x
image
გემი დალანდი
როგორ გავარჩიოთ ნატურალური და ხარისხიანი სუნელები ყალბისგან

დღეს, როცა ნატურალური პროდუქტი სანთლით საძებნელი გახდა, ეს პრობლემა სუნელებსაც შეეხოთ. მათი გაყალბება სრულიად შესაძლებელია, თანაც ბაზარში ამას არავინ ამოწმებს. კერძებისთვის კი სუნელები აუცილებებლია.

1.დარიჩინი

ნატურალური დარიჩინის ცნობა, როგორც დაფქულის-ისე დაუფქველის, ძალიან ადვილია. ფხვნილში იოდი ჩააწვეთეთ, თუ პროოდუქტი ცისფრად შეიღება ე.ი. თვქენს წინ მცენარე კასიაა, დარიჩინის პოპულარული ანალოგი.

დარიჩინის ჩხირების ცნობაც ადვილად შეგიძლიათ. მათ მუქი ყავისფერი შეფერილობა არ უნდა ჰქონდეთ და უფრო თხელი და ფხვიერი სტრუქტურა აქვთ. კასია შედარებით მუქია, მაგარი და უფრო დახვეული ფორმა აქვს.


image


2.ზაფრანა, შაფრანი

საქართველოს სამზარეულოში ძალიან პოპულარულია ყვითელი ყვავილი, ე.წ. "იმერული ზაფრანა", რომელსაც არაფერი აკავშირებს - შაფრანთან. მის მაგივრად ზოგჯერ შეიძლება დაფქული ჭარხალი, ყვითელი ყვავილი ან კურკუმა შემოგატყუონ. მისი ამოცნობა ადვილია, ფასით. 1კგ. სანელებლის მისაღებად 100 000 ყვავილია საჭირო, ამიტომ ძვირიც ღირს. გარეგნულად-ერთგვაროვანია, მუქი-წითელი ფერის.

image


3.ვანილი

ვანილის ჩხირი რამდენიმე სახისაა, ისინი მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებენ თვისებებს, ამიტომ მისი შეძენა სწორედ ასეთი ჩხირების სახით სჯობს, რადგან დაზღვეულები იქნებით, რომ ფხვნილისგან განსხვავებით-ნატურალურ პროდუქტს ყიდულობთ.

image


4.მიხაკი

ხარისხიან მიხაკს მწარე გემო და მძაფრი არომატი აქვს.ფორმა ერთგვაროვანია, ფერი-ყავისფერი, ზოგჯერ თავი უფრო ღია შეფერილობისაა, დაზიანების შემთხვევაში ზეთისმაგვარ სითხეს გამოყოფს. იმისთვის, რომ განსაზღვროთ თუ რამდენად ხარისხიანია, ჩაუშვით რამდენიმე მარცვალი წყალში. ხარისხიანი მიხაკი ვერტიკალურად დაიწყებს ტივტივს, ჯარისკაცულად გაჭიმული, უხარისხო მიხაკი კი წყლის ზედაპირზე დაწვება.

image


5. ილი (კარდამონი)

ილის ხარისხის გარკვევა გარეგნულად შეგიძლიათ:სიგრძე 2.5 სმ უნდა იყოს, ფერი კი მოყავისფრო-მომწვანო. ღია მწვანე ფერი ქიმიურ საღებავზე მიანიშნებს, ყვითელი კი-არასწორ გამოშრობაზე.

image


6.ბადიანი, ვარსკვლავისებრი ანისული

ხარისხიანი ბადიანის შეფერილობა მოწითალო-მოყავისფროა. თუ ვარსკვლავს დააზიანებთ, ზეთისებრი სითხე უნდა გამოვიდეს. სიმყიფე და მუქი ფერი უხარისხო პროდუქტზე მიანიშნებს.

image


7.კურკუმა

კურკუმას ნაცვლად შესაძლოა შეღებილი ფქვილი ან ყვითელი ყვავილი შემოგატყუონ. გახსენით მცირე რაოდენობის კურკუმა წყალში. თუ წყლის ზედაპირზე უფერული ან მოთეთრო ნადები გაჩნდა, პროდუქტი ფალსიფიცირებულია.

image


8.პილპილი

ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ დასაფქვავ მარცვლებს იყიდით, მაგრამ აქაც დგას ერთი პრობლემა:როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი მარცვლები? აიღეთ ერთი მარცვალი და რამე საგნით გატეხეთ. ხარისხიანი პროდუქტი მსხვილ ნაწილებად უნდა დაიშალოს და ზეთისმაგვარი სითხის კვალიც დატოვოს. უხარისხო კი გამომშრალია, არც კვალს ტოვებს და ერთიანად იფშვნება. მარცვლები შესაძლოა სხვადასხვა შეფერილობის იყოს. მწვანე მარცვლების გარსი ზეთისხილისმაგვარი შეფერილობისაა და ცოტათი ფხვიერი სტრუქტურა აქვთ. თეთრს-გარსი არ აქვს და ნაზი შეფერილობით გამოირჩევა. ე.წ. ბაჰარს კი მსხვილი გული აქვს, რომელიც წყალში იძირება

image

0
440
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
440
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0