x
ბარაქ ობამა - ამერიკა რუსეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ არ ისწრაფვის

imageაშშ-ს პრეზიდენტის, ბარაქ ობამას განცხადებით, ამერიკა არ ისწრაფვის რუსეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ. ამის შესახებ ამერიკის პირველმა პირმა გაეროში, გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ არ გვინდა რუსეთის იზოლაცია. ჩვენ გვჭირდება ძლიერი რუსეთი, რათა ერთად ვიმუშაოთ მსოფლიო უსაფრთხოებაზე", - განაცხადა ობამამ. მანვე, თავისი გამოსვლის დროს, რუსეთს მოუწოდა, საერთაშორისო ამოცანებისა და პრობლემების გადაწყვეტა დიპლომატიური გზით განახორციელოს.
დონბასში არსებულ კრიზისზე საუბრისას, ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ რუსეთისთვის სანქციების გაგრძელების მომხრეა, ვიდრე ეს კრიზისი არ გადაიჭრება. მისი თქმით, წუხს, რომ რუსეთი ყირიმთან და უკრაინასთან მიმართებაში დიპლომატიის გზით არ წავიდა, რის გამოც აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება მოუხდა.
ობამას განცხადებით, სანქციებმა რუსეთიდან ინტელექტუალური მიგრაცია, ეროვნული ვალუტის ვარდნა და ახალი ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ამერიკის პირველი პირის განცხადებით, კვლავაც დაჟინებით მოითხოვს, რომ უკრაინაში არსებული კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაწყდეს, რადგან ამაში დაინტერესებულია რუსეთიც და უკრაინაც.

0
101
შეფასება არ არის
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0