x
image
natia.a
როგორ გავრეცხოთ შავი ტანსაცმელი ისე, რომ ფერი არ დაკარგოს
image

შავი ტანსაცმელი, მართალია, საკმაოდ პოპულარულია და მოსახმარადაც პრაქტიკული, მაგრამ ძალიან სწრაფად კარგავს სიხასხასეს და ხუნდება. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ გავრეცხოთ სწორად შავი ტანსაცმელი იმისათვის, რომ შავი ფერი რუხად ან სრულიად გაურკვეველ, ჭუჭყისფრად არ იქცეს.


image


1. თუ არ გსურთ, რომ სარეცხ მანქანაში რეცხვის შემდეგ შავმა სამოსმა ფერი დაკარგოს, ყოველთვის აირჩიეთ დელიკატური რეცხვის რეჟიმი. სარეცხ ფხვნილს კი დაუმატეთ მწიკვი სუფრის მარილი.


image


2. გახუნების თავიდან ასაცილებლად და ტანსაცმლის გასაახლებლად ცივი წყლით სავსე ტაშტში დაამატეთ 2 ს.კ. ძმარი და ჩაალბეთ ამ ხსნარში შავი ტანსაცმელი 20 წუთის მანძილზე. შემდეგ გაწურეთ და ჩვეულებრივად გარეცხეთ.


image


3. ჩაასხით ტაშტში ცხელი წყალი და გახსენით მასში ყავა. ჩაალბეთ ამ არომატულ ხსნარში შავი ტანსაცმელი 20-30 წუთით. შემდეგ ხელით გარეცხეთ დელიკატური სარეცხი საშუალებით.


image

4. ბუნებრივი ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმლის შავი ფერი რომ შეინარჩუნოთ, დაგჭირდებათ თამბაქო. ცალკე ჯამში მოამზადეთ საჭირო რაოდენობით ხსნარი შემდეგი პროპორციით: 1 ლ. მდუღარე წყალზე 15 გ. თამბაქო. როცა ნაყენი 40 გრადუსამდე გაგრილდება, გაწურეთ და ჩოთქით წაუსვით შავ ტანსაცმელს. შემდეგ კი გრილ წყალში გაავლეთ.



image

5. ყველაზე მარტივი ხერხი შავი ფერისთვის სიხასხასის შესანარჩუნებლად შავი მელნის გამოყენებაა. მაგრამ ეს მხოლოდ ხელით რეცხვისათვის გამოდგება. ბოლო გავლების დროს წყალში დაამატეთ ცოტაოდენი შავი მელანი და 1-2 ს.კ. ძმარი.


image

6. თბილი წყლით სავსე ტაშტში დაამატეთ 1 ს.კ. საჭმელი სოდა. გააჩერეთ მასში შავი ტანსაცმელი 10-15 წუთით, მას შემდეგ, რაც ჩვეულებრივი წესით გარეცხავთ. შემდეგ კი გაწურეთ. ეს იდეალური მეთოდია ბლუზებისა და პერანგებისათვის, რადგან გარდა იმისა, რომ შავ ფერს სიხასხასეს დაუბრუნებს, ოფლის სუნსაც მოსპობს.


image


7. თუ თქვენს შავ ტანსაცმელს უკვე ფერი საკმაოდ გახუნებული აქვს, მაგრამ გადასაგდებად მაინც გენანებათ, ისღა დაგრჩენიათ, ქიმწმენდაში მიიტანოთ ან სპეციალური ქსოვილის საღებავით შეღებოთ.



ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გავრცეხოთ სწორად "დუტის" ქურთუკი - ეს ბევრმა არ იცის!

image


2. ფარდების რეცხვისას ბევრი უშვებს ამ შეცდომას - გაითვალისწინეთ და შეინარჩუნეთ სიქათქათე!

image


3. რომელი სარეცხი ფხვნილია ყველაზე ტოქსიკური და ეფექტური - ექსპერტიზის შედეგები

image

3. როგორ მოვაშოროთ ობი სააბაზანოს ფარდას - გაითვალისწინეთ, ეს ძალიან საშიშია!

image


4. არ დაუშვათ ეს შეცდომა ჰიგიენური საფენის გამოყენებისას! - ექიმები გვფრთხილებენ!

image


5. რა საფრთხეს გვიქმნის და როგორ გავხადოთ მეორადი ტანსაცმელი უსაფრთხო - ექიმები გვირჩევენ!

image


6. რომელია ყველაზე ეფექტური ჭურჭლის სარეცხი საშუალება - ტესტირების შედეგები

image


7. როგორ "მოვარჯულოთ" ფეხსაცმელი, რომელიც გვიჭერს - 5 გამოცდილი მეთოდი

image

0
367
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0