x
პოროშენკომ სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშვნის შესახებ პეტიციას უპასუხა

imageუკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იმ ელექტრონულ პეტიციას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრად უნდა დაინიშნოს. პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სააკაშვილს ამ საკითხთან დკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, მოქმედი პრემიერ-მინისტრის გადაყენება ქვეყნის პირველი პირის ინიციატივით ან უმაღლესი რადას დეპუტატთა 2/3-ის მოთხოვნითაა შესაძლებელი. ხოლო მინისტრთა კაბინეტს უნდობლობას პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობა უცხადებს.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება უკრაინის მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის პროგრამის დამტკიცებიდან ერთ წელიწადშია შესაძლებელი.
განცხადების თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ უმაღლესმა რადამ აღნიშნული პროგრამა 2014 წლის 11 დეკემბერს დაამტკიცა, დეპუტატები იაცენიუკის მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს 2015 წლის 11 დეკემბრამდე ვერ განიხილავენ.
"გარდა ამისა, უკრაინის პრემიერ-მინისტრის დანიშვნის პროცედურის დაწყების აუცილებელი პირობა კანიდატის პირადი თანხმობაა. თუმცა, სააკაშვილს აღნიშნულ საკითხზე არაფერი უთქვამს", - ნათქვამია პოროშენკოს განცხადებაში

0
686
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
686
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0