x
ობამა და პუტინი ორშაბათს შეხვდებიან

imageორშაბათს, რუსეთის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგა ბარაქ ობამასა და იაპონიის პრემიერმინისტრს სინძო აბეს შეხვდება. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ნიუ-იორკში ჩაფრინდება, სადაც ის გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვა, შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს და მხოლოდ ამის შემდეგ შედგება ბარაქ ობამასა და სინძო აბესთან მისი შეხვედრა.
სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით კი, ამ შეხვედრის ინიციატორი თავად რუსეთის პრეზიდენტია.
"ნიუ იორკ თაიმსი" წყაროებზე დაყრდნობით ოთხშაბათს წერდა, რომ ბარაქ ობამა რუს კოლეგას შეხვდება, თუკი ამ შეხვედრის ორგანიზება მოხდება. "ობამამ, რომელიც უარს აცხადებდა პუტინთან შეხვედრაზე იმ უთანხმოების გამო, რაც გასულ წელს უკრაინის კონფლიქტში რუსეთის ჩართვას უკავშირდება, გადაწყვიტა, რომ ახლა ეს შეხვედრა სასარგებლო იქნება, რათა კრემლს მოუწოდოს, რომ თავის საზღვრებთან მხარი დაუჭიროს ზავს და ასევე, დაჟინებით მოითხოვოს სირიის კრიზისის დიპლომატიური გზით გადაჭრა", - წერდა გამოცემა.

0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0