x
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ყოველთვის დაიცავს

imageრუსეთი საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ყოველთვის დაიცავს. როგორც სააგენტო "ტასი" იტყობინება, ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თანამემამულეთა მსოფლიო კონგრესზე გააკეთა.
"ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო რუსეთის საზღვრებს გარეთ დარჩნენ, დარწმუნებული უნდა იყვნენ: თქვენს ინტერესებს ყოველთვის დავიცავთ, მითუმეტეს, მძიმე, კრიზისულ სიტუაციებში, როგორიცაა მაგალითად, ლიბია, სირია ან იემენი", - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება გააგრძელებს საზღვარგარეთ მოქმედი რუსულენოვანი მედიასაშუალებების მხარდაჭერას.
ვლადიმერ პუტინმა ასევე, მომავალ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგეგმება საზღვარგარეთ რუსული კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების და საზღვარგარეთ რუსული კულტურული და სამეცნიერო ცენტრების მხარდაჭერის გაზრდა. მომზადდა ასევე, საზღვარგარეთ რუსული სკოლების განვითარების კონცეფცია. პუტინის თქმით, ხელისუფლება შეშფოთებულია, რომ რიგ ქვეყანაში ცდილობენ "რუსულენოვანი განათლების სისტემის განადგურებას" და ზღუდავენ რუსული თეატრებისა და ბიბლიოთეკების მუშაობას.
თანამემამულეთა მსოფლიო კონგრესი მოსკოვში დღეს გაიხსნა. ფორუმში 400 დელეგატი 97 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მონაწილეობს.

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0