x
პარიზში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა დაიწყო

imageპარიზში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა დაიწყო. საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდრები ელისეის სასახლეში, უკრაინის კონფლიქტზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.
ფრანსუა ოლანდი, ანგელა მერკელი, ვლადიმერ პუტინი და პეტრო პოროშენკო უკრაინის აღმოსავლეთში არჩევნების ჩატარებაზე, გამყოფი ხაზიდან ჯარების გაყვანაზე, ეუთოს დამკვირვებელთა მუშაობის უზრუნველყოფასა და სხვა საკითხებზე იმსჯელებენ.
"ნორმანდიული ოთხეულის" ბოლო შეხვედრა მინსკში, 11-12 თებერვალს გაიმართა. 16-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე და კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართულ, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმდნენ.

0
47
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0