ისევ ვთვრები, ისევ ვქრები,
რეალობა მიმაქვს საგზლად,
გტოვებთ, ვტოვებ ამ სამყაროს,
ვიკარგები უშფოთველად..
კვლავაც სტუმრად მიმიწვია,
სამოთხისა კარის მცველმა,
მაგრამ შიგნით ვერ შემიშვებს,
უნდა ჰკითხოს შემოქმედსა.
ზედ კარიბჭის სადგომელთან,
სუფრას გაშლის წალკოტებთან,
აშლის ზეცად ვით ფანტელი,
ღვინოს შევსვამ ანგელოზთან.
მაგრამ მოკვდავს ვერ მაჯობ...
რა ხმაურია, რა სიბნელეა,
აფეთქების ხმა, ცეცხლის სიცხე.
ტკივილი და განწირული ყვირილი,
ვიღაცის ხორცის ნაგლეჯი
აქ ომია, იღვრება სისხლი.
ფოლადი წუილით ჩაგიქროლებს,
ყველაფერი ცეცხლშია, ყველაფერი იწვის.
ნაღმტყორცნი ისვრის, თავის გამოყოფა რთულია,
უნდა ავდგეთ, სწრაფად გავირბინოთ.
ჩემო ქალაქო, მთლიანად ცეცხლში ხარ,
მკვდარ, საშინელ სიჩუმეში.
ამ დ...
ლურჯი ზღვა და ცისფერი მთები,
მასზედ მნათობი მყინვარი ზევით,
და ეს ცხოვრება ალუბლის ფერი,
ცისკრის მნათობი კვლავ ცეცხლის ფერი.
მინდა გიყურო სამყარო ჩემო,
როცა ვარდები კვირტებად სკდება,
წიფლის ფოთლები ალისფრად ცვივა,
და შენს გულში ვიტირო მარტო.
მინდა, რომ ზეცად გავინავარდო,
და ანგელოზთა გუნდები ვნახო,
ცისარტყელისა ფერებით ვხატო,
ნაკად...
-გამარჯობა. -ბატონო ?! -უკვე , ვეღარ მიცანი ? -ვერა. - საშინელი გრძნობა, როცა შენი საყვარელი ადამიანი ვერ გცნობს . -რას როშავთ ? -ეჰ , ნუთუ ხმაც ვერ იცანი. -ვერა, რომელი ხართ ? - თუ ვერა , მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს. -კი , მაგრამ ... -ნახვამდის . -არ წახვიდეთ . - შენი სიტყვები გამახსენდა , იცი ? -რომელი სიტყვები , ვინ ხართ , გამახსენეთ თავი, ძალიან დავიბენი. -აღარ აქვს მნიშვ...
|
|