პოეზია "ისევ ვთვრები" 2016, 18 მარტი, 1:18 ისევ ვთვრები, ისევ ვქრები,
რეალობა მიმაქვს საგზლად,
გტოვებთ, ვტოვებ ამ სამყაროს,
ვიკარგები უშფოთველად..
კვლავაც სტუმრად მიმიწვია, სამოთხისა კარის მცველმა, მაგრამ შიგნით ვერ შემიშვებს, უნდა ჰკითხოს შემოქმედსა. ზედ კარიბჭის სადგომელთან, სუფრას გაშლის წალკოტებთან, აშლის ზეცად ვით ფანტელი, ღვინოს შევსვამ ანგელოზთან. მაგრამ მოკვდავს ვერ მაჯობებს, სიყვარულის ქმნაში ღმერთთან, მე კარს შიგნით ვიღებ სტუმარს, მივალ გულით შემოქმედთან. მინდა ცაში ნარ-ნარ ღრუბლებს, ცვრიან ტანზე ვეამბორო, სავსე ყანწით იქ მე შევსვამ, საქართველოს სადღეგრძელოს!.. ბაკური ბაკაშვილი. 18.11.2014 წ. 07 სთ და 53 წთ. 62 1-ს მოსწონს
|