ფოტოგრაფია მარგარეტ ქუელის, ფილმების „სუბსტანცია“ და „ერთხელ ჰოლივუდში“ ვარსკვლავის, ცეცხლოვანი ფოტოები 7 ნოემბერი, 19:47 ხშირად ამბობენ, რომ ნიჭიერი ადამიანების შვილებზე ბუნება ისვენებს. შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ არა მარგარეტ ქუელის შემთხვევაში. მსახიობმა, მოდელმა, მოცეკვავემ და ჰოლივუდის დიდებული ვარსკვლავის ენდი მაკდაუელის ქალიშვილმა 30 წლის ასაკში ბევრ რამეს მიაღწია საკუთარი ძალებით, ცნობილი დედის მხარდაჭერის გარეშე.
მარგარეტ ქუელი დაიბადა 1994 წლის 23 ოქტომბერს ქალაქ კალისპელში (მონტანას შტატი, აშშ). ენდი მაკდაუელის და პოლ ქუელის ოჯახში მესამე, უმცროსი ბავშვია. მარგარეტს ჰყავს უფროსი ძმა ჯასტინი და და რეინი. დები კუელები ბავშვობიდან ბალეტით იყვნენ გატაცებულნი, მარგარეტს ეს კარგად გამოსდიოდა. 14 წლის მომავალმა ვარსკვლავმა ჩრდილოეთ კაროლინაში ხელოვნების სკოლაში ჩააბარა. შემდეგ იყო ამერიკული ბალეტის თეატრი და ნიუ-იორკის ბავშვთა პროფესიონალური სკოლა. მარგარეტს წინასწარმეტყველებდნენ ბრწყინვალე მომავალს ბალეტში, მაგრამ 16 წლისას ცეკვის დატოვება გადაწყვიტა. ახალგაზრდამ გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება სამოდელო ბიზნესში და ახალ საქმეშიც სწრაფად გახდა პროფესიონალი. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო მოდის კვირეულში ნიუ-იორკში და პარიზში. გოგონა Chanel-ის და Valentino-ს ტანსაცმელს აჩვენებდა, ასევე პოზირებდა პრიალა ჟურნალებისთვის, როგორიცაა Vogue, W, Teen Vogue, Interview, Vanity Fair და Nylon. 2013 წელს შედგა მარგარეტის დებიუტი კინოში, ჯია კოპოლას ფილმში „პალო-ალტო“. ახლა 30 წლის ლამაზმანის ანგარიშზე 30-ზე მეტი როლია ფილმებსა და სერიალებში. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები გახდა კვენტინ ტარანტინოს ტრაგიკომედია „ერთხელ ჰოლივუდში“ და კორალ ფარჟის ბოდი ჰორორი „სუბსტანცია“. მარგარეტი კინოსა და სამოდელო კარიერას ერთმანეთად იდეალურად უთავსებს. რაც შეეხება ვარსკვლავის პირად ცხოვრებას, მღელვარეს ვერ ვუწოდებთ. ქუელი ხვდებოდა ამერიკელ კომიკოსს პიტერ დევიდსონსა და მსახიობ შაია ლაბუფს. 2022 წლის მაისში მსახიობი და მოდელი დაქორწინდა მუსიკალურ პროდიუსერზე ჯეკ ანტონოფზე. ასევე დაგაინტერესებთ: მოპარული ბავშვობა: ბავშვების ტრაგიკული ისტორიები, რომელთა მშობლებიც ოცნებობდნენ შვილების ვარსკვლავობაზე ფლორენციის ანგელოზი - ვინ იყო სანდრო ბოტიჩელის იდუმალი ვენერა იტალიელი ლამაზმანი შილა გაბელი, სოფი ლორენის დუბლიორი კინოს ლეგენდა, რომელსაც არასოდეს ეუბნებოდნენ „არა“: ანუკ ემე, ცნობილი რეჟისორების მუზა ჯენის დიკინსონის ცხოვრების ისტორია – სკანდალური ჯადოქარი და მსოფლიოში პირველი სუპერმოდელი 111 შეფასება არ არის |