x
კრემლი გერმანიაში ამერიკული ატომური იარაღის შესაძლო განთავსებას ეხმიანება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, გერმანიის ტერიტორიაზე ამერიკული ატომური იარაღის განთავსების შემთხვევაში, რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.

პესკოვის თქმით, ატომური იარაღის განთავსება ევროპაში სტრატეგიულ ბალანსს დაარღვევს და აიძულებს რუსეთს, ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად საჭირო ზომები მიიღო.„სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯია ევროპის კონტინენტზე ვითარების დაძაბვისკენ არის მიმართული " - განაცხადა პესკოვმა.
როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, აშშ ბუნდესვერის ავიაბაზა "ბიუხელზე" ბირთვული იარაღის ახალი სახეობის განთავსებას გეგმავს. ამის შესახებ გერმანული ტლეკომპანია "ზიდიეფ"-ისთვის გახდა ცნობილი, რომელმაც შესაბამისი დოკუმენტაცია მოიპოვა.
გერმანელი ჟურნალისტების ცნობით, იგეგმება გერმანულ ბომბდამშენ "ტორნადოების" ახალი ატომური ბომბებით - В61-12-ით აღჭურვა.image

0
201
შეფასება არ არის
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0