x
image
Yoona
Mediator image
მაშინ და ახლა: ცნობილი ღირსშესანიშნაობების ეს ფოტოები ბევრს გააკვირვებს
ადამიანის ხელით შექმნილ სტრუქტურებს, რომლებიც ასობით წლისაა, ხშირად აქვთ საინტერესო ბედი ტრანსფორმაციის მრავალი ეტაპის გავლის და ცვლილებების თვალსაზრისით. ქვემოთ მოცემულმა მსოფლიოს ცნობილმა ღირსშესანიშნაობებმა სხვადასხვა ქვეყნიდან მსგავსი ცვლილებები განიცადა.



თავისუფლების ქანდაკება, ნიუ-იორკი: ინსტალაციის შემდეგ და ახლა

image



ცნობილი ისტორია: სპილენძისგან დამზადებული ქანდაკების ფერი შესამჩნევად შეიცვალა მისი არსებობის პირველი 30 წლის განმავლობაში. პირვანდელი მოყავისფრო-წითელი შეფერილობა დაკარგა. ეს სპილენძის დაჟანგვის პროცესით გამოწვეულია. ახლა, 138 წლის შემდეგ ცოტას თუ წარმოუდგენია, რომ ოდესღაც თავისუფლების ქანდაკება მწვანე არ იყო.



მერცხლის ბუდე, ყირიმი: 1904 წელს და ახლა

image




სანამ მილიონერი სერგეი რახმანოვი 1911 წელს კლდის მახლობლად მიწას იყიდდა, „მერცხლის ბუდე“ წითლად შეღებილი ქვის სახლი იყო. რახმანოვის დროს შენობამ ნაცნობი ციხესიმაგრის იერსახე შეიძინა.



ლინკოლნის მემორიალი, ვაშინგტონი: მე-20 საუკუნის დასაწყისში და ახლა

image



ჭაობიან ადგილზე აშენებული მემორიალი თავდაპირველად უხერხულ მარტოობაში იდგა, მაგრამ 1923 წელს მის წინ ცნობილი ამრეკლავი აუზი გააშენეს.



ლუვრი, პარიზი: 1980-იანი წლები და ახლა

image



image



ლუვრის მინის პირამიდა ნაპოლეონის ეზოში შედარებით ცოტა ხნის წინ აშენდა, 1989 წელს. თუმცა უკვე გახდა საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო.



კაპიტოლიუმი, ვაშინგტონი: 1846 წელს და ახლა

image



image



მე-19 საუკუნის შუა ხანებში კაპიტოლიუმი არასაკმარისად ფართოდ ითვლებოდა და დაიწყეს მისი გაფართოება. ამავდროულად გუმბათი უფრო შთამბეჭდავით შეცვალეს.



ეიფელის კოშკი, პარიზი: 1925 წელს და ახლა

image



1925 წლიდან 1934 წლამდე ეიფელის კოშკი მსოფლიოში ყველაზე დიდი ბილბორდი აღმოჩნდა. ანდრე ციტროენმა მასზე რეკლამა იყიდა და კამპანიას უწოდა „ეიფელის კოშკი ცეცხლში“. საფრანგეთის მთავარ სიმბოლოზე გამოჩნდა განათება ამავე სახელწოდების კონცერნის შემქმნელის გვარის უზარმაზარი ასოების სახით.



ასევე დაგაინტერესებთ:

რიჩარდ სილვერი: მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები უჩვეულო ფოკუსში

მიტოვებული ციხესიმაგრეების სილამაზე Jahz Design–ის ობიექტივში

პიკნიკი პირამიდებზე: ტურისტები გიზაში ბრიტანეთის ოკუპაციის დროს

აი, როგორ გამოიყურებოდა მივიწყებული მსოფლიოს 7 საოცრება

როგორ გამოიყურება ემპაირ სტეიტ ბილდინგის 103-ე სართული, კინოთეატრი თეთრ სახლში და კიდევ 7 საიდუმლო ადგილი, სადაც უცხო პირი ვერ მოხვდება

0
406
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
406