მოგზაურობა საგრაფო დევონშირი - ყველაზე ზღაპრული, მაგრამ რეალური ადგილი დედამიწაზე 2019, 11 აპრილი, 20:12 ინგლისში ერთ-ერთ ყველაზე ეროვნულ ადგილად დევონშირის საგრაფო ითვლება, რომელიც ლა-მანშას ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს. ზღაპრული სახლების და ციხე-სიმაგრეების შემხედვარე რთულია წარმოიდგინოთ, რომ ეს ზღაპრის სურათები, არამედ თანამედროვე ბრიტანეთის ნაწილია. უძველესი დროიდან საგრაფო მოგზაურებს თვალწარმტაცი ადგილებით იზიდავდა.
დევონშირი (დევონი) ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშია მოთავსებული და ინგლისში სიდიდით მესამე საგრაფოა. ამ ზღაპრულ ქოხებში ცხოვრების სურვილი ყველას გაუჩნდება. ასეთ ადგილებში სეირნობით ნამდვილად იგრძნობთ, რომ საკუთარ ზღაპარში აღმოჩნდით. თუ ინგლისელების ტრადიციული და ნამდვილი ცხოვრების გაგება გსურთ და თან ფეხით სიარულის მოყვარული ხართ, მაშინ დევონშირის საგრაფო აუცილებლად უნდა ნახოთ. თვალწარმტაცი ქუჩები სოფელს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. სახლის მფლობელები ცდილობენ ეზო ლამაზად მორთონ, ბუჩქებს უჩვეულო ფორმები მიანიჭონ, ყველა შესაძლო ორნამენტი გამოიყენონ. სოფლის ქუჩები უჩვეულო ყვავილის კლუბმებით არის მორთული. სოფლის ასეთი მორთულობის მიზეზი მე-19 საუკუნეში ამ რეგიონში რკინიგზის მშენებლობა გახდა. შედეგად ასეთ ადგილას დასვენების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა და საგრაფოს შემოსავალის მთავარი წყარო სწორედ ტურიზმი გახდა. ტურისტებისთვის ისტორიულ სანახაობას დგამენ. დევონშირის ფანტასტიური ბუნება სულ უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. აქ ძალიან ბევრი ღირშესანიშნაობა გვხვდება, რომელთა ნახვა არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ თავად ინგლისელებს მოსწონთ. აქ გვხვდება ეროვნული პარკები - ექსმური და დართმური. მათ ტყეებში ბევრი იშვიათი ცხოველის და ფრინველის ნახვას შეძლებთ. ხეების, ბუჩქების და ყვავილების სილამაზე კი უბრალოდ დაგატყვევებთ. დევონშირის საგრაფო მსოფლიო მემკვიდრეობას წარმოადგენს, მას იუნესკოს ძეგლის სტატუსი აქვს და კანონით არის დაცული. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ამ შესანიშნავ იტალიურ ქალაქში მხოლოდ 12 ადამიანი ცხოვრობს...უბრალოდ მშვენიერია 2. ჰავა მაჰალი: უნიკალური „ქარების სასახლე“, სადაც ერთი კიბეც არაა 3. 100 იდეა მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოთ 4. 24 წარმოუდგენელი სასტუმრო, სადაც მოხვედრას ახლავე ისურვებდით 5. მოგზაურ-ბლოგერი ნებისმიერ ქვეყანაში იაფად მოგზაურობის საიდუმლოს გიზიარებთ
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
2347 3-ს მოსწონს 1-ს არა |