მოგზაურობა რომელ ადგილებს არ უნდა შეეხოთ თვითმფრინავში? 2018, 25 დეკემბერი, 17:16
ის, რაც სუფთად გამოიყურება, შეიძლება სხვადასხვა ბაქტერიით დაფარული იყოს. კანადელმა ჟურნალისტმა 100-ზე მეტი ნიმუში შეისწავლა, რომელიც სამი ავიაკომპანიის ორი ათეული რეისიდან არის მიღებული. შესწავლილ იქნა საკეცი მაგიდა, უსაფრთხოების ღვედი, ტუალეტის სახელურები, მაგიდა, სავარძლის ჯიბე. ამ ნივთებზე შეხება ყველა მგზავრს უწევს.
ნიმუშები მიკრობიოლოგ კიტა უორინერას გუნდს გადაეცა. მან მრავალი პათოგენი აღმოაჩინა, მათ შორის ნაწლავური ჩხირები, ობი, სოკო და ა.შ. დამეთანხმეთ, არც თუ ისე სასიამოვნოა1
ობი თითქმის ყველა სალონში აღმოჩნდა. ანუ, ზედაპირებს იშვიათად ან ცუდად ასუფთავებენ. ნაწლავური ჩხირები თავის დასადებსა და სკამის ჯიბეებზე მოხვდა. როგორც გამცილებლები ამბობენ, მგზავრები სალონში არა მხოლოდ ქაღალდსა და საკვებს ტოვებენ. მათ შემდეგ ისინი ღებინების პაკეტებს, საფენებსა და პრეზერვატივებს აგროვებენ.
სტაფილოკოკი ასევე სალონში სხვადასხვა ზედაპირზე იქნა აღმოჩენილი. ასე რომ, თვითმფრინავში საფრთხის შემცველი ადგილებია: თავის დასადები ადგილი - ბევრი ბაქტერიით; სავარძლის ჯიბეები - პათოგენური მიკროორგანიზმებით; ტუალეტის კარის სახელური - აერობული და ჰემოლიზური მიკროორგანიზმებით; დასაკეცი მაგიდა - ჰემოლიზური ბაქტერიებით და ობით; უსაფრთხოების ღვედი - აერობული ბაქტერიებით; ასეთ დაბინძურებას ბევრი მიზეზი აქვს, ხოლო გამცილებელს რეისებს შორის საათის მეოთხედი აქვთ იმისთვის, რომ სალონი დაალაგონ. ასე რომ ზედაპირებს - სისუფთავის შესაქმნელად ალაგებენ. საწმენდი საშუალებები თვითმფრინავის სალონში აკრძალულია, ამიტომ მხოლოდ წყალს და სალფეთქს იყენებენ. სწორედ ამიტომ უსაფრთხოების მეთოდზე თავად უნდა იფიქროთ. შეუფუთავი საკვები პირდაპირ მაგიდაზე არ დადოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ანტიბაქტერიული სალფეთქით ან სხვა საშუალებით გადაწმინდეთ, ასევე რამე დააფინეთ. თქვენი გასაბერი ბალიში ან რბილი ქსოვილი გამოიყენეთ, რომ სავარძლის თავის დასადებზე ნაკლები კონტაქტი გქონდეთ. ყველა პირადი ნივთი, რომელსაც იყენებთ, სავარძლის ჯიბეში პირდაპირ არ ჩაყაროთ, არამედ პაკეტი ან სალფეთქი გამოიყენეთ. ტუალეტში წასვლის შემდეგ, ხელები სადეზინფექციო საშუალებით გაიწმინდეთ. თქვენს შემდეგ მცირე ნაგავიც კი არ დატოვოთ, რომ მდგომარეობა არ გაუარესოთ. სახლში მისვლის შემდეგ, ყველა სამგზავრო ტანსაცმელი კარგად გარეცხეთ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. იდეები მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადოთ 2. 14 კომიქსი, რომლებიც გიამბობთ, თუ რატომ ცხოვრობენ ძაღლის მფლობელები ყველაზე დიდხანს და რატომ არიან ყველაზე ბედნიერი ადამიანები 3. რას ნიშნავს თქვენი ყვავილი დაბადების თარიღის მიხედვით 4. 11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ 5. 18 რამ რისი გაკეთებაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს არ ღირს 6. 11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
1212 შეფასება არ არის
|