x
image
გემი დალანდი
როგორ მოვიზიდოთ ფული-საოჯახო ,,მაგია" ბებიებისგან
image

ხშირად მოისმენთ, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდით, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ადამიანები სწორედ ფულის და ქონების დასაგროვებლად იბრძვიან. დროთა განმავლობაში გარკვეული მეთოდებიც ჩამოყალიბდა ფინანსების მოსაზიდად. ეს მეთოდები ფულის მოზიდვაში დაგეხმარებათ, ჩვენმა ბებიებმა იცოდნენ როგორ მოეზიდათ ბარაქა და როგორ არ გაეშვათ ის სახლიდან.


1. ცოცხი

იყიდეთ ცოცხი. სასურველია ორშაბათს, სამშაბათს ან ხუთშაბათს. გამყიდველი მამაკაცი უნდა იყოს. აირჩიეთ ისეთი ცოცხი, რომელიც მოგეწონებათ-ლამაზი და ბუთქუნა. შევაჭრება არ შეიძლება! რა ფასსაც გეტყვიან, ის გადაიხადეთ.


imageწამოადუღეთ მარილიანი წყალი და მასში 2 საათის განმავლობაში ხარშეთ ცოცხი შემდეგ კი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გააშრეთ. როგორც კი გაშრება, ჩაიფიქრეთ სურვილი და დაგავეთ სახლი. ოთახი ყოველთვის მარცხენა კუთხიდან ცენტრისკენ გამოგავეთ, ამ გზით ბარაქა სახლში დარჩება და ზღურბლიდან არ გადაგვით. როცა გამოგვით, შეინახეთ ცოცხი ზღურბლის მარცხენა კუთხეში, მხოლოდ ამოატრიალეთ ტარით ქვემოთ.

image

არასოდეს არ დააგვევინოთ თქვენი სახლი უცხოებს. როცა ცოცხი გაცვდება, მადლობა გადაუხადეთ სამსახურისთვის და სახლიდან მოშორებით გადააგდეთ. იმავე დღეს შეიძინეთ ახალი ცოცხი და ყველა პროცედურა თავიდან ჩაატარეთ.

ძველად, ხალხს სჯეროდა, რომ ცოცხში სული ცხოვრობდა, ამიტომ მას ყოველთვის სუფთად ინახავდნენ, რომ მისი ძალა არ შესუსტებულიყო.

imageსახლში აუცილებლად ერთი ცოცხი უნდა იყოს. არ დაგავოთ მზის ჩასვლის შემდეგ თუ არ გინდათ, რომ ბარაქა სახლიდან გავიდეს. ძველი ცოცხის შესაცვლელად საუკეთესო დრო-ახალი წელია.

დღეს სუვენირების მაღაზიებში ხშირად ნახავთ მინიატურულ ცოცხს. ასეთი ცოცხი შეგიძლიათ შემოსასვლელ კარზე ჩამოკიდოთ, ტოტებით ქვევით, რომ უსიამოვნო სტუმრებისგან თავი დაიზღვიოთ. სამზარეულოში კი ტოტებით მაღლა უნდა დაკიდოთ, რომ ბარაქა მოიზიდოთ.

image

2.საფულე

ფულს წითელი საფულე და ნატურალური მასალა იზიდავს, ამიტომ შეიძინეთ წითელი ტყავის საფულე.imageარასოდეს არ დააცარიელოთ საფულე. ფული ფულს იზიდავს, ამიტომ აუცილებლად დატოვეთ მასში თუნდაც ერთი კუპიურა და რამოდენიმე მონეტა. არ შეინახოთ დახეული, მოსვრილი და გახეხილი კუპიურები. საფულის საიდუმლო ჯიბეში ყოველთვის გქონდეთ ორდოლარიანი კუპიურა ან ისეთი, რომელზეც ციფრი 5-ია გამოსახული.

თუ საფულეში ბევრი ხურდა ფული დაგიგროვდათ, გაეცით ის კვირა დღეს მოწყალების სახით.

არავის არასდროს უჩვენოთ რამდენ ფულს ინახავთ საფულეში.


3. ქუჩაში

თუ ქუჩაში კუპიურას იპოვით, აუცილებლად აიღეთ, მხოლოდ გახსოვდეთ-არასდროს აიღოთ გზაჯვარედინზე ნაპოვნი ფული! თუ მონეტა იპოვეთ, დააკვირდით-თუ ე.წ. არიოლი ზემოთაა-აიღეთ, თუ ზემოთ “რეშკაა" ხელი არ ახლოთ.

image


4.სახლში

სასსადილო მაგიდა-ბარაქის სიმბოლოა, ამიტომ მასზე დაჯდომა არ შეიძლება. მისი გადასაფარებლის ქვეშ დადეთ რამდენიმე მონეტა, რომ ბარაქა მოიზიდოთ.

არ დადოთ სასადილო მაგიდაზე საფულე, არც საწოლზე. არ დატოვოთ ფული და გასაღები მაგიდაზე ღამით.

image

სანამ ფულის დაგროვებას გადაწყვეტთ, კარგად მოიფიქრეთ რაში დახარჯავთ. არასდროს არ გადაინახოთ ფული “შავი დღისთვის", თორემ ეს დღე შესაძლოა მართლა დადგეს. დააგროვეთ ფული პოზიტიური მიზნისთვის.

არ გაასესხოთ პური და მარილი, თუ არ გინდათ, რომ ბარაქა სახლიდან გავიდეს..


ზოგადი წესები

ხელფასის დღეს არ მოაკლოთ აღებულ თანხას არაფერი. ფულმა სახლში უნდა გაათიოს ღამე.

მაღაზიაში არ მისცეთ და არ აიღოთ ფული ხელიდან ხელში.თუ გამყიდველმა ფული გადმოაყოლა, აუცილებლად უკან დააბრუნეთ.

გარღვეული ჯიბე აუცილებლად გაკერეთ, თუ არ გინდათ, რომ ბარაქა დაკარგოთ.

არასოდეს იტრაბახოთ ახალი ნივტებით, რომ ფულმა არ მიგატოვოთ.



0
2444
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0