x
image
Yoona
Mediator image
18 ყველაზე ბინძური ფაქტი ადამიანის შესახებ
image

სამყაროში ბევრი საიდუმლო იმალება. თუ კარგად დაფიქრდებით, ჩვენ ძალიან ცოტას ვხვდებით იმის შესახებ, თუ ყოველდღე თავს რა გვახვევია, ასევე როგორია ჩვენი მოქმედების შედეგი.


1. ხელებს სწორად მხოლოდ 5% იბანს

image

პრაქტიკულად, ყველა ადამიანი (95 %) არასაკმარისად ხანგრძლივად იბანს ხელს, რომ ყველა ბაქტერია მოიშოროს.


2. ხელის დასაბანად საპონს 3-დან მხოლოდ 2 იყენებს

image

უფრო მეტიც: ადამიანების 10%-ს ხელის დაბანის ჩვევა საერთოდ არ აქვს.


3. სანთლების ჩაქრობა და ბაქტერიების გავრცელება!

image


როცა ადამიანი ტორტზე სანთელს აქრობს, ასე ტორტის ზედაპირზე ბაქტერიების რაოდენობა 1400 %-ით იზრდება. მათი ზუსტი რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ ადამიანი სანთლის ჩაქრობას რამდენად ენთუზიაზმით ეცდება.


4. ცხვირს ყველა იჩიჩქნის

image

ცოტა ხნის წინ ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებში ადამიანების 91 %-მა აღიარა, რომ მუდმივად ცხვირს იჩიჩქნის.


5. სახის ტკიპები და მათი ექსკრემენტები

image

ჩვენს სახეზე ცხოვრობს დემოდექსი, ტკიპა, რომელსაც ანუსი არ აქვს. სიკვდილის შემდეგ თავის ფეკალიებს ჩვენ სახეზე ტოვებენ. ასეთი ტკიპები სხვადასხვა სახეობისაა, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების უმეტესობას სახეზე მათი დნმ აქვს.


6. დოლარები და ბაქტერიები მთელ ორგანიზმში

image

დადასტურებულია, რომ ამერიკული ფულადი ბანკნოტები ასობით მიკროორგანიზმის საცხოვრებელს წარმოადგენს, ხოლო დოლარის კუპიურების 80%-ზე კოკაინის კვალი იპოვეს.

საინტერესო კვლევა, 2017 წელს ნიუ-იორკში ჩატარდა. მაშინ ექსპერტები ფულის ბანკნოტებს იკვლევდნენ, სადაც ყველაფერთან ერთად კანის, საშოსა და პირისთვის საშიში ბაქტერიები აღმოაჩინეს.


7. ავადმყოფი ადამიანის ხველა

image

ჩვეულებრივ, გაციებული ადამიანის ხველა 200 მლნ ვირუსის ნაწილს შეიცავს. ამას დაუმატეთ, რომ ხველის დროს ნერწყვი უსწრაფესად (დაახლოებით 80 კმ/სთ) მოძრაობს.


8. ფეკალიები და ურიკა სუპერმარკეტებში

image

დადასტურებულია, რომ სუპერმარკეტებში ურიკების 72 % ფეკალური ბაქტერიების გადამტანია. ხოლო მათგან ნახევარი e.coli-ს შეიცავს.


9. რესტორნის თანამშრომლების მხოლოდ მესამედი იბანს ხელს დროულად

image

ასევე რესტორნების ნახევარში თანამშრომლები ნედლ პროდუქტს შიშველი ხელებით ჭრიან და რეზინის ხელთათმანებს არ იყენებენ.


10. უსაფრთხოება სავარჯიშო დარბაზში

image

FitRated-ის საავტორო კვლევამ აჩვენა, რომ ბაქტერიების 70%, რომელთან კონტაქტი ადამიანს სავარჯიშო დარბაზში უწევს, პოტენციურად სახიფათოა.

მსგავსი კვლევა ჯერ კიდევ 2014 წელს ჩატარდა. შედეგად, ფიტნეს ცენტრების მოწყობილობებსა და სავარჯიშო დარბაზში, რომელთაც ადამიანი სხეულით მუდმივად ეხება, უამრავი მიკრობული სახეობა აღმოაჩინეს.


11. ბაქტერიები ყველგან

image

ბევრი უნიტაზზე დაჯდომას მასზე ბაქტერიების არსებობის გამო ძალიან სახიფათოდ მიიჩნევს. მასზე დაახლოებით 320 ბაქტერიაა.

ანუ 320 KOE. შედარებისთვის ველოსიპედსა და სარბენ ბილიკზე ეს მაჩვენებელი 1, 3 მლნ-ს უდრის.


12. ყოველდღე თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ღვინის ბოთლი საკუთარი ნერწყვით აავსოს

image

მთელი ცხოვრების მანძილზე კი გამომუშავებულ ნერწყვს შეუძლია 53 აბაზანის ბოლომდე აავსოს.


13. კოცნისგან დაავადების შანსი

image

სხვა ადამიანზე კოცნის დროს დაავადების შანსი უფრო მეტია, ვიდრე ძაღლთან კოცნის შემთხვევაში. ამასთან, არ ვამტკიცებთ, რომ ადამიანის პირი ძაღლის პირზე უფრო ბინძურია, უბრალოდ სხვა ადამიანიდან მიკრობების მიღების შანსი ბევრად უფრო მაღალია.


14. კოსმეტიკური ტესტერები და მიკრობები

image

ცნობილი კოსმეტიკური მაღაზიების ანალიზმა აჩვენა, რომ კოსმეტიკური ნაწარმის ტესტერები ობით და სტაფილოკოკით სავსეა. კოსმეტიკურ ტესტერების 28 %-ზე ობი აღმოაჩინეს, ხოლო სტაფილოკოკის მაჩვენებელი 48 %-ს აჭარბებს.


15. ბუზები - საშიში ბაქტერიების მატარებლები

image

ოთახის ბუზები, როგორც აღმოჩნდა, დაახლოებით 600 სახეობის ბაქტერიის მატარებელია, რომლის ნახევარზე მეტიც საშიშია და სისხლის მოწამვლასთან, პნევმონიასა და გასტროენტერიტთან არის დაკავშირებული.


16. დღეში რამდენ მწერს ვჭამთ?

image

შეიძლება ამ მაჩვენებელმა გაგაოგნოთ, მაგრამ ადამიანი წელიწადში მწერების მილიონობით ნაწილს ჭამს. ეს მაქსიმუმია, რაც მედიკამენტების და კვების პროდუქტების ხარისხის კონტროლის ორგანიზაციამ გამოავლინა.


17. მობილური ტელეფონები და ბაქტერიები

image

თუ ახლა ამ სტატიას მობილურით კითხულობთ, უნდა იცოდეთ, რომ მასზე 10-ჯერ უფრო მეტი ბაქტერია ცხოვრობს, ვიდრე ტუალეტის უნიტაზზე.


18. კომპიუტერი და ბაქტერიები

image

თუ ამ სტატიას კომპიუტერიდან კითხულობთ, უნდა იცოდეთ, რომ ჩვეულებრივ სამუშაო კომპიუტერის მაგიდაზე 400-ჯერ მეტი ბაქტერია ცხოვრობს, ვიდრე ტუალეტის უნიტაზზე.

ამასთან, კომპიუტერის კლავიატურა და თაგვი ძალიან ბინძურია, მაგრამ ტელეფონზე უფრო ბინძური მაინც არაა. ამ მხრივ ის ლიდერია.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 23 უცნაური რამ, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებით

image

2. 15 ცხოველი, რომელზეც დედა ბუნებამ კარგად იმუშავა

image

3. 12 მამაკაცი ბრწყინვალე გარეგნობით, რომლებიც მსოფლიოს სილამაზის საკუთარ წესებს კარნახობენ

image

4. რომელ ადგილებს არ უნდა შეეხოთ თვითმფრინავში?

image

5. 20 მარტივი იდეა, რომლის დანერგვას ყველგან ისურვებდით

image


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
734
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
734
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0