x
image
maia
როზი ჰანტინგტონ-უაიტლიმ საკუთარი დიზაინის თეთრეული გამოუშვა
imageროზი ჰანტინგტონ-უაიტლიმ კარიერა Victoria’s Secret-ის
მოდელობიდან დაიწყო, შემდეგ მთავარი როლი ითამაშა ფილმში „ტრანსფორმერები“, ასევე თანამშრომლობდა Burberry და Nike-თან. მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება.

როზი ჰანტინგტონ-უაიტლმა უკვე არსებულ მოდელის და მსახიობის წარმატებულ პროფესიას შემატა კიდევ ერთი და გახდა თეთრეულის ხაზის დიზაინერი. როზიმ ბრიტანული მაღაზიების
ქსელის Marks & Spencer-ის თვის შექმნა თეთრეულის კოლექცია. როზი უკვე ორი სეზონის განმავლობაში თანამშრომლობს მაღაზიების ქსელთან. ის კრისტოფერ ბეილთან ერთად გახლდათ Marks
& Spencer-ის ხაზის Autograph-ის სახე.

ახალი კოლექციის სახელწოდებაა Rosie for Autograph, კოლექცია მოიცავს ვარდებით გაფორმებულ ბუნებრივი აბრეშემის მოდელებს, მასში ქვედა თეთრეულის გარდა შეხვდებით კიმონოებს
და საღამურებს, რომლებიც გასული საუკუნის 20-იანი წლების სტილშია გადაწყვეტილი.

თანამშრომლობით კმაყოფილი დარჩა ორივე მხარე. „ჩვენ ძალიან გვიხარია როზისთან მუშაობა, მას შესანიშნავი გემოვნება აქვს და არაჩვეულებრივად ერკვევა ფერებსა და სტილში.


როზი+ჩვენი ტექნოლოგია გახლავთ წარმატების საწინდარი-განაცხადა - Marks & Spencer -ის დირექტორმა ქეით ბოსტოკმა. კოლექცია გაყიდვაში სექტემბერში გამოვა.

image

image
image



0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0