საზოგადოება რით განსხვავდება ერთმანეთისგან Coca-Cola და Pepsi - ეს ბევრმა არ იცის 2018, 26 სექტემბერი, 10:51
ხშირად ამბობენ, რომ სამყაროში უკვე ყველაფერი გამოგონებულია, რისი გამოგონებაც შეიძლებოდა. ძნელია არ დაეთანხმო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენი მსგავსი პროდუქტი დევს მაღაზიების დახლებზე. განსაკუთრებით საინტერესოა ყველასათვის საინტერესო ბრენდები, რომლებიც წლების მანძილზე ერთმანეთს ეჯიბრებიან მყიდველის ყურადღების მიპყრობაში. ქვემოთ სწორედ ერთ-ერთ მათგანზე ვისაუბრებთ. Pepsi vs. Coca-Cola ამ მხრივ კაცობრიობა შეიძლება ორ ძირითად ნაწილად გავყოთ: კოკა-კოლას მოყვარულებად და პეპსის გულშემატკივრებად. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მათ შორის განსხვავებას საერთოდ ვერ ამჩნევენ. არადა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ამ სასმელების გემო ნამდვილად განსხვავდება ერთმანეთისგან. Pepsi უფრო ტკბილია და და ოდნავ ციტრუსის გემო აქვს. მისი კონკურენტი კი ვანილის არომატით გამოირჩევა. შემადგენლობა კი კოკას და პეპსის თითქმის ერთნაირი აქვს. თუმცა Coca-Cola-ს ეტიკეტზე შემადგენლობა პირდაპირ არის მითითებული, Pepsi-ს შეფუთვაზე კი ბევრი რამ დაფარულია სხვადასხვაგვარი "E"-ების ქვეშ. მაგ. ორთოფოსფორის მჟავა მითითებულია, როგორც E338. კვებითი ღირებულების ანალიზმა ცხადჰყო, რომ Pepsi ოდნავ მეტ შაქარს, კალორიებსა და კოფეინს შეიცავს, ხოლო Coca-ში შედარებით მეტი სოდაა. სხვათა შორის, ბევრმა ალბათ იცის, რომ Coca-Cola-ს ნამდვილი ფორმულა მკაცრად არის გასაიდუმლოებული, შესაბამისად, შემადგენლობაც საზოგადოებისთვის ბოლომდე ვერ იქნება ცნობილი (მეტის შესატყობად გადადით ბმულზე). Pepsi-ს შემადგენლობას კი მწარმოებლები არ მალავენ. კოკა-კოლასა და პეპსი-კოლას შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან დაიწყო, როცა ორმა ბრენდმა ერთმანეთის კონკურენტული სატელევიზიო სარეკლამო კამპანიები დაიწყო. ამ პროცესს ხშირად "კოლათა ბრძოლად" მოიხსენიებენ. მას შემდეგ ამ უდიდეს ბრენდს შორის კონკურენცია არ შეწყვეტილა. გაყიდვების რაოდენობის მხრივ პეპსი უსწრებს, მაგრამ წლიური მოგებით კოკა-კოლა პირველ ადგილზეა. ეს კი სახალისო სახალისო ვიდეორგოლები კოლასა და პეპსის შორის ლეგენდარული დაპირისპირების შესახებ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. რატომ ჩნდება შოკოლადზე თეთრი ნადები და სახიფათოა თუ არა იგი - ეს ბევრმა არ იცის! 2. რას უშვრებიან ბანანს, რომელიც ჩვენთან იყიდება - ეს ბევრმა არ იცის! 3. რა ხდება, როცა ბავშვებისთვის kinder-ს ვყიდულობთ - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 4. იცით ამ ქათმის ფილეებიდან რომელია საშიში? - ხორცის ყიდვისას ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწონოთ! 5. თეთრი კვერცხი უფრო სასარგებლოა თუ ყავისფერი? - ეს უნდა ვიცოდეთ! 6. იცით ამ ორი წიწიბურადან რომელი და როდის არის ნამდვილად სასარგებლო - გაგიკვირდებათ! 7. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი შამპანური ფალსიფიცირებულისგან - ნუ მოტყუვდებით! 195 5-ს მოსწონს
|