებ, ყოველდღიურად სტუმრობს ქმრის საფლავს.


მან აქვე გაიცნო 91 წლის ლი სურლოუ, ავიაკატასტროფის ერთადერთი ცოცხალი მოწმე.ბილის გმირობა დღესაც ახსოვთ .მფრინავის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს არ დასცემოდა და ზვარაკად შეწირა თავი.

image



image

ძალიან სამწუხაროა, რომ პეგის ამდენი ხანი მოუწია ლოდინი გაეგო სიმართლე ქმრის შესახებ.კომუნიკაციის უქონლობის გამო ქალმა 70 წელი არ იცოდა, რომ მისი ქმარი დაღუპულია და საფრანგეთშია დაკრძალული.


ის მთელი ცხოვრება ელოდა ქმარს და ხელმეორედ აღარ გათხოვილა, მიუხედავად ამისა, პეგიმ ამ პატარა წყნარ ფრანგულ ქალაქში შეიძინა მეგობრები და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმაც სულში ჩაიძვრინეს მოხუცი ქალბატონი, რომლებმაც ქმრის გმირობა მის პატივისცემაში გადაიტანეს.


image

image


იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე

0
3464
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
3464
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0