სასარგებლო პროდუქტები რას უშვრებიან ბანანს, რომელიც ჩვენთან იყიდება - ეს ბევრმა არ იცის! 2017, 8 მაისი, 9:24 ბანანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში მხოლოდ იმპორტის გზით ხვდება, ერთ-ერთ ყველაზე მეტად მოხმარებად ხილად ითვლება. როგორც ყველა ხილს მასაც, ძირითადად უმი სახით მივირთმევთ, თუმცა ასევე ხშირად გვხვდება დესერტებში, შემწვარი ან სალათის სახით. იმაზე, როგორ შეილება მისი მოხმარება, ცხადია სათქმელი არაფერია, რადგან ეს ალბათ ყველამ იცის. სამაგიეროდ, ბევრისთვის უცნობია, როგორ ხვდება და რა გზას გადის ბანანი სანამ ჩვენთან, მაღაზიისა თუ ბაზრის დახლებზე აღმოჩნდება. როცა ბანანის ქვეყანაზე იწყება საუბარი, როგორც წესი, თვლწინ გვიდგება თბილი ქვეყნები, ზღვა, თოლიები და პალმები, რომლებიც მწიფე ბანანებით არის დახუნძლული... სინამდვილეში, ბანანი, რომლის იმპორტიც ჩვენთან ხდება, პლანტაციებში მოჰყავთ. ამ ხილი ნამდვილ სამოთხედ კოსტა-რიკა ითვლება. ეს არის უნიკალური ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებული კლიმატური პირობები აქვს და მისი ექსპორტის ძირითადი ნაწილი სწორედ ბანანზე მოდის. იმისათვის, რომ ხილმა ფორმა მიიღოს და დამწიფდეს, საჭიროა დაახლოებით 12-13 კვირა. ამ დროის გასვლის შემდეგ, ბანანებს ზომავენ და ამოწმებენ მათ მდგობარეობასა და სიმწიფის ხარისხს. აღსანიშნავია, რომ ამ ხილს კრეფენ მაში, როცა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დამწიფებული, რათა შორეულ ქვეყნებში ტრანსპორტირების დროს არ გაფუჭდეს. ამის შემდეგ, ბანანები ხვდება ქარხანაში, სადაც მათ ყოფენ მტევნებად, რომლებზეც 5-7 ბანანია. თანამშრომლები აქ ყოველდღიურად 10-12 საათის მანძილზე მუშაობენ. ამის შემდეგ, ბანანებს წონიან, ამუშავებენ სპეციალური ნივთიერებით (ალბათ არაერთხელ შეგიმჩნევიათ ყვითელ კანზე თეთრი ნადები) და ათავსებენ მუყაოს ყუთებში, რომლებსაც, ჭრილები აქვს. ამგვარი კონტეინერების ფორმა მსოფლიო სტანდარტების მიხედვით არის შემუშავებული. სწორად ჩაწყობის შემთხვევაში, ერთ ყუთში ეტევა დაახლოებით 40 მტევანი. აქ კი შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო, რომელზეც უფრო დეტალურად არის ეს ყველაფერი ნაჩვენები. ასევე დაგაინტერესებთ: 1. იცით რომელია ამ ბანანებიდან ყველაზე სასარგებლო? - ბევრს გაუკვირდება! 2. 7 პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც ორიოდე ბანანის მიღება დაგეხმარებათ - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 3. თუ თქვენ პლასტმასის ჭურჭელს იყენებთ, აუცილებლად დააკვირდით ამ წარწერას! - ეს ბევრმა არ იცის! 4. როდის არის ახალი კარტოფილი საშიში და როგორ გავხადოთ იგი უსაფრთხო - ეს ბევრმა არ იცის! 5. ეს გოგო 12 დღე მხოლოდ ბანანით იკვებებოდა - შედეგი წარმოუდგენელი იყო! 9785 9-ს მოსწონს 1-ს არა
|