x
image
natia.a
რა განსხვავებაა თეთრ და ყავისფერ კვერცხებს შორის და რომელია უფრო სასარგებლო
image

კვერცხი - ეს ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. არავინ დავობს იმაზე, რომ სოფლიდან ბებოს გამოგზავნილი, ეზოს დედლის კვერცხი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი.

მაგრამ ამჯერად შევჩერდებით მაღაზიის, ბრენდულ კვერცხებზე. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ გვხვდება როგორც თეთრი, ასევე ყავისფერი კვერცხები, და რამდენადაც ეს უკანასკნელნი ბებოს მიერ გამოგზავნილ კვერცხებს ფერით უფრო წააგავს, თან, ხშირ შემთხვევაში, უფრო ძვირიც ღირს, ყიდვისას სწორედ მათ ვანიჭებთ უპირატესობას.


და რა ხდება სინამდვილეში? მართლა უფრო სასარგებლოა თუ არა ყავისფერი კვერცხი?
image
პასუხი ძალიან მარტივია: ძაღლის თავი თავად ქათამშია დამარხული. თეთრი ფერის ქათმები თეთრ კვერცხებს დებენ, მუქი ფერის დედლები კი მუქი შეფერილობის კვერცხებს გვაძლევენ (რა თქმა უნდა გამონაკლისი ყველაგან არსებობს). კვებითი ღირებულება კი ორივე ფერის კვერცხს ერთნაირი აქვს. ასე რომ, განსხვავება მხოლოდ ნაჭუჭის ფერშია.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა ქათმის კვერცხს უფრო მაგარი და სქელი ნაჭუჭი აქვს. რაც შეეხება, ქათმის კვებას, ამან გავლენა შეიძლება იქონიოს მხოლოდ კვერცხის გულის ფერზე და გემოზე.

და მაინც, რატომ ღირს ყავისფერი კვერცხი უფრო ძვირი?
image

საქმე ის არის, რომ ქათმებს, რომლებიც ყავისფერ კვერცხს დებენ, მეტი საკვები სჭირდებათ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი შენახვა უფრო ძვირი ღირს, შესაბამისად, კვერცხიც უფრო მეტ ფასად უნდა გაიყიდოს, რათა მწარმოებელმა მოგება ნახოს.


ასე რომ, თუ კვერცხს მაღაზიაში ყიდულობთ, ნუ მიანიჭებთ უპირატესობას ყავისფერს იმ იმედით, რომ რახან ძვირია, მეტად სასარგებლო იქნება. სინამდვილეში ისინი არაფრით განსხვავდება თეთრი კვერცხებისგან.


მითია თუ რელობა, რომ "რაც უფრო დიდია კვერცხი, მით უფრო სასარგებლოა"?


image

მითა! პირველი კატეგორიის დიდ კვერცხებში (55-65 გ. ან 65-77 გ.) მეტი წყალი და კვებითი ნივთიერებების ნაკლები კონცენტრაციაა და მათ ასაკოვანი ქათმები დებენ. შედარებით ოპტიმალური არჩევანია ე.წ. მეორე კატეგორიის, საშუალო ზომის კვერცხები (45-55 გ) და მესამე კატეგორიის (35-45 გ.) კვერცხები, რომლებსაც, როგორც წესი ახალგაზრდა ქათმები დებენ და უფრო ნოყიერი და გემრიელია.


image




0
11240
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
11240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0