x
image
შორენა-ალაზნისპირელი
ჩემო საქართველო!...
შენი დაღლილი სხეულიდან სევდად მიწვეთავს ცრემლები სულში, ვით განუგეშო, ვით მოგეფერო, სუსტი ხელებით რამდენი შევძლო!..აგცრემლებია ამაყი მზერა, გაგშიშვლებია იარა ძველი, დაუჯაბნიხარ მუმლს მძლავრი მუხა, მაცილებივით ხითხითებენ ამაყ ტოტებზე შემოჩვეული ჭია-ღუები, ხელგაშლილმა რომ გაუღე კარი, გულში ჩაიკარ, დაუდე ბინა; გლეწენ, გამტვრევენ, მოურიდებლად ყველა თავის ნაკვალევს ტოვებს...

აცრემლებულხარ დიდგორის და კრწანისის გმირი!..თვალს ვერ უსწორებ თამარის და დავითის ლანდებს...

მტკივა სული და სხეულზეც შენი ჭრილობა მეწვის, როგორ მოგხედო სუსტმა, უძლურმა, ვით დაგაფარო საშველად ხელი!..ვერ ვიდავითეთ, ვერც ვითამარეთ-სინანულად სევდა სდით ფრესკებს...

იქნებ გაბედო, შეარხიო მძლავრი ტოტები, უტეხი მუხა ნორჩი ფოთლებით კვლავ შეიმოსო, მუმლს არ დანებდე! შენს მკერდში ისევ დაიბრუნე "უძღებნი შვილნი", შენი ვალია, მიუტევო შვილს შეცოდება, მოგინატრებენ, უსამშობლობა ასტკივათ მალე.


გამოიდარე, ისევ მზისებრ გაშალე ხელი, გადაუქროლე ტატოს მერნად არაგვს, დარიალს, ვაჟას არწივად მოევლინე ყვავ-ყორნებს, სვავებს, გოგო-ბიჭებში გაიღვიძე ობოლ კვირიად, ლელად, წყნეთელად, ქართველ დედებში ახმიანდი სანათას ცრემლად, შვიდი ვაჟკაცის, ცხრა ძმის, სამასი არაგველის სანთლად აენთე!..

არ შედრკე!..ცრემლი დიაცთ წესია!..ნებას ვინ გაძლევს შენ შეჩერების?!.უნდა გაუძლო ყველა ვაებას, ყველა ტკივილს, ყველა იარას-მათთვის აღსდექი, შენმა ცრემლებმა ვის გულზეც სიმწრით გადაიარა!..

"მიდი და მტერი ვერ მოგერევა,

მიდი და ხიფათს სძლევ, გვერდს აუვლი,

სწორედ ბრძოლაა ბედნიერება,

სწორედ ეგ არის დღესასწაული!"

შორენა-ალაზნისპირელიimage

6
56
6-ს მოსწონს
ავტორი:შორენა-ალაზნისპირელი
შორენა-ალაზნისპირელი
56
  
2014, 8 აპრილი, 18:27
შენ სუსტი კი არა ძალიან ძლიერი ხარ,შენი ლექსებით.
2013, 27 ივნისი, 3:31
მტკივა სული და სხეულზეც შენი ჭრილობა მეწვის, როგორ მოგხედო სუსტმა, უძლურმა, ვით დაგაფარო საშველად ხელი!შორე ამატირე
2013, 27 ივნისი, 1:41
;( გულში ჩამწვდომი სტატიაა...
გაგახაროთ უფალმა!
2013, 27 ივნისი, 0:42
ბევრი მოწონება ჩემგან!
0 1 6