x
image
გემი დალანდი
7 რამ, რასაც ჩვენი თვალის ფერის შეცვლა შეუძლია
image

რა ფერის თვალებიც არ უნდა გვქონდეს, ალბათ ყველა შემთხვევაში მოგვინდება იმის გაგება, თუ როგორი ვიქნებოდით სხვა თვალის ფერით. ბევრმა ალბათ არც კი იცის, რომ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა კვება და განწყობა, ნამდვილად შეუძლია თვალის ფერზე ზემოქმედება და მისი შეცვლა. ამ ორი ფაქტორის გარდა, არსებობს კიდევ რამდენიმე, რომელთა შესახებაც ამ სტატიაში გიამბობთ.


1. განწყობა

imageსასიამოვნო ემოციები-ეს ერთგვარი ბიძგია ორგანიზმისთვის. ძლიერი სიხარულისა და მრისხანების დროს არამარტო გულისცემა და სუნთქვა გვიხშირდება, არამედ შესამჩნევად იცვლება თვალის ფერი- ის უფრო გაჯერებული მუქი ფერის, ან უფრო ღია შეფერილობის ხდება.



2.მელანინის შემცველობა და ასაკი

imageთუ თქვენი პატარა მოლურჯო-მონაცრისფრო თვალებით დაიბადა, სრულიად შესაძლებელია, წინ სიურპრიზი გელოდეთ. ლურჯი ფერის საიდუმლო მელანინის მცირე შემცველობით აიხსნება. პატარების უმრავლესობას შესაძლოა თვალის ფერი გაუმუქდეთ, რაც მელანინის მომატებით აიხსნება.


იმ პატარებს კი, რომლებიც მუქი ფერის თვალებით დაიბადნენ, ყველაფერი სტაბილურად აქვთ. მათ ეს ფერი დარჩებათ. მუქთვალებიან ადამიანებს დამატებითი ბონუსიც აქვთ-გაცილებით იშვიათად აწუხებთ თვალის დაავადებები.თუმცა, მზისგან დამცავი სათვალე აუცილებლად უნდა ატარონ.


ბოლო გამოკვლევების თანახმად, თვალის ფერზე დაახლოებით 16 გენი მოქმედებს, რაც მნიშვნელოვნად ართულებს თვალის ფერის პროგნოზს.


3. “ცოცხალი" საკვები და ორგანიზმის გაწმენდა

imageარატრადიციულ მედიცინაში არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ თვალის ფერი შინაგანი ორგანოების მდგომარეობაზეა დამოკიდებული.


ამ მიმართულებას ირიდოლოგია ეწოდება, მაგრამ ამ თეორიას ჯერჯერობით მყარი მტკიცებულებები არ გააჩნია.


დოქტორი რობერტ მორზე დეტოქსიკაციის სპეციალისტია, მისი პაციენტების რიცხვმა თითქმის მეოთხედ მილიონ ადამიანს მიაღწია. იგი ირიდოდიაგნოსტიკითაა გატაცებული და აღნიშნავს, რომ მისი დაკვირვებებით, თვალის ზედა კვადრანტი ტვინის ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული, შიდა წრე კი-საჭმლის მომნელებელ სისტემასთან. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ხილის და ბოსტნეულის უხვად მიღებას თვალის ფერის შესამჩნევად შეცვლა შეუძლია და ვიდეოების სერიაც შექმნა თავის გამოკვლევებზე.


ერთმა ქალმა, რომელიც 6 წელი “ცოცხალი" და ჯანსაღი საკვებით იკვებებოდა, გააზიარა ფოტო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ შეიცვალა მისი თვალის ფერი. ექიმის სიტყვებით, თვალის ყვითელი შეფერილობა ტოქსინების დიდ რაოდენობაზე მიუთითებს. კუჭნაწლავის მოწესრიგებით ქალს თვალის ფერი საგრძნობლად გაუღიავდა, სკლერა კი უფრო თეთრი გახდა.


ამასთან, დეტოქსიკოლოგი აღნიშნავს, რომ თვალის პიგმენტი ყველა ადამიანს უნიკალური აქვს და ინდივიდუალურ ანალიზს მოითხოვს. პროდუქტებს რაც შეეხება, მისი თქმით, ისპანახი თვალს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება და შუქს მატებს. ზღვის პროდუქტები ფერს უფრო გაჯერებულს ხდიან. ფერზე მოქმედებს ასევე ზეითუნის ზეთი, ხახვი და კაკალი.


4. მაკიაჟი და გარდერობი

imageქალებს ჯადოსნური ინსტრუმენტი აქვთ, რომლის დახმარებითაც შეუძლიათ თვალს სხვა შეფერილობა მისცენ. ეს ინსტრუმენტი კი მაკიაჟი, თმის ფერი, სამკაულები და გარდერობია.


მაგალითად, თუ ქალს ყავისფერი თვალები აქვს. ოქროსფერის, ვარდისფერის და სალათისფერის დახმარებით შეუძლია თვალის ფერი ვიზუალურად გააღიავოს.


მწვანე და ლურჯ თვალებს უფრო გამოკვეთს ზურმუხტის, ფირუზის და ლურჯი შეფერილობის სამკაულები. ნეიტრალური თეთრი, ნაცრისფერი და შავი კი თვალების ჭეშმარიტ ფერს გაუსვამენ ხაზს. თუ სათვალეს ატარებთ, სთხოვეთ სპეციალისტს, რომ AR ლინზებით შეგირჩიოთ, რომელიც გაცილებით კომფორტულია და ანარეკლის ნეიტრალიზებას ახდენს, რაც გარშემომყოფებს საშუალებას აძლევს, რომ თქვენი თვალის ფერი დაუმახინჯებლად დაინახონ.


5.მზის შუქი და საცხოვრებელი ადგილი

imageყავისფერი ფერი-ყველაზე გავრცელებული თვალის ფერია დედამიწაზე და მსოფლიოს მოსახლეობის 77%-ს აქვს. ზოგიერთ რეგიონში კი მაცხოვრებლების 95%-ს აღენიშნება.


ცისფერთვალება ადამიანების უმრავლესობა ჩრდილოეთ ევროპაში ცხოვრობს.


სხვათაშორის, 2008 წელს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის გენეტიკოსებმა განაცხადეს, რომ ლურჯი შეფერილობა გენის მუტაციის შედეგია, რომელიც 6-10 ათასი წლის წინ მოხდა. დოქტორმა ეიბერგმა აღნიშნა, რომ “თავიდან ყველას ყავისფერი თვალები ჰქონდა, მუტაციამ კი მელანინის გამომუშავება შეამცირა."


აი, მწვანე თვალები კი პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 2 %-ს აქვს.ეს შეფერილობა ზომიერი რაოდენობის მელანინისდა მოყვითალო-მოყავისფრო პიგმენტის შერევის შედეგად გაჩნდა. ყველაზე ხშირად, მწვანეთვალება ადამიანებს ესპანეთში, ირლანდიაში, რუსეთში, ბრაზილიაში, ისლანდიასა და პაკისტანში შეხვდებით. ყველაზე იშვიათი თვალის ფერია ყვითელი, რომელიც პიგმენტ ლიპოქრომის ზეგავლენით წარმოიშობა.


6. თვალის ლაზერული გაღიავება

imageცოტა ხნის წინ ოპერაციები იმპლანტებით ტარდებოდა, მაგრამ ეს გარკვეულ საფრთხეებთან იყო დაკავშირებული და რამდენიმე შემთხვევაში მხედველობის სრული დაკარგვით დასრულდა. 2011 წლიდან ლაზერული კორექცია ტარდება. ლაზერის მეშვეობით მელანინის უჯრედებს ანადგურებენ და ადამიანს, რომელსაც ყავისფერი ან შავი თვალები ჰქონდა, ლურჯი, ცისფერი ან ნაცრისფერი თვალები ექნება.


პროცედურა დაახლოებით 20 წამს გრძელდება. საბოლოო შედეგი კი 2-4 კვირის შემდეგ ჩანს. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მხედველობაზე ეს ოპერაცია არ მოქმედებს, მაგრამ ყველა შედეგი რომ გამოვლინდეს ამისთვის დროცაა საჭირო.


თავად ამ პროცედურის ავტორი, ამერიკელი ექიმი გრეგ ჰომერი როგორც აღნიშნავს : “ მას შემდეგ, რაც ჩემს ქალიშვილს მივცემ უფლებას, რომ ეს პროცედურა ჩაიტაროს, თქვენც თამამად შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ."


7. თვალები-“ქამელეონი"

imageზოგიერთ ადამიანს ორივე თვალის ფერი ეცვლება. ეს უჩვეულო ფენომენი ჯერ კიდევ არაა სათანადოდ შესწავლილი. მეცნიერები ერთ რამეში თანხმდებიან-ეს დაავადება კიარა, უჩვეულო თავისებურებაა. ეს ფენომენი მეტნაკლებად გამოხატულია იმ ადამიანებში, რომლებსაც თვალის მომწვანო-მოცისფრო ან მოყავისფრო-მომწვანო შეფერილობა აქვთ. ამ ადამიანებს მხედველობის პრობლემა არ აღენიშნებათ, არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ ეს ფაქტორი გენეტიკურია.


ბიოლოგების დაკვირვების თანახმად, თვალის შეფერილობის შეცვლა ნერვულ და ენდოკრინულ სისტემაში მიმდინარე პროცესებთანაა დაკავშირებული. თვალი ქამელეონი ყოველთვის რეაგირებს სტრესზე, სასიყვარულო განცდებზე, დაღლაზე, კლიმატის და გარემოს შეცვლაზეც კი.

0
1113
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0