სხვა სერიული მკვლელი "გრეფი" – დაუჯერებელი ფაქტები 2018, 10 დეკემბერი, 11:25 ვენის ომის ისტორიის მუზეუმში სხვა ექსპონატებთან ერთად გამოფენილია გასული საუკუნის დასაწყისის ერთი მდიდრული ავტომობილი. იქვე პატარა სტენდზე წერია, რომ ეს ზუსტად ის ავტომობილია, რომელშიც მოკლეს ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე სოფია ხოტეკი. ეს მკვლელობა გახდა პირველი მსოფლიო ომის პროლოგი. თუმცა, ექკურსიამძღოლი მოგიყვებათ, რომ ამ მანქანასთან კავშირში მყოფ დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ორი. ყოველ ადამიანს, ვინც მის საჭესთან ჯდებოდა, უკვე გამოტანილი ჰქონდა სასიკვდილო განაჩენი. ელიტური ავტომობილი XX საუკუნის დასაწყისი. ეს ის პერიოდია, როდესაც ცხენშებმული ეტლები ისტორიას ბარდებოდა. საუკუნისათვის ფეხი რომ აეწყოთ, ელიტა ცდილობდა გადამჯდარიყო ავტომობილებზე. მათ შორის იყო ავსტრიელი გრაფი ფრაც ფონ ჰარახი, რომელიც დიდ ხნის მანძილზე ეძებდა მისთვის შესაფერის მანქანას. ბოლოს იპოვა კიდეც. ეს იყო ღია ავტომობილი "Graf & Stift" კომპანიის მიერ წარმოებული, მოდელი 28/32 PS. ტყავის სალონი, ჩაშენებული ბარი, ძლიერი ძრავა – გრაფი ნამდვილად ამაყობდა თავისი შენაძენით. პირველი 1914 წელის 28 ივლისს დილის 10 საათზე ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე სარაევოში ჩავიდნენ და მათთვის განკუთვნილ ამ მდიდრულ ავტომობილში ჩასხდნენ. როდესაც მანქანების კორტეჟი ქალაქის მერიისკენ მიემართებოდა, გზად ჩასაფრებულმა ნედელკო ჩაბრინოვიჩმა ხელყუმბარა ისროლა მათი მიმართულებით, თუმცა ააცილა. 20 ადამიანი დაშავდა, მაგრამ არა ერცჰერცოგი. ცერემონიის მერე ფერდინანდმა გადაწყვიტა დაჭრილების მონახულება საავადმყოფოში მეუღლესთან ერთად. ერთ-ერთ ქუჩაზე შეთქმულების მეორე წევრმა გავრილო პრინციპმა ორსულ სოფიას მუცელში ესროლა, ფრანც ფერდინანდს კი – ყელში. მათი იარები სასიკვდილო აღმოჩნდა და ერთი საათის მერე გარდაიცვალნენ. მეორე ამ საბედისწერო გასროლებს ისეთი საშინელება მოჰყვა მსოფლიოში, რომ გრაფს თავისი ავტომობილისთვის აღარ სცხელოდა. ავსტრია–უნგრეთმა სერბეთს ომი გამოუცხადა, და უკვე ათასობით მოკლულებს ითვლიდნენ. შესაძლოა გრაფი ცრუმორწმუნეც იყო და არ უნდოდა იმ მანქანაზე დაჯდომა, რომელშიც მგზავრები დახოცეს. თუმცა, ბოსნიის გენერალ-გუბერნატორი ოსკარ პოტიორეკი სხვაგვარად ფიქრობდა. მან დაიტოვა ავტომობილი, მიუხედავად იმისა რომ გენერალი თავდასხმის მომენტში მანქანაში იმყოფებოდა. მისი მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან უცნაური იყო. მესამე უიღბლო გენერლის მანქანა მისმა ადიუტანტმა დაიტოვა. ახალგაზრდა ოფიცერი თავისი ელეგანტური ავტომობილით ვენელ ლამაზმანებს დაატარებდა და ყოველი გასეირნება მისი გამარჯვებით მთავრდებოდა სასიყვარულო ფრონტზე. ვერცერთი "ციხესიმაგრე" წინააღმდეგობას ვერ უწევდა ახალგაზრდა სიმპატიური ოფიცრისა და საოცარი "გრეფის" მეოთხე პირველი მსოფლიო ომის მერე ავტომობილი დარჩა სერბების, ხორვატებისა და სლოვენების (მომავალი იუგოსლავია) ახლადჩამოყალიბებული სამეფოს ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორს. მაღალჩინოსანმა ჩინოვნიკმა აღადგინა მანქანა და მოემზადა ტრიუმფალური მოგზაურობებისთვის. მეხუთე ამ აუნაზღაურებელი დანაკლისით გამწარებულმა ჩინოვნიკმა მანქანის განადგურების ბრძანება გასცა, თუმცა აქ ადამიანის სიხარბე და პატივმოყვარეობა ჩაერია. ექიმი, რომელმაც "გრეფის" უბედურ პატრონს ოპერაცია გაუკეთა, დიდი სურვილით აენთო ამ მანქანის მფლობელი გამხდარიყო. თანხა რომელიც მან "გრეფის ჯალათებს" შესთავაზა, იმდენად დიდი იყო, რომ მათ ბრძანება დაივიწყეს და ავტომობილი ექიმს გადასცეს. მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე უსახსროდ დარჩენილმა ექიმის ქვრივმა "გრეფი" ერთ იუველირს მიჰყიდა. ამ უკანასკნელმა მანქანა გაარემონტა და გარაჟში დააყენა, იმისათვის რომ თავისი შენაძენით ეტრაბახა. თუმცა გადაწყვიტა მის საჭესთან არ დამჯდარიყო. ამით ყველაფერი დამთავრდა? ამის მერე ავტომობილს კვლავ ჩაუტერეს რესტავრაცია, თუმცა მას ახლოს აღარავინ ეკარებოდა. ის შეიძინა ვენის ისტორიულმა მუზეუმმა და გამოფინა სარაევოს მკვლელობისადმი მიძღვნილ დარბაზში. ამ სამუზეუმო ექსპონატის სახელი გარანტიას იძლევა, რომ მის საჭესთან აღარავინ დაჯდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასტიკი "გრეფის" მიერ ჩადენილი მკვლელობების სერია შეწყდა. თუმცა, ცხოვრება ზოგჯერ ისეთ სიურპრიზებს გვთავაზობს... ასევე დაგაინტერესებთ: რა ხდება დიდი ბრიტანეთის ციხესიმაგრეებში შოკისმომგვრელი ისტორიული ფაქტები, რომლის დაჯერებაც გაგიჭირდებათ შოკისმომგვრელი ისტორიული ფაქტები, რომლის დაჯერებაც გაგიჭირდებათ (ნაწილი II) საბედისწერო ქალები 5 ისტორიული ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანს ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია გადარჩეს კაცი, რომელიც +19 გრადუსზე გაიყინა – დაუჯერებელი რეალური ისტორია ნაკლებად ცნობილი საინტერესო ისტორიული ფაქტები, რომელიც გაგაოცებთ 238 9-ს მოსწონს
|