მოგზაურობა მიტოვებული ციხესიმაგრეების სილამაზე Jahz Design–ის ობიექტივში 25 მაისი, 20:37 ფოტოგრაფი და გრაფიკოს დიზაინერი დიმიტრი ბურიაუ ნანტიდან (საფრანგეთი) ყოველთვის იყო დაინტერესებული ისტორიითა და არქიტექტურით. 2013 წელს მიტოვებული ადგილების გადაღების ინტერესი გაუჩნდა და მისი კვლევის პირველი ადგილი გახდა სამხედრო ხომალდის სასაფლაო. შედეგად, დაიწყო მოგზაურობა მსოფლიოში მიტოვებული ადგილების მოსაძებნად. გადახედეთ მისი თვალწარმტაცი ციხესიმაგრეების კოლექციას, ადგილებს, რომლებიც ხალხმა დიდი ხნის წინ მიატოვა.
ფოტოგრაფი და გრაფიკოს დიზაინერი დიმიტრი ბურიაუ, რომელიც უფრო ცნობილია თავისი სავაჭრო ბრენდით Jahz Design, ცხოვრობს და მუშაობს საფრანგეთში. თვითნასწავლმა მხატვარმა დაიწყო მუშაობა მოდის სამყაროში 2006 წელს გრაფიკოს დიზაინერად მზა ტანსაცმლის ბრენდისთვის Kavany (მფლობელი ფეხბურთელი კრისტიან კარამბლუა). 2009 წელს დაიწყო მუშაობა ფრილანსერად ისეთ კლიენტებთან, როგორებიცაა Damon Dash, Julia Channel, Nouvelle Donne Music label და სხვები. 2018 წელს გახდა Irix–ის ელჩი, ულტრა ფართო კუთხის ლინზების შვეიცარიული ბრენდი. „პირველი მიტოვებული ადგილი, რომელიც გადავიღე, იყო ძველი სამხედრო ხომალდების სასაფლაო. დღეს მთელ მსოფლიოში ვმოგზაურობ. ეს არის ულამაზესი მიტოვებული ციხესიმაგრეები, რომელთა მოძებნა მოვახერხე“ – წერს ფოტოგრაფი. საფრანგეთი საფრანგეთი იტალია საფრანგეთი საფრანგეთი ბელგია საფრანგეთი პორტუგალია ბელგია საფრანგეთი იტალია საფრანგეთი იტალია ასევე დაგაინტერესებთ: 25 მიტოვებული გემი მთელ მსოფლიოში რიჩარდ სილვერი: მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები უჩვეულო ფოკუსში ლაჟვარდოვანი ჯოდპური – ზღაპრული ქალაქი ინდოეთში საოცარი პატარა ქალაქები, რომლებიც არარეალურად გამოიყურება 24 წარმოუდგენელი სასტუმრო, სადაც მოხვედრას ახლავე ისურვებდით თვალწარმტაცი საქართველო არგენტინელი ფოტოგრაფის ობიექტივში აქ ცხოვრება გამბედაობის ნამდვილი გამოწვევაა – 14 ექსტრემალური სახლი მთელი მსოფლიოდან 20 ულამაზესი ხიდი, რომლებიც თითქოს ზღაპრების წიგნში იპოვეს იცნობთ მსოფლიო არქიტექტურას თქვენი ხუთი თითივით? - შეამოწმეთ ცოდნა 18 საინტერესო აღმოჩენა, რომელიც ტყეში იპოვეს 141 2-ს მოსწონს |