x
მეტი
  • 08.07.2020
  • სტატია:101311
  • ვიდეო:346629
  • სურათი:465234
20 აპრილს, „წიგნის დღეების“ ფარგლებში, „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულ ავტორებთან შეხვედრა გაიმართება
image


20 აპრილს. 17:00 საათზე „ქარვასლაში“ (ც.დადიანის #7) მკითხველებს „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულები: თათული ღვინიანიძე, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე, ნათია ჯაგოდნიშვილი, იაგო თვალაბეიშვილი და გვანცა გუბელაძე შეხვდებიან.

ლიტერატურულ საღამოზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, საყვარელი ქართველი ავტორები უფრო ახლოს გაიცნონ, გაუზიარონ მათ თავიანთი შთაბეჭდილებები და მიიღონ მათგან პასუხები დასმულ კითხვებზე.

შეგახსენებთ, რომ „წიგნის დღეები“ სავაჭრო- და ბიზნესცენტრ „ქარვასლაში“ 20-23 აპრილის განმავლობაში გაიმართება. მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ თავიანთ საყვარელ ქართველ მწერლებს; უფასოდ დააგემოვნონ ცხელი ყავა ან ჩაი; მიიღონ საჩუქრები კონკრეტულ მაღაზიებში განსაზღვრული რაოდენობის თანხის დახარჯვისას. გარდა ამისა, იგეგმება სხვა ბევრი სიურპრიზი და გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის; 20-დან 50%-მდე ფასდაკლებით გაიყიდება წიგნები; 70%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ სტუმრები აუთლეტის წიგნების შეძენას; ხელმისაწვდომი იქნება საკურიერო სერვისი, რათა სტუმრებმა ადგილიდანვე შეძლონ, ადრესატისთვის საჩუქრის გაგზავნა.


წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა და დასწრება თავისუფალია. ღონისძიებები ჩატარდება სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ მე-2 სართულზე.


ღონისძიების ბმული > > >



0
12
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0