x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
"პახმელიაზე" გაცნობილი 5

imageცხოვრებაში ნაკლებად მჯერა დამთხვევების, თანაც ასეთი ხშირი დამთხვევბისა, ენა ჩავარდნილი ვიდექი და დაბნეული მზერით ხან პიცას ვუყურებდი და ხან ლადუნას, ისიც ჩემზე არანაკლებ დაბნეული ჩანდა. რამდენი ხანი გაგრძელდა ეს სიტუაცია არ ვიცი მაგრამ იმ წუთას საუკუნედ მომეჩვენა. ჩემი მეგობარი ჯერ კიდევ საქმეში იყო ცხვირჩაყოფილი, მაგრამ ალბათ ჩემმა სიჩუმემ დააინტერესა და კარისკენ გამოიჭყიტა.
– ჰე, გოგო! მოგაქ ეგ პიცა თუ მოგეხმარო შემოტანაში?
მისმა ხმამ ორივე გამოგვარკვია, სახეზე ნერვიულმა ღიმილმა გადაურბინა და ყუთში შეფუთული პიცა გამომიწოდა. გამოვართვი და ოთახში შევიტანე, ჩემს მეგობარს კი მუდარით სავსე თვალებით შევხედე და ვთხოვე
– გეხვეწები, ფული შენ გაუტანე
– იქ არ იყავი?
– ხო მაგრამ გეხვეწები შენ გადი და გადაუხადე
საფულედან ფული ამოვიღე და გავუწოდე.
– კარგი...
ეჭვნარევი მზერით შემომხედა და გავიდა, იმ წუთასვე შემობრუნდა, სახეზე დაბნეულობა და გაკვირვება ეხატა
– წავიდა!
– რა?
სკამიდან წამოვხტი
– ხო, იქ აღარ იყო.
– მოიცა, ფული არ გადაუხადე?
– ვერ გაიგე? იქ არ იყო!
ასეთი გაურკვეველი შეგრძნება არასოდეს მქონია, როგორიც იმ წუთას დამეუფლა, ნერვიული სიცილი ამიტყდა, ჩემი მეგობრის გაოცებული სახე კიდევ უფრო მაცინებდა.
– რა გაცინებს არ მეტყვი?
მაგიდას დაყდრნობილი ჩემსკენ გადმოიხარა და გამჭოლი მზერა მესროლა. წყალი მოვსვი, სხვანაირად სიცილს ვერ შევწყვეტდი, ღრმად ამოვისუნთქე და ვთქვი
– ლადუნა იყო.
თვალები გაუფართოვდა და ინსტიქტურად უკან დაიხია, ფანჯარას ეცა, გამოაღო, ალბათ იმედი ქონდა ლადუნას თვალს მაინც მოკრავდა, მერე მკვეთრად შემობრუნდა და წარმოთქვა
– ე.ი პიცის დამტარებელია?
მხრები ავიჩეჩე.
– მაგიტომ იყავი დებილივით გაჩუმებული? მეც არა ვთქვი რას დაშტერდა მეთქი?
აკი ამბობდი რომ ვნახავ ბოდიში უნდა მოვუხადოო? რატო გამოშტერდი?
ერთდროულად მილიონი კითხვა მომაყარა და რამის სული ამომხადა ისეთი ენერგიით ისროდა სიტყვებს. მე ისევ ჩუმად ვიყავი, სკამის საზურგეს მიყდნობილი კომპიუტერს უაზროდ მივჩერებოდი, ჩემს შიგნით ძლიერი ემოცია გარეთ გამოსვლას ლამობდა, ოღონდ არ ვიცოდი ეს ემოცია როგორ გამომეხატა.
ჩემი მეგობარი კი ოთახში წინ და უკან დადიოდა და ათასგვარ ვარაუდებს გამოთქვამდა ლამაზთვალება, ცოლიანი, პიცის დამტარებელი ლადუნას შესახებ.

0
62
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0