x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
გროზნო, ჩემო ქალაქო
image


რა ხმაურია, რა სიბნელეა,

აფეთქების ხმა, ცეცხლის სიცხე.

ტკივილი და განწირული ყვირილი,


ვიღაცის ხორცის ნაგლეჯი

აქ ომია, იღვრება სისხლი.


ფოლადი წუილით ჩაგიქროლებს,

ყველაფერი ცეცხლშია, ყველაფერი იწვის.

ნაღმტყორცნი ისვრის, თავის გამოყოფა რთულია,

უნდა ავდგეთ, სწრაფად გავირბინოთ.


ჩემო ქალაქო, მთლიანად ცეცხლში ხარ,

მკვდარ, საშინელ სიჩუმეში.

ამ დღეების დავიწყება შეუძლებელია,

ჩურჩულით ვამბობთ: შურს ვიძიებთ!


ქუჩებში სიბნელეა, კვამლი, ნანგრევები,

ჩემი ქალაქი, სხვანაირი გახდა.

ბრმა ტყვიებს ისხლიტავს ყველაფერი,

მუდამ გვერდით სეირნობს სიკვდილი.


წინ გარღვევაზე! ტყვიების ქარცეცხლია,

უეცრად სნაიპერი გვესვრის მაღლობიდან.

თვითმფრინავი, რაკეტების ზალპი,

მთლიანად სისხლშია მოსვრილი პირველი თოვლი.


ისევ შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე,

ისევ გარშემორტყმულია მტრის მიერ.

ღამის სიბნელეს ანათებს,

დამწვარი ტანკი, მოვარტყით!


არტილერიის ქარცეცხლი, ყველა ჩაწექით,

რამდენი ბომბია, ვერ დაითვლი.

ყველგან ცეცხლია, ყველგან კვამლია,

აქ სიკვდილია, აქ ომია!


ჩემო ქალაქო, მთლიანად ცეცხლში ხარ,

მკვდარ, საშინელ სიჩუმეში.

ამ დღეების დავიწყება შეუძლებელია,

ჩურჩულით ვამბობთ: შურს ვიძიებთ!


პროზის ავტორი: თემურ მუცურაევი.

0
62
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0