x
მეტი
  • 05.12.2019
  • სტატია:97144
  • ვიდეო:343985
  • სურათი:459106
ფრაზები, რომლებიც ცხოვრებას გვასწავლიან!
"თუ ბიჭი ხარ, ისეთ სულგრძლობაზე გამოიღე თავი, ძნელი რომაა, არავინ რომ არ გაიგებს, არავის რომ არ ეცოდინება, არავის თვალში რომ არ მოხვდება, მსხვერპლსაც ბოლომდე გაიღებ, მაგრამ ცილს იქით დაგწამებენ." (დოსტოევსკი-"თვინიერი")

image

"ნათქვამია, კაცის გული გაუმაძღარია, მიეცით მას ის, რასაც ნატრობს, და იგი კვლავ ახალ რამეს ინატრებსო. ეს ადამიანის დასამცირებლად არის ნათქვამი, ნამდვილად კი, ეს მისი ერთ-ერთი უდიდესი ნიჭიერებაა-ეს ნიჭიერება აყენებს ადამიანს ცხოველზე მაღლა, ცხოველი იმით კმაყოფილდება, რაც აქვს." (ჯონ სტეინბეკი-"მარგალიტი")

image


"-იცოცხლე, ჯემი ხანდახან ისე მაბრაზებდა, მზად ვიყავი მომეკლა, მაგრამ საქმე საქმეზე თუ მიდგებოდა ვინ მყავდა მის მეტი?" (ჰარპერ ლი-"ნუ მოკლავ ჯაფარას")

image

"-არა, ჯერ არა-თქვა ზოსიმე მღვდელმა-სანამ დედას შვილის სისხლიანი პერანგი აცვია, ქვეყანა არ დაიღუპება." (ოთარ ჭილაძე-"ყოველმან ჩემმან მპოვნელმან")

image

"ადამიანებს უყვართ ყველასა და ყველაფერში ცუდის აღმოჩენა, რათა მათ ფონზე თვითონ უკეთესნი გამოჩნდნენ." (...)

image

"არას გარგებს სიმძიმილი უსარგებლო ცრემლთა დენა;

არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა!" (შოთა რუსთაველი-"ვეფხისტყაოსანი")

image



0
1055
10-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
1055
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0