x
მეტი
  • 10.07.2020
  • სტატია:101368
  • ვიდეო:346639
  • სურათი:465286
დიდი სამყარო, რომელიც პატარა ჯიბეში ეტევა - ჩაანაცვლე ფეისბუქი წიგნებით
ყოველდღიურობა სავსეა მოსაწყენი წუთებით, როდესაც არ იცი რა აკეთო.

ასეთ დროს ტელეფონში ფესიბუქის სქროლვას ვიწყებთ თანამედროვე ადამიანები.




და რა გვხვდება სოციალურ ქსელში? ცარიელი, მოკლე, ზედაპირული, ზოგჯერ ნეგატიური და ხშირად უინტერესო პოსტები, რომლებიც ჩვენს სულიერ სამყაროს არანაირ დადებით საზრდოს არ აძლევს.



image




თუ კარგად დაფიქრდები, მიხვდები, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სჯობს, იყო ძველმოდური, სჯობს, არ აჰყვე თანამედროვე ტენდენციებს და ფეისბუქის ნაცვლად, დრო წიგნებზე დახარჯო.



მართალია მობილურის ჯიბით ტარება უფრო მარტივია ვიდრე წიგნის, მაგრამ გამომცემლობა “პალიტრა L“ და მისი არაჩვეულებრივი პროექტი „ერთი მოთხრობა“ ამ დაბრკოლების მარტივად გადალახვის საშუალებას გაძლევთ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნები მცირე ზომისაა და ზუსტად ისევე მარტივად ეტევა ჯიბეში როგორც მობილური ტელეფონი.


image

" წიგნების სერია „ერთი მოთხრობა“ "პალიტრა L"- ის პროექტია, რომელიც 2017 წლიდან გამოდის და მის ფარგლებში ფარგლებშიც უკვე 40 მდე მცირე ზომის წიგნი გამოვიდა. უმეტესად ასეა: ერთი წიგნის „უპირატესობით" მხოლოდ სქელტანიანი რომანი ან ნაწარმოებთა კრებული სარგებლობს. არადა, მოთხრობაც რომანია, გრძელი სიტყვის მოკლედ თქმის ხელოვნებით. ამიტომ „პალიტრა L“-მა გადავწყვიტა, სწორედ ერთი მოთხრობა ექციათ ერთ წიგნად"- ნათია მეტრეველი, გამომცემლობა "პალიტრა L"- ის მარკეტინგის მენეჯერი.



პროექტის ფარგლებში გამოცემულ წიგნებს შორის შეხვდებით როგორც მსოფლიო კლასიკოსთა, ასევე ქართველ მწერალთა შედევრებს. გარდა ამისა, „ერთი მოთხრობა“ უცნობი ავტორების ნაწარმოებების პოპულარიზაციასაც ემსახურება და მკითხველს ახალი მწერლების გაცნობის საშუალებასაც აძლევს.



image

0
67
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0