x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
რა სახის პრობლემის წინაშე დგას მოზარდი ბულინგის დროს და როგორ შეიძლება აღმოიფხვრას ეს პრობლემა
Image result for ბულინგი

ბულინგი

ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა, რაც ამჟამად ჩვენს ირგვლივ არის, ბულინგია. ბულინგს არა მარტო სკოლაში, არამედ ჩვენს ირგვლივ მუდმივად ვხედავთ. ხშირად ამაზე თვალს ვხუჭავთ, ხშირად საკითხი იმდენად მძიმეა რომ საჭირო ხდება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. სამწუხაროდ ხშირად გონიათ, რომ ბულინგი მხოლოდ ვერბალური სახის შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენს ირგვლივ დატრიალებული პრობლემები, სულ სხვას ამტკიცებენ. ეს არის ადამიანის ჩაგვრა, დაშინება, დატერორება, მის მიმართ აგრესიული ქმედება.

ბულინგის მრავალ შემთხვევას ყოველდღიურად ვხვდებით: ოჯახებში, სამუშაო ადგილებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, განსაკუთრებით კი სკოლაში. ხშირად ისმევა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი კითხვა - როგორ აღმოვფხვრათ ბულინგის პრობლემა?


ჩემი აზრით, თავიდან რა საკირველია ბავშვი უნდა გაესაუბროს მასწავლებელს ან დირექტორს თუ ეს სკოლაში ხდება. ამასთან სკოლის ხელმძღვანელობა ინფორმირებული უნდა იყოს ზემოთ აღნიშნულ საკითხზე. სასწავლო დაწესებულებას ძალიან დიდი როლი აქვს ბავშვის, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში, აღზრდასა და მისი ფასეულობების განმტკიცებაში. დაბალი ცნობიერება არის სათავე ბულინგისა.თუ ადამიანი ზედმიწევნით არის გათვიცნობიერებული კონკრეტულ საკითხზე და მის შემდგომ შედეგებზე ინფორმაციასაც საკმაოდ ფლობს, ნაკლები იქნება იმის ალბათობა, რომ ის ვინმეზე ახორციელებდეს ძალადობრივ ქმედებას.


ძალადობამ მოიცვა მთელი მსოფლიო და ჩვენს ირგვლივ არსებული პრობლემის გადაწყვეტას საზოგადოება, ძალმომრეობით და ჩაგვრით ცდილობს.აუცილებელია ძალადობის შემთხვევის გამოვლენა ადრეულ ასაკშვე მოხდეს რადგან მალევე აღმოფხვრას. ასევე მშობელმა შვილს უნდა შთააგონოს რომ არასწორია ძალადობაზე ძალადობით პასუხი, რომ მან ბულინგის საპასუხოდ ალტერნატიული შედეგი უნდა გამოიყენოს.ძალადობის მსხვერპლი ბავშვები კი აუცილებელია ყოველდღიურ აქტოვობებშინჩაერთან და მოხდეს მათი საზოგადოებასთან ინტეგრირება.

პირველ რიგში ბულინგი არის სოციალური, ფსიქოლოგიური და პედაგოგიური პრობლემა, მაგრამ განათლების სიტემის ორგანოები ვფიქრობ არც ისე დიდ ყურადღებას უთმობენ ბავშვთა სისასტიკის გამოვლენის შემთხვევებს. ვფიქრობ, პირველ რიგში სკოლაში ბავშვთა სისასტკის გამოვლენის შესწავლისას იმაში ვცდებით რომ არ ვიცით მისი ზუსტი განმარტება. ეს განმარტება კი არა მარტო აკადემიურ ინტერესს წარმოადგენს, არამედ მასზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს პრევეციული სამუშაოები. სკოლაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რადგან ძირითადად ბულინგი დამახასიათებელია ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისთვის და ესეთი ადგილი პირველ რიგში არის სკოლა. თავდაპირველად სკოლაში ყალიბდება ურთიერთობები ბავშვებს შორის, ბავშვებსა და საზოგადოებას შორის და ა.შ

ერთ-ერთ გამოკითხვაში, რომელიც ფსიქოლოგიურ და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრში მოხდა, ბავშვმა თქვა რომ მისი მასწავლებელმა ყველა ბავშვს უსურვა ქრისტიანული შაბათ-კვირა, გარდა ებრაელი ბავშვისა რომელსაც დაზუსტებით უთხრა რომ მას რა თქმა უნდა არ უსურვებდა ყოველივეს.ბავშვმა მშობლებს უთხრა ამ ფაქტის შესახებ, რის შედეგადაც მოზარდი სერიოზულ იზოლაციაში მოხვდა, და კიდევ უფრო გარიყეს.

ბულინგი არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ჩვენს ირგვლივ მუდმივად ხდება. ოჯახში ხშირია ბავშვის ჩაგვრა მშობლების მიერ. ბავშვის იძულება რაიმეზე ან ფიზიკური შეურაწყოფა, რაც იქიდან მომდინარეობს რომ ჩვენი საზოგადოება ტოლერანტულია აღზრდის ძალადობის სტილის მიმართ. ალბათ მოსახლეობის ნახევარი დღემდე ფიქრობს, რომ აღზრის ძალადობრივი მეთოდები მისაღებია. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბულერი შეიძლება ოჯახში თავად იყოს ძალადობის მსხვერპლი. ბავშვებს ხშირად რიცხავენ სკოლიდან კონფლიქტის გამო, რაც ჩემთვის მიუსალმებელი ფაქტია. რადგან სკოლიდან გარიცხვა, საზოგადოებისგან გარიყვა ადამიანს უფრო მოძალადეს და მოძულეს ხდის. მაქსიმალურად უნდა ეცადოს საზოგადოება, რომ ასეთი ხალხის მიმართ მიმღები და მომთმენი იყოს. ბულინგი კი არა მარტო მოზარდებში, 20-25 წლის ზემოთ ახალგაზრდებშიც ხდება. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ის ფაქტი, რომ ხალხს რომელიც ნარკოტიკს მოიხმარდა უშვებდნენ ციხეში, ხოლო ციხიდან გამოსვლის შემდეგ საზოგადოება ასეთ ხალხს რიყავდა და იგი რჩებოდა სრულიად მარტო. მოგეხსენებათ, ზოგ შემთხვევაში დაწესებულებებიც არ მიიღებენ სამუშაოდ ისეთ კადრს, რომელიც წარსულში ნასამართლებია.

ადამიანს, რომელსაც საზოგადოება რიყავს, შემდგომ უფრო ცუდ საქმეს ჩადის. ზიანს აყენებს თავის თავსაც გარშემომყოფებსაც. ასევე ზიანი მოაქვს მის ქმედებას საზოგადოებისათვის. ამ პრობლემის თვალსაჩინო მაგალითია ილია ჭავჭავაძის- „სარჩობელაზედ“ სადაც სწორედ ეს პრობლემა არის ასახული. ადამიანების და საზოგადოების ბრალია პირველ რიგში ინდივიდის დამნაშავედ ჩამოყალიბება, მისი ცუდი ქმედება. იმის ბრალია რომ სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცდით ასეთ დამცირებას, ტანჯვას და ტკივილს მანამდე სხვისას არ ვიზიარებთ, გულთან არ მიგვაქვს. პრობლემა კი სწორედ ისაა, რომ საზოგადოება სწორ რეაგირებას არ ახდენს, არ არის შემწყნარებელი და ლმობიერი ისეთი ადამიანების მიმართ, რომელიც ბოროტებას ჩადის. პირიქით ძალადობას ძალადობითვე პასუხობენ.

ბულინგი ეს ის პრობლემაა, რომელიც საზოგადოებაში ოდითგან იყო, არის და იქნება. ჩვენ შეგვიძლია მისი შემცირების და მინიმუმამდე დაყვანის ხერხები ვეძიოთ, მაგრამ ვფიქრობ მისი აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება. რადგან ადამიანთა შორის მუდმივად იქნება ფასეულობების იდნივიდუალურობა, უთანხმოება და კონფლიქტი. ჩვენს ირგვლივ ყოველ დღე სოციალურ ქსელში, მრავალ დამამცირებელ პოსტსა თუ კომენტარს ვხვდებით. ასევე არის შემთხვევებიც როცა პრესაში შუქდება ისეთი რამ, რაც ადამიანის პირად კომფორტს არღვევს მის უფლებებებს ლახავს. ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და პირადი ინფორმაცია, რაც პირდაპირ მიგვითითებს კიბერ ბულინგზე. ერთ-ერთი დიდი უთანხომების, დამცირების და ფსიქოლოგიური ზეწოლის ადგილია სოციალური ქსელი. ხალხი ცდილობს თავისი სათქმელი სიძულვილის ენით, ვინმეს დამცირებით გადმოსცეს და სხვა ხდება უთანხმობებიც რომლებიც შემდგომ სერიოზულ დაპირისპირებაში გადადის.

საბოლოვოდ ადამიანი ან ბავშვი, ბულერიც და მსხვერპლიც მაინც ორივე მსხვერპლია. რადგან მოძალადედ ადამიანის ჩამოყალიბებაში, ისევ საზოგადოება, ურთიერთობები, ოჯახი და აღზრდა მონაწილეობს.

0
62
შეფასება არ არის
ავტორი:დანი ბაზერაშვილი
დანი ბაზერაშვილი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0