მოგზაურობა ვინ არის ყველაზე გულადი? – ყველაზე საშიში საფეხმავლო ბილიკი მსოფლიოში 2023, 17 ნოემბერი, 14:58 რა გემრიელიც არ უნდა იყოს ჩინური ჩაი, ჩვეულებრივ, არ ასოცირდება ადრენალინის გამოყოფასთან და სიკვდილის შიშთან. თუმცა ჩინეთში მთა ხუაშანზე მოახერხეს ჩაის და ადრენალინის გაერთიანება, რადგან სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე საშიში და სახიფათო საფეხმავლო ბილიკი, რომლის გავლით ტურისტები ხვდებიან ჩაის სახლში 2160 მეტრის სიმაღლეზე.
მთა ხუაშანი ჩვ.წ.აღ–მდე მე–2 საუკუნიდან ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია დაოსებისთვის. იმ დროს მთის ძირში დაოსური ტაძარი იყო აშენებული. მას შემდეგ მომლოცველები და ბერები ცხოვრობენ მთაზე და მის გარშემო. სახიფათო ბილიკების მთელი ქსელი საშუალებას აძლევთ მიაღწიონ ხუთ მწვერვალს, რომელთაგან თითოეულს აქვს რელიგიური შენობა, მაგალითად, ჩაის სახლი. ხუთივე მწვერვალი ერთად ლოტოსის ფურცლებს ქმნის. ტურისტების ნაკადის ზრდის გამო ბილიკები გაამაგრეს, მაგრამ მაინც ძალიან საშიშია და ცუდი რეპუტაცია აქვს. ამბობენ, რომ ამ ბილიკებიდან წელიწადში 100–მდე ადამიანი ვარდება. მთა ხუაშანი დაოსიზმის ხუთი წმინდა მთიდან ერთ–ერთია. ბილიკის ზოგიერთი ნაწილი მართლაც შიშისმომგვრელია. ჩვ.წ.აღ–მდე მე–2 საუკუნიდან წმინდა ადგილად ითვლება. ბერებმა და მომლოცველებმა ასეთი "საფეხურები" მთის წვერამდე ააშენეს. ბილიკები გაამაგრეს, როცა ტურისტებს შორის ამ მარშრუტის პოპულარობა გაიზარდა. მთის უმაღლესი მწვერვალი 2160 მეტრს აღწევს. მთავარია, უყუროთ, სად მიდიხართ. უმჯობესია ქვემოთ არ ჩაიხედოთ. ადგილობრივებმა ზოგიერთ ადგილას საფეხურები პირდაპირ მთის კედელში ამოჭრეს. სხვა ადგილებში კი უსაფრთხოების ერთადერთი ზომა მხოლოდ რკინის ჯაჭვებია. ამ ბილიკს ცუდი რეპუტაცია აქვს, თუმცა ეს არ აჩერებს ბევრ ავანტიურისტს, რომ სახიფათო გზა თავად გამოსცადონ. რა თქმა უნდა, თუ ადრენალინმა მთლიანად აგავსოთ, ყოველთვის შეგიძლიათ დაისვენოთ ჭადრაკის პავილიონში. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ამ ღამეს გავუძლოთ: როგორ სძინავთ მთამსვლელებს მთაში? 2. აქ ცხოვრება გამბედაობის ნამდვილი გამოწვევაა – 14 ექსტრემალური სახლი მთელი მსოფლიოდან 3. სელფი ზვიგენთან: უშიშარი მყვინთავი ეგზოტიკურ ზღვის არსებებთან ფოტოებს იღებს 4. 18 რამ რისი გაკეთებაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს არ ღირს 5. თავბრუდამხვევი ექსპერიმენტი: თვითმფრინავი გამჭვირვალე იატაკით 6. ეს არ არის ამერიკული მთები, არამედ გიჟური ხიდი იაპონიაში 7. იდეები მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადოთ 8. 24 წარმოუდგენელი სასტუმრო, სადაც მოხვედრას ახლავე ისურვებდით 9. რა არის უჩვეულო ამ სახლებში? 10. დედამიწის „მაცივარი“ – წარმოუდგენელი ფაქტები იდუმალი და მკაცრი ანტარქტიდის შესახებ უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 450 შეფასება არ არის |