x
image
გემი დალანდი
ნიშნები, რომლებიც სახლში ჯადოს არსებობაზე მიუთითებენ
ზოგჯერ სახლში უბედურება უბედურებას მოსდევს. ხან ბავშვები ავადმყოფობენ, ხან ვიღაც სამუშაოს კარგავს, არაფერი გამოგდით და ა.შ. არსებობს დამთხვევები და ცუდი პერიოდი, მაგრამ ზოგჯერ უსიამოვნო მოვლენების ჯაჭვი შესაძლოა ჯადოს უკავშირდებოდეს.

დალაგების დროს ზოგჯერ დიასახლისები უცნაურ ნივთებს პოულობენ, რომელთა წარმოშობა ძნელი დასადგენია. დიახ, შეიძლება გაგეცინოთ და თქვათ, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა, მაგრამ სამწუხაროდ, შურიანი და ბოროტი ადამიანები საუკუნეების ათვლას და ტექნოლოგიების განვითარებას დიდად როდი დაგიდევენ.

image

როგორ მივხვდეთ, რომ სახლში ჯადოა


1. ნემსი


ნემსს ხშირად იყენებენ შელოცვებში. ხშირად ძველ და ჟანგიან ნემსს ხალიჩის ქვეშ ან ოთახის ყველაზე მიუდგომელ კუთხეში მალავენ. ამიტომ, თუ ასეთ ადგილას, დივნის ან ხალიჩის ქვეშ ასეთი ნემსი იპოვეთ, მითუმეტეს, თუ კერვის დიდი მოყვარული არ ხართ, არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ ის შიშველი ხელით და არ გადააგდოთ ნაგავში.

აიღეთ რაიმე დამხმარე საშაუალებით ან სულაც ხელთათმანებით. გადატეხეთ და ჩაფალით მიწაში ან ცეცხლში ჩააგდეთ.

image


2. მარილი

მარილი ყველა სამზარეულოშია და სწორედ იქაა მისი ადგილი. მაგრამ თუ მარილს ზღურბლზე ან შემოსასვლელი კარის წინ დაგებული ხალიჩის ქვეშ აღმოაჩენთ, ეს ცუდი ნიშანია. სასურველია მოგავოთ და სახლიდან შორს, მიწაში ჩაფლათ.

image

3. სანთლები

სანთლის პატარა ნარჩენები, განსაკუთრებით შავი ფერისა, შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზი გახდეს, განსაკუთრებით თუ ეს ნარჩენები წითელი ან შავი ძაფითაა შეკრული. ასეთი ნარჩენები რაიმე პაკეტში უნდა მოათავსოთ და ეკლესიაში მიიტანოთ. ილოცეთ ახლობლებისთვის და აანთეთ სანთლები თქვენი ჯანმრთელობის გასაძლიერებლად.

image

4. ჟანგიანი ბოქლომი

პატარა ჟანგიანი ბოქლომი სასიყვარულო პრობლემებსა და ახლობელ ადამიანებთან პრობლემებს იწვევს. თუ კლიტე ჩაკეტილია- შეეცადეთ გახსნათ და შემდეგ მდინარეში გადააგდეთ. ამის შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ.

image

5. თმები და ბეწვები

ქალები ძალიან ხშირად პოულობენ ძაფებით გადახვეულ თმას თუ ბეწვებს. ეს ადამიანის ოჯახური ცხოვრების დასანგრევი ჯადოა. თუ მსგავს რამეს იპოვით, აუცილებლად გადაჭერით ის შუაზე და შემდეგ დაწვით.

image

6. გაურკვეველი ჩანაწერები

თუ კარის წირთხლზე ან ავეჯის ქვეშ ქაღალდის ნაკუწებს პოულობთ, რომლებზეც გაურკვეველი სიმბოლოებია, აუცილებლად დაწვით ისინი. შესაძლოა, ბავშვებმა დაჯღაბნეს რამე, მაგრამ უკეთესია თავი დაიზღვიოთ.

image

7. გამხმარი ბალახები

თუ სახლში გამხმარი ბალახების ან ყვავილების პატარა შეკვრა იპოვეთ, შეეცადეთ გაარკვიოთ რასთან გაქვთ საქმე. სხვადასხვა მცენარეებს სხვადასხვა დანიშნულება აქვთ მაგიაში. ასეთი “თაიგული" შუაზე უნდა გადატეხოთ და შემდეგ დაწვათ.

image

ყოველთვის სერიოზულად მიუდექით იმას, რასაც სახლში იპოვით და რაც მთავარია სწორად მოიშორეთ ისინი თავიდან. ყველაზე სასურველი კი სახლის კურთხევაა.


0
3099
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
3099
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0