მადლობა, დედი,
რომ ასე მშვიდი,
რომ ასე თბილი დღეებით მზარდე,
მე ახლა უკვე შენს მკერდს ავცილდი
და ასე, ვფიქრობ, ავაღწევ ცამდე,
ჩემი ცხოვრება ავაწყე ნათლად,
მაგრამ რაც უნდა ვიარო აღმა,
მე ერთი რწმენა ვატარო უნდა:
დედილო, როგორც წინათ და ახლაც,
ჩემზე მაღალი იქნები მუდამ.
2012, 19 სექტემბერი, 12:17
სამოთხის კარი უსამართლობის ბინდი ჩამოწვა, ბოღმისგან გული ივსება ლამის, მძიმე ცხოვრება ვერ დამაჩოქებს, მე ერთხელ უკვე ვიყავი მკვდარი... განვლილი წლები თვალწინ დამიდგა, როცა შევაღე სამოთხის კარი, გასაოცარი სილამაზეა, აყვავებულა ირგვლივ ბაღნარი. გაშლილი სუფრით შემომეგებენ ნაცნობ-უცნობი და წინაპარი... თამადა ყანწით ხელში წამოდგა, - ღირსეულია, - ამბობს, - სტუმარი, ქება-დიდება...
ელეგანტურად, ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის, ირგვლივ სინათლეს, სიხალისეს, სიხარულს ნერგავს, შეხე მკაცრს, ძვირფას შეხამებას წითლის და შავის, ცოდვა არ არის, სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!
კაცს კი, ბატონო! კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად! კაცს შენისთანას ჯიშით, ჯურით ყიამყრალს შენგვარს! ჩამოთესლებულს ამ ჩვენს სახლში ანწლად და ღვარძლად, წისქვილი ვისიც ბოროტების მარცვლ...
ბევრი ვიფიქრე, ძლიერ მინდოდა,
რომ შენ თვალებზე ლექსი ამეგო,
მინდოდა თვალებს რაღაცა ეთქვა,
რომ შენი გულის ძგერა გამეგო.
ამას მე იმ დღეს თითქოს ველოდი,
როცა შენ შემხვდი მთვარიან ღამეს,
როცა ის შუქი მთვარის მომყოლი,
შენ გინათებდა სევდიან თვალებს.
სევდიან თვალებს მოჰყვა სალამი,
გულშიაც თბილმა სიომ დაჰბერა,
და მაგ თვალებმა გამამხელინა,
რისიც არ მსურდა დღემ...
დაიბადა-4კგ. (წონას არც ახლა ვუჩივი )), სიმაღლე-52სმ.(მის მერე არც გავზრდილვარ, როგორც ჩანს )), დაბადების დრო-1990 წლის 3 ოქტომბერი (აქვე აღვნიშნავ, რომ ვარ 10 თვიანი, 3 სექტემბერს მელოდნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად )), 14:30სთ-ზე.ოთხშაბათი, განსაკუთრებული ნიშნები-დიდი ცისფერი თვალები და თეთრი პირისახე, (თქვენ კი არა არც მე არ მჯერა, აბა რამ გამიმუქა ეს თვალებ...
|
|