ისტორია ფართო საზოგადოებისათვის უცნობი 20 საინტერესო ფაქტი მეორე მსოფლიო ომის შესახებ 2017, 9 მაისი, 11:13 1)მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიამ ჩინეთში ჩამოყარა ბომბები, რომლებიც ბუბონური შავი ჭირის რწყილებით იყო სავსე. ენტომოლოგიური იარაღის გამოყენების შედეგად გავრცელდა ეპიდემია, რომელმაც ნახევარ მილიონამდე ჩინელი შეიწირა. 2)მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი სანიტარული ავტომობილის მძღოლ-მექნიკოსად მუშაობდა 5 თვის განმავლობაში. 3) იაპონელ ჯარისკაცს ხირო ონოდას არ ეჯერა, რომ ომი დამთავრდა და 27 წელი იმალებოდა კუნძულ ლუბანგის მთებში(ფილიპინები). იგი დარწმუნებული იყო, რომ ომის შეწყვეტის შესახებ ამბავი მტრის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია იყო. ონოდა ბოლომდე აგროვებდა „მტრის“ შესახებ ინფორმაციას. იგი მანამდე არ ჩაბარდა, სანამ ფილიპინებზე საიმპერატორო არმიის ყოფილი მაიორი იოსიმი ტანიგუტი ჩავიდა და პირადად არ გასცა ბრძანება სამხედრო დავალების შეწყვეტის შესახებ. 4)მეორე მსოფლიო ომში იაპონელების მიერ დახოცილი ჩინელების რაოდენობა გაცილებით აღემატება ჰოლოკოსტის დროს დაღუპულ ებრაელთა რაოდენობას. 5) ომმა 1923 წელს დაბადებული საბჭოთა ჯარისკაცების 80% შეიწირა. 6) პერლ -ჰარბორის შეტევის შემდეგ, კანადამ უფრო ადრე გამოუცხადა ომი იაპონიას ვიდრე აშშ-მ. 7)საფრანგეთის ოკუპაციის დრო ჰიტლერმა ვერ შეძლო თავისი ტრიუმფით დამტკბარიყო და დაპყრობილი პარიზისთვის ზემოდან გადმოეხედა, რადგან ფრანგმა პატრიოტებმა ეიფელის კოშკის ლიფტი განზრახ დააზიანეს.ჰიტლერს ფეხით კოშკზე ასვლა დაეზარა. 8) ჰიტლერს მოსკოვის აღების შემთხვევაში დაგეგმილი ჰქონდა მისი ყველა მაცხოვრებლის დახვრეტა, ხოლო ქალაქის ადგილზე წყალსაცავის აშენება. 10)საბჭოთა ჯარისკაცებმა სტალინგრადის ბრძოლის დროს უფრო მეტი გერმანელი დახოცეს, ვიდრე ამერიკელებმა მთლიანად მეორე მსოფლიო ომის დროს. 11)ბრაზილია ერთადერთი დამოუკიდებელი ქვეყანა იყო ლათინური ამერიკიდან, რომელიც მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 12) მექსიკა ერთადერთი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც გააპროტესტა გერმანიის მიერ ავსტრიის ოკუპაცია. 13)მეორე მსოფლიო ომის დროს წითელი არმიის ჯარისკაცებმა დაახლოებით 2 მლნ.გერმანელი ქალი გააუპატიურეს 13 წლიდან დაწყებული და 70 წლით დამთავრებული. 14)ექიმმა ევგიუშ ლაზოვსკიმ კოლეგასთან ერთად ჰოლოკოსტისგან იხსნა 8 ათასი ებრაელი, მოახდინა რა ტიფის ეპიდემიის სიმულაცია.გამოაცხადა კარანტინი, რის შემდეგაც გერმანელებმა ქალაქში შესვლაზე უარი განაცხადეს. 15) ყველაზე დიდი მსხვერპლი მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირმა გაიღო-სულ დაიღუპა 21 მლნ. ჯარისკაცი. 16) ლენინგრადის ბლოკადის დროს უფრო მეტი საბჭოთა მოქალაქე და სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო ერთად აღებული. 17)მთლიანადა ნაცისტებმა 12 მილიონი მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს, აქედან ნახევარი ებრაელებია. 18) არდენის ოპერაცია ყველაზე დამღუპველი აღმოჩნდა ამერიკელებისთვის, ამ ბრძოლაში 80 000 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. 19)გერმანიის პროტესტის მიუხედავად იაპონიამ ებრაელი ლტოლვილები შეიფარა. 20)მეორე მსოფლიო ომის დროს ყველაზე ხანგრძლივი ბრძოლა ატლანტიკისთვის გამოდგა, რომელიც 1939 წლის 3 მაისიდან 1945 წლის 7 მაისამდე გაგრძელდა. 1265 6-ს მოსწონს 1-ს არა
|