x
image
natia.a
როგორ განვასხვავოთ ნამდვილი შამპანური ფალსიფიცირებულისგან - ნუ მოტყუვდებით!
image

საახალწლო დეღესასწაულების დროს შამპანური ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. სწორედ ამ შუშხუნა სითხით ივსება ჭიქები და შეისმის ახალი წლის სადღეგრძელო 31 დეკემბრის ღამეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვცოდეთ, რომ ჩვენს ჭიქაში სწორედ ნამდვილი შამპანური ასხია და არა გაყალბებული, ჯანმრთელობისთვის საზიანო, უცნობი წარმოშობის სითხე. დღეს ბაზარსა თუ სუპერმარკეტებში უამრავი, ამგვარი უცნობი წარმოშობის, ყალბი "შამპანურია", რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო პოპულარულ სასმელთან. ამიტომ, ქვემოთ ვისაუბრებთ რამდენიმე ნიშანზე, რომლითაც შეგიძლიათ მარტივად გაარჩიოთ ნამდვილი შამპანური ყალბისგან.

ყიდვის დროს:

• ნამდვილი, კლასიკური შამპანური ისხმება მუქი შეფერილობის მინის ბოთლში - ეს იცავს პროდუქტს სინათლის ზემოქმედებისგან. ეს უკანასკნელი შეიძლება გახდეს შამპანურის გემოს გამწარების მიზეზი. ღია ფერის ჭურჭელში ასხამენ მხოლოდ ვარდისფერ ან წითელ შამპანურს.


image

• ნამდვლი შამპანურის ბოთლის თავსახური ყოველთვის არის კორპისგან გაკეთებული და არა პლასტმასისგან - როგორც ეს გამყალბებლებს სჩვევიათ.

• ეტიკეტზე წარწერა "შუშხუნა" მეტყველებს იმაზე, რომ ხელში გიჭირავთ არა ორიგინალი შამპანური, არამედ ჩვეულებრივი გაზირებული ღვინო.

• ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტს: ბეჭდვის ხარისხი უნდა იყოს მაღალი, ნახატი - მკვეთრი, ტექსტსა და სასამელის სახელწოდებაში კი არ უნდა იყოს შეცდომა. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ არის ეტიკეტი მიკრული ბოთლზე. ქარხნული მიკვრის შემთხვევაში ეტიკეტის ქვეშ წებოს ხაზებს ერთნაირი სიგრძე და ერთმანეთს შორის ერთნაირი დაშორება ექნება. ხოლო თუ წებო ხელით არის წასმული, ყოველგვარი თანაზომიერების გარეშე, ეს იგი მოცემული "შამპანურის" ეტიკეტირება კუსტარულად მოხდა.
image

ყიდვის შემდეგ:

• გახსნისას მსუბუქი აფეთქების ხმა და ბოთლიდან მცირე რაოდენობით ორთქლის გამოსვლა ნამდვილი შამპანურის ნიშანია. მაგრამ თუ ამის მაგივრად ნამდვილი შადრევანი მოეწყო და დიდი რაოდენობით ქაფიც წარმოქმნა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბოთლში უბრალოდ გაზირებული ღვინოა.
image
• თუ შამპანური ნამდვილია, ჭიქაში ჩასმისთანავე სითხის ზედაპირზე წარმოიქმნება ბუშტუკების "გვირგვინი". ხოლო ჭიქის ძირზე "დამსხდარი" ბუშტუკები ზედაპირზე დაიწყებს ამოსვლას ვიწრო ძაფებად გადაბმული. თუ "გვირგვინი" არ გამოჩნდა და ჰაერის ბუშტებიც ზედაპირზე ქაოსურად და სწრაფად ამოდის, ეს იგი ჭიქაში ყალბი პროდუქტია.
image

• დაბოლოს: ნამდვილ შამპანურში, ბოთლის გახსნის შემდეგ ბუშტები ერთი დღე-ღამის განმავლობაში ნარჩუნდება, ყალბში კი - მხოლოდ ერთ საათამდე.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი და ფხვნილზე დამზადებული ყველი

image


2. რომელი ხსნადი ყავაა უკეთესი - "როსკონტროლის" ექსპერტიზის შედეგები

image


3. კარაქი, სპრედი თუ მარგარინი - რომელ მათგანს უნდა მოვერიდოთ?

image


4. რა უნდა შევამოწმოთ, როცა ბოთლით წყალს ვყიდულობთ - ეს უნდა ვიცოდეთ!

image


5. რატომ ჩნდება შოკოლადზე თეთრი ნადები - ეს უნდა ვიცოდეთ!

image

0
2771
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
2771
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0