ფოტოგრაფია სელფი ზვიგენთან: უშიშარი მყვინთავი ეგზოტიკურ ზღვის არსებებთან ფოტოებს იღებს 2020, 28 იანვარი, 10:22 ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობა ბევრი მოგზაურის ოცნებაა. თბილი მზე, დიდებული სანაპირო და ფოტოები ადგილობრივ ღირშესანიშნაობებთან. ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა უფრო შორს წასვლა გადაწყვიტა და ახლა სოციალურ ქსელში პოპულარობას კოლორიტული სელფების დახმარებით აგროვებს.
წყალქვეშა ოდისეა გრანტ ტომასი წარმოშობით შოტლანდიიდანაა, მაგრამ უმეტეს დროს უფრო თბილ ქვეყნებში მოგზაურობაში ატარებს. ლეოპარდ ზვიგენთან გადაღებული მყვინთავის ფოტოები ამტკიცებს: ეს ძალიან საინტერესო საქმიანობაა! გრანტი 27 წლისაა და ტონგას, პაპუა-ახალი გვინეას და კუბის მახლობლად მდებარე წყლები უკვე მოინახულა. თითოეულ ადგილას შეიძლება უნიკალურ ზღვის ბინადრებს შეხვდეთ და ორიგინალური კადრები მიიღოთ. რატომ სელფი? გრანტი ამბობს, რომ თავიდან ზღვის კარგი მეგობარი არ იყო და ხშირად თავს არიდებდა. ახლა კი მიღებულ გადაწყვეტილებას არ ნანობს. თითოეული ფოტო პატარა შედევრია, რადგან კადრში არა მხოლოდ თევზთან ერთად უნდა მოხვდეს, არამედ ზღვის ბინადარი არ უნდა გააღიზიანოს. ასე ჰარმონიული სურათის მიღებას შეძლებს. გადაღება შეიძლება მხიარული ან სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს. ტომასი უკვე 2 წელია მაქსიმუმი სიამოვნების მიღება და სხვებისთვის ამ ემოციების გაზიარებას ახერხებს. ასევე დაგაინტერესებთ: ბუნების კომედიური ფოტოების კონკურსის ფინალისტები. როგორც ჩანს, ახალი მემეები გვექნება “ცხოველთა მომთვინიერებელი”: ირლანდიელი ფოტოგრაფის კაშკაშა სელფები ცხოველებთან ერთად 15 ცხოველი, რომელზეც დედა ბუნებამ კარგად იმუშავა რას აკეთებენ შინაური ცხოველები, როცა სახლში არ ხართ ვინ თქვა რომ იოგა მხოლოდ ადამიანებისთვისაა? 252 შეფასება არ არის |