x
image
გემი დალანდი
9 ნიშანი, რომელიც თქვენს არისტოკრატულობას დნმ ტესტზე უკეთ წარმოაჩენს
ქალების უმრავლესობა საკუთარ გარეგნობაში გამუდმებით ეძებს ნაკლს: ან შუბლი აქვს ძალიან ფართო, ან პატარა მკერდი აქვს, ან ცხვირი არ მოსწონს. თუმცა, სილამაზის სტანდარტები მუდმივი არაა და გამუდმებით იცვლება.

ის, რაც ახლა არ მოგწონთ, ოდესღაც კეთილშობილურად ითვლებოდა და მისით ამაყობდნენ კიდეც.

1. კეხიანი ცხვირი

imageდღეს პატარა და სწორი ცხვირი ითვლება იდეალურად, ამიტომ ბევრი ქალი მიმართავს რინოპლასტიკას. თუმცა კეხი შუასაუკუნეების ევროპაში კეთილშობილური გვარის წარმომადგენელზე მიუთითებდა და მისით ამაყობდნენ კიდეც დიდგვაროვნები.


სხვათაშორის, ვიქტორიანულ ეპოქაში კეხიანი ცხვირი არიული რასის ერთ-ერთი ამოსაცნობი ნიშანი იყო და ადამიანის მაღალ ინტელექტზეც მიანიშნებდა.


2.მაღალი შუბლი

imageრენესანსის ეპოქაში მაღალი შუბლი კეთილშობილურ წარმომავლობაზე მიანიშნებდა. იმისთვის, რომ შუბლი უფრო გამოეკვეთათ, მაღალი წრის წარმომადგენელი ქალბატონები შუბლის ხაზსა და წარბებსაც კი იპარსავდნენ. მათ კი, ვისაც შუბლი ბუნებით ფართო და გამოკვეთილი ჰქონდა, დიდი პატივით იღებდნენ ყველაზე დახვეწილ წრეებშიც კი.


3. პატარა მკერდი

imageდღეს ქალბატონები დიდ მკერდზე ოცნებობენ და პლასტიკურ ოპერაციასაც მიმართავენ. შუა საუკუნეებში კი არისტოკრატი ქალბატონები პატარა მკერდით იწონებდნენ თავს. იმ პერიოდში უბრალო ადამიანები ბევრ შვილს აჩენდნენ და ქალებს გამუდმებული ძუძუს წოვებისგან მკერდი დიდი და ჩამოკიდული ჰქონდათ. არისტოკრატები კი ძიძის მომსახურებით სარგებლობდნენ.


4.პატარა ხელები

imageპატარა ხელები ძალიან ფასობდა მაღალ წრეებში. ითლებოდა, რომ არისტოკრატ ქალს პატარა ხელი და ნატიფი თითები უნდა ჰქონოდა. დიდი და უხეში ხელის მტევნები დაბალი კლასის წარმომადგენლებს უყალიბდებოდათ შრომის შედეგად და შესაბამისად, ასეთი ხელი დაბალი სოციალური კლასის წარმომადგენელზე მიანიშნებდა.


5.ოვალური სახე

imageსახის ოვალური მოყვანილობაც ადამიანის არისტოკრატულ წარმომავლობაზე მიანიშნებდა. სახის ასეთი ფორმა დღესაც იდეალურადაა მიჩნეული და ვიზაჟისტები ასეთი ფორმის გამოყვანას კონტურინგით აკეთებენ.


6.ნუშის ფორმის ფრჩხილები

imageნუშის ფორმის ფრჩხილები არისტოკრატთა წრეში იყო იღებული, თუმცა დღეს ასეთი ფორმის მიღება სირთულეს არ წარმოადგენს, ნებისმიერს შეუძლია მანიკიურის სპეციალისტს მიმართოს.


7.მკაფიოდ გამოხატული ვენები

imageესპანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და დიდებულები იმით ამაყობდნენ, რომ მავრებთან მათი სისხლის აღრევა არ მომხდარა. უბრალო ხალხისგან განსხვავებით, მათ თეთრ კანზე სისხლძარღვები გამოკვეთილი იყო და ამის გამო ისინი თავის თავს sangre azul-ს ანუ ცისფერსისხლიანებს უწოდებდნენ.


8.წვრილი კოჭები

imageკოლუმბიის უნივერსიტეტის ადამიანის ფიზიოლოგიის თანამშრომლები პალეონტოლოგებთან ერთად იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მამაკაცის დადებითი ემოცია ქალის თხელ წვივებსა და კოჭებზე-უპირობო რეფლექსია. ასეთი აგებულება ევოლუციის შედეგია იმ ქალებში, რომელთაც ნაკლები მოძრაობა უხდებოდათ. ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ ასეთ ფუფუნების უფლებას მხოლოდ დიდგვაროვნები მისცემდნენ საკუთარ თავს. სწორედ ამიტომ, საფრანგეთში წვრილი კოჭები და პატარა ფეხი საუკუნეების მანძილზე ადამიანის კეთილშობილური წარმომავლობის დასტურად ითვლებოდა.


9.მამაკაცი ქალის ნაკვთებით

imageმე-XVIII საუკუნეში არისტოკრატი მამაკაცები ერთგვარი ქალური აგებულებითა და ნაკვთებით გამოირჩეოდნენ: თხელი ფიგურა, სახის რბილი ნაკვთები. ითვლებოდა, რომ კაცების მანერები და ჩაცმულობა მათი მეუღლეების ერთგვარი ანარეკლი უნდა ყოფილიყო.

ასეთი ტენდენცია დღესაც შეიმჩნევა. ამის კარგი დასტურია ტიმოთე შალამე, ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც აღორძინების ეპოქის სკულპტურას მოგვაგონებს.




0
16362
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
16362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0